მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
02.02.2007 - 20:28:12 ბელორუსიის პირველი პროფესიული PR ინტერნეტ პორტალი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ პარტნიორები გახდნენ


თანამშრომლობის არეალს აფართოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ და ამჯერად ის ბელორუსიის პირველი პროფესიული PR ინტერნეტ პორტალის პარტნიორი ხდება. 2007 წლის 4 იანვარს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ დამფუძნებელმა და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ელგუჯა მარღიამ, ბელორუსი კოლეგის, PR პორტალ APRIL.BY - ს ხელმძღვანელის, ალექსეი ჩუბატის წერილი მიიღო: ,,პიარადად თქვენ და მთელს თქვენს კოლექტივს გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, რომ 2007 წელს თქვენი წარმატებები მინიმუმ 10 ჯერ გაზრდილიყოს. ჩვენთვის დიდი პატივია, ვითანამშრომლოთ ,,პროფილთან”; მზად ვართ, პორტალზე განვათავსოთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაცია საქართველოს PR მოვლენებისა და თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პროფესიონალების დაახლოებასა და საქმიან ურთიერთობას’’. ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილსა’’ და აზერბაიჯანის პირველ PR სააგენტო PRHOUR-ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რისი წარმატებით დასრულებაც ორმხრივ სასარგებლო შედეგის მომტანი იქნება.


24.01.2007 - 17:41:00 უკრაინის პიარ პორტალი ქართული ბაზრით დაინტერესდა

უკრაინის პოპულარული პიარ პორტალი www.publicity.kiev.ua ჯეპრასთან თანამშრომლობას იწყებს. საქართველოში განხორციელებული პიარ პროექტების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე თავის ვებ-გვერდზე განათავსებს და მიაწვდის 1000-ზე მეტ ხელმომწერს. უკრაინული პიარ პორტალის მომხმარებლები არიან პიარ მენეჯერები, მარკეტოლოგები, ჟურნალისტები, წამყვანი გაზეთები, საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიები. უკრაინის გარდა, ჯეპრა თანამშრომლობს პიარის საინფორმაციო პორტალთან რუსეთში - www.sovetnik.ru უკვე 2 წელია საქართველოს პიარ მოვლენების შესახებ ინფორმაციას ჯეპრასთან პარტნიორობის შედეგად იღებს. 


22.01.2007 - 15:27:12 კიევის PR ტექნოლოგიების სკოლა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლასა’’ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილს” შორის მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ დამფუძნებელმა და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბატონმა ელგუჯა მარღიამ აღნიშნა, რომ ,,უკრაინისა და საქართველოს მტკიცე ისტორიული მეგობრობა და ,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’ მრავალწლიანი  პროფესიული გამოცდილება, გვაძლევს მყარ საფუძველს, ჩვენი პარტნიორობის წარმატებაში. საქართველოს პიარ ბაზრის განვითარების სასურველი ტენდენციები უკვე ითხოვს ,,საქართველოს PR ტექნოლოგიების სკოლის’’ შექმნის აუცილებლობას, სადაც ერთ-ერთი საპროგრამო მოიმართულება იქნება ,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’ მაღალკვალიფიციური  ლექტორებისა და ტრეინერების მიერ სისტემატიური ლექცია-სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ინტეგრირებული კომუნიკაციების კუთხით. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლება მხარს დაუჭერს ჩვენი იდეის რეალიზებასა და აქტიურ თანამშრომლობას.”

,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ანდრეი როტოვსკიმ საუბრისას განაცხადა: ,,ადრე მრავალჯერ ვყოფილვარ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში და უკვე მენატრება კიდეც. ამიტომ სიამოვნებით ვითანამშრომლებ ,,პროფილთან’’. დიდი მადლობა, რომ ჩვენ აგვირჩიეთ პარტნიორად. დასაწყისისათვის უმჯობესია ჩავატაროთ  ჩემს მიერ შემუშავებული 5 დღიანი ექსპრეს-კურსი ,, PR ოსტატობის ძირითადი საფუძვლები’’. შესაძლებელია მოვამზადოთ სხვა ორიგინალური კურსიც თქვენი მოთხოვნის საფუძველზე და დავგეგმოთ 2007 წლის მარტის თვეში.’’


