მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
08.05.2009 - 23:50:32 კავკასიის მედია სკოლის სასერტიფიკატო კურსი: ”პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა”

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედია სკოლა გთავაზობთ სასერთიფიკატო კურსს: ”პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა”.  სასერტიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებში: საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის დაგეგმვა; საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მიზნების და ამოცანების იდენტიფიცირება; საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება და განხორციელება (სამოქმედო გეგმა); საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის რეალიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მონიტორინგი და შეფასება.კურსი მოიცავს 15 სამსაათიან შეხვედრას 8 კვირის განმავლობაში, 2009 ივნისსა და ივლისში. კურსს გაუძღვება ელდარ პირმისაშვილი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე

30.04.2009 - 16:19:29 მასტერკლასი ლონდონის პიარ-სკოლის დამფუძნებელისაგან

ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლის დამფუნებელი ჯონ დალტონი ქართველი მსმენელებისათვის ერთდღიან მასტერკლასს ჩაატარებს.

თბილიში ვიზიტის ფარგლებში, ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლის დამფუძნებელი ჯონ დალტონი მსმენელებისათვის ერთდღიან მასტერ კლასს ჩაატარებს, თემაზე Leadership: a new perspective . მასტერ კლასი ჩატარდება 13 მაისს, თბილისში. კურსი განკუთვნილია როგორც მარკეტინგის, პიარის , ბრენდინგის სპეციალისტებისთვის, ასევე იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს გაეცნოს ლიდერობის, მენეჯმენტის და კომუნიკაციის სფერო. მსმენელები მასტერ კლასის დასრულებისთანავე მიიღებენ სერთიფიკატს ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლისგან.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი


22.04.2009 - 17:41:32 კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს მიღებას სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედიის სკოლაში სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე (MSS) განაცხადის შეტანის ბოლო ვადა არის 22 მაისის 18:00 საათი. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება – ეს მათთვის, ვისაც სურს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში გაერთიანებულ ეროვნულ გამოცდებამდე, ზაფხულის სემესტრიდანვე შეუდგეს, ბოლო შესაძლებლობაა განაცხადის შემოსატანად. ის, ვინც განაცხადს 22 მაისის შემდეგ შემოიტანს, რათა სწავლას 2009 წლის შემოდგომის სემესტრიდან შეუდგეს, პროგრამაში ჩაირიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით ჩააბარებს როგორც გაერთიანებულ ეროვნულ გამოცდებს, ისე საკუთრივ კავკასიის უნივერსიტეტის გამოცდებს.

სამაგისტრო პროგრამაში კავკასიის მედიის სკოლა 2008-2009 აკადემიურ წელს სამ სპეციალობას გთავაზობთ: ჟურნალისტიკას, მედია მენეჯმენტს, სტრატეგიულ კომუნიკაციას.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავკასიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე


31.03.2009 - 14:59:07 კომპანია "გუდვილმა" მედიის წარმომადგენლებს ”გუდვილში” დანერგილი HACCP-ისა და ISO სტანდარტების საკითხები გააცნო

19 მარტს კომპანია "გუდვილმა" ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” მედია ტური და პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების მიზანი მედიისათვის კომპანიის მიერ საქართველოში პირველად საცალო გაყიდვებში HACCP-ის  სისტემის დანერგვის პრეცენდენტის გაცნობა და "გუდვილში" დანერგილი ISO სტანდარტების საკითხების გაშუქება იყო.

ღონისძიება 12:00 საათზე, "გუდვილის" პიცერიაში სტუმრობით გაიხსნა, სადაც დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ცნობილ ფრანგ კონდიტერებს, გაეცნოთ და დაეგემოვნებინათ მათ მიერ საოცარი ოსტატობით მომზადებული ორიგინალური პროდუქტები.

ღონისძიების მთავარი ნაწილი - პრესკონფერენცია - 12:30 საათზე "გუდვილის" საკონფერენციო დარბაზში შედგა. კონფერენციაზე ”გუდვილის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს კომპანია "გუდვილის" მიერ დანერგილი სტანდარტების როგორც მენეჯმენტის (ISO), ისე უშუალოდ პროდუქციის (HACCP) ხარისხის კონტროლის საკითხებში.



17.02.2009 - 23:21:48 “ბიზნეს ტრენინგების ასოციაცია”

 
“ბიზნეს ტრენინგების ასოციაციის” საქმიანობას წარმოადგენს ნებისმიერი დაინტერესებული პირის გადამზადება მის მიერ არჩეული პროფესიის მიხედვით. ეს გულისხმობს მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების ჩატარებას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას. ტრენინგ ცენტრში მხოლოდ ის ისწავლება, რაც შემდგომში პრაქტიკაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტრენინგ ცენტრი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კორპორატიულ კლიენტებს.
 

მიმდინარეობს განაცხადების მიღება შემდეგ ტრენინგებზე: საბანკო საქმე; მარკეტინგი; საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი);  ადამიანური რესურსების მართვა (ეიჩარი); ბიზნესის ადმინისტრირება; ბუღალტერია; სადაზღვევო სამართალი და პრაქტიკა; ოფის მენეჯმენტი
“ბიზნეს ტრენინგების ასოციაცია”

თბილისი, ფალიაშვილის 55ა
ტელ: (+995 32) 91 62 00 მობ: (+995 90) 91 62 00
 ელ-ფოსტა: info@treningebi.ge
 www.treningebi.ge   


12.01.2009 - 20:10:20 "ფაბლისითი ჯგუფი"ახალი სტრატეგიითა და მომსახურებებით წარსდგა ქართულ ბაზარზე

2009 წლიდან, ქართულ ბაზარზე განახლებული მომსახურებებითა და სტრუქტურით მუშაობას იწყებს ”ფაბლისითი ჯგუფი” და მასში შემავალი ყველა სააგენტო, რომლებიც დაბალი ფასებითა და მოქნილი, უნიკალური სისტემით იზრუნებენ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებისა და კომუნიკაციური მართვის პროცესებზე. “ფაბლისითი ჯგუფის” სტრატეგიულ ხედვას საფუძვლად უდევს ახალი პიარ ტექნოლოგიების, ინოვაციური საკომუნიკაციო პროდუქტებისა და პიარის, როგორც 21-ე საუკუნის პრაქტიკისა და თეორიის გააზრება. კომპანია და მასში შემავალი სააგენტოები ინტეგრირებულად იყენებს, როგორც კარგად აპრობირებულ კლასიკურ პიარ ტექნოლოგიებს, ისე საერთაშორისო სტანდარტების დონის თანამედროვე ონლაინ ინსტრუმენტებს. დღეისათვის „ფაბლისითი ჯგუფი“ ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე: PRHYPERMARKET, PUBLICITY.GE, REGIONS.GE, POLLING.GE, და PRGUIDE.GE. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: http://www.publicitygroup.ge  


26.11.2008 - 16:36:46 London School of PR and Branding-ის თბილისის ოფისი პროფესიული განვითარების სადიპლომო კურსის ახალ ჯგუფთან იწყებს მუშაობას