18.01.2007 - 19:35:02 სიახლე “ჯიპისი აფთიაქისგან” - მუდმივი მომხმარებლის ბარათი “ზღარბი”

კომპანია “ჯიპისიმ“ თავისი კლიენტებისათვის განახორციელა ახალი პროექტი –  “ზღარბი ბარათი”, რომელიც „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივი მომხმარებლის ბარათია. “ზღარბი ბარათი” ელექტრონული აღრიცხვის ბარათია და მასზე “ჯიპისი”-ს ნებისმიერ აფთიაქში შეძენილ ყოველ პროდუქტზე დაგიგროვდებათ ქულები, პირობითად ვაშლები, ჯამური ქულებით კი თქვენ დასაჩუქრდებით პრიზებით.  დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ.გვერდი: http://85.238.37.27/webgpc/index.php?option=com_content&task=view&id=76&Itemid=74


11.01.2007 - 19:53:05 უკრაინელი პიარისტები ქართველებს გამოცდილებას გაუზიარებენ

საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ და უკრაინულმა პიარ კომპანია Publicity Creating-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ექსკლუზიურ თანამშრომლობას პიარისა და მარკეტინგის ბაზარზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პიარ ღონისძიებების ჩატარებას. ასევე 2007 წლის პიარ დღეების ფარგლებში Publicity Creating გამართავს მასტერკლასებს თემაზე მას-მედიასთან ურთიერთობის ევოლუცია და პიარის განვითარების ტენდენციები უკრაინაში.


07.12.2006 - 19:39:55 ჯეპრამ სომხეთში ახალი პარტნიორი შეიძინა

საკონსულტაციო ჯგუფი “ჯეპრა” თავის საქმიანობას სამხრეთ კავკასიის ბაზარზეც აფართოვებს. 6 დეკემბერს, კომპანია “ჯეპრა”-სა (www.gepra.ge)    და სომხური პიარ კომპანია “მედიაბრენდ იმპექს”-ს შორის (www.mediabrand.am). ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლიც ითვალისწინებს  მხარეების ექსკლუზიურად თანამშრომლობას საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა სფეროში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ შესთავაზონ მაღალკვალიფიციური მომსახურების სრული პაკეტი მეორე მხარის კლიენტებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

“ჩვენ სომხეთში უკვე ვემსახურებით ქართულ კომპანიებს, ჯეპრასთან თანამშრომლობა კი გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას შევთაზოთ ჩვენს ლოკალურ კლიენტებს სრულფასოვანი პიარ მომსახურება უკვე საქართველოს ტერიტორიაზეც” – განაცხადა “მედიაბრენდ იმპექს”-ის პრეზიდენტმა არა ტადევოსიანმა.

ჯეპრას ბიზნეს განვითარების დირექტორი სოსო გალუმაშვილი იმედოვნებს, რომ  “მედიაბრენდ იმპექსთან” თანამშრომლობის დაწყება კავკასიის პიარ ქსელის შექმნის წინაპირობა გახდება. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კლიენტების სომხეთის ბაზრით  დაინტერესება, ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ მათ უზრუნველყოფას მაღალხარისხიანი პიარ და სარეკლამო მომსახურებით და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ახალი პარტნიორის “მედიაბრენდ იმპექსის” დამსახურება იქნება” – აღნიშნა სოსო გალუმაშვილმა.


04.12.2006 - 19:12:58 ქართული ბრენდის დღე - 2006

16 დეკმბერს, 19 საათზე, GTC  (საქართველოს სავაჭრო ცენტრი) გაიმართება ,,ქართული ბრენდის დღე – 2006’’-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.    საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საზოგადოების ცნობილი სახეები და პროექტში ჩართული კომპანიების უცხოელი პარტნიორები. ასევე, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და უცხოეთიდან (პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა) მოწვეული სტუმრები.

„ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მნიშვნელობას ადასტურებს მასში მონაწილე კომპანიები, მხარდამჭერები, სპონსორები და მედია გამოხმაურებები. მოულოდნელი და სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის დადებითი შეფასება 2005 წლის ,,ქართულ ბრენდის დღესთან’’ დაკავშირებით, რაც მან ცნობილ ბიზნესმენებთან საახალწლო შეხვედრაზე გაანაცხადა. ამ აზრისაა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, ბიზნესმენი და საზოგადოებრივი აზრის ლიდერი. იდეის ავტორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პროექტმა გაამართლა და ქვეყნის განვითარებასთან ერთად ის უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებასა და პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე, კომპანიებს შორის კონკურენციული ბრძოლის  ჯანსაღი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებასა და ეთიკური ბიზნეს გარემოს არსებობას; კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, საქართველოს ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის საფუძვლიანი ინფორმაციის მიწოდებას.

პროექტში ჩართულია მრავალი ექსპერტი PR - ის,  მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტი, რომელთა შეფასებით ხდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ბრენდების გამოვლენა და დაჯილდოვება სპეციალური დიპლომებითა და პრიზებით. პროექტის ავტორი და ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ და მისი გენერალური დირექტორი მანანა გეგიძეა.

თანაორგანიზატორები:          
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

საინფორმაციო მხარდაჭერები:      
ჟურნალი  ,,სარკე’’, რადიო ,,ფორტუნა’’,  საინფორმაციო სააგენტო ,,მედიანიუსი’’
პარტნიორი:  კომპანია ,,MD სოფტ” 

სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.georgianbrand.ge   


27.11.2006 - 17:57:57 "ფართი პრომოუტერი"კორპორატიული წვეულებების მოწყობაზე იქნება ორიენტირებული

საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდით გამოდის: "ფართი პრომოუტერი" კორპორატიული კლიენტების წვეულებების, დღესასწაულებისა და წამახალისებელი გათამაშებების მოწყობაზე იქნება ორიენტირებული. ახალი ბრენდის შექმნა რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. პირველ რიგში, ეს ნაბიჯი ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ განაპირობა. სეგმენტი აბსოლუტურად თავისუფალია და როგორც პიარ და ივენთ მენეჯმენტის ბაზრის ლიდერი კომპანიისათვის, "ჯეპრასთვის", ეს სეგმენტი საინტერესო აღმოჩნდა. ცალკეული ჯგუფები თუ ინდივიდუალური პირები ბაზრის მოთხოვნის ხარისხიანად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. სწორედაც რომ „ჯეპრა“ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდებით პასუხობს. "ფართი პრომოუტერი" ჯეპრა ივენთისგან განსხვავებულ სერვისებს შესთავაზებს კორპორატიულ კლიენტებს. შობა-ახალ წელს და სხვა დღესასწაულებს კომპანიის კლიენტები სხვებისგან განსხვავებულად და უაღრესად საინტერესოდ შეხვდებიან, - აცხადებს ჯეპრა ივენთის მენეჯერი მარიკა სარჯველაძე.

საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა 2003 წელს დაარსდა. ჯეპრა ჯგუფის საქმიანობა პიარის, ბრენდინგის, კვლევის, ივენთ მეჯმენტისა და ბითიელის სფეროებს მოიცავს.


09.11.2006 - 18:08:00 ბალტიისპირელ ინვესტორებს ესტონელი და ქართველი პიარისტები ერთად მოემსახურებიან

ბალტიისპირელი და სკანდინავიელი ინვესტორების სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკისადმი ზრდადი ინტერესებიდან გამომდინარე, ესტონურმა "კორპორემ" და საზოგადოებასთან ურთიერთობათა ქართულმა სააგენტომ "ჯეპრამ" ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რომლის თანახმადაც "ჯეპრა" სამხრეთ კავკასიის რეგიონით დაინტერესებულ ყველა ბიზნესმენს საინფორმაციო მხარდაჭერას აღმოუჩენს.

"კორპორეს" გენერალური დირექტორის ბატონ მილის კუბიტსის განცხადებით,"ჯეპრასთან" თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება მათ კლიენტებს, სკანდინავიელ და ბალტიისპირელ პარტნიორებს საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ პროფესიონალ ქართველ პარტნიორებთან კომუნიკაციის სფეროში. "ჩვენი რეგიონის წამყვანი კომპანიები მზად არიან ინვესტირებისათვის საქართველოში. მათ ხელშეწყობაზე  ჯეპრასთან ერთად ვიზრუნებთ", – აცხადებს კუბიტსი.

"ჯეპრას" ბიზნესის განვითარების დირექტორის სოსო გალუმაშვილის თქმით, ესტონელი ინვესტორები საქართველოში უფრო აქტიურები გახდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. "საქართველო გრძნობს ესტონეთის მხარდაჭერას ყველა დონეზე, რაც თავის მხრივ, ესტონელებს დამატებით კომფორტს უქმნის საქართველოში ბიზნესის წარმოებისათვის. ბატონი მარტ ლარის მოღვაწეობა საქართველოსთვის არანაკლები მნიშვნელობის მქონე ფაქტორია", - აცხადებს სოსო გალუმაშვილი.

"კორპორე" წამყვანი ესტონური საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც პიარის ბაზარზე უკვე 12 წელია მოღვაწეობს. "კორპორეს" გააჩნია კარგად განვითარებული ქსელი მეზობელ ბაზრებზე და  რამდენიმე გლობალური პიარ სააგენტოს ქსელის წევრია. 2005 წელს კომპანიის კონსოლიდირებულმა მოგებამ შეადგინა 654,000 ევრო. "კორპორე" ემსახურება ათობით წამყვან კომპანიას და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართულ ბაზარზე ინვესტიციებით.

პიარ სააგენტო “ჯეპრა” საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრას" წევრი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს კვლევის, ტრენინგების, ბითიელის, გადამზადებისა და ბრენდინგის კომპანიებს. საქართველოს გარდა, "ჯეპრას" საქმიანობა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე ვრცელდება.



გვერდები: 1 2 3 ... 6 [7] 8 9 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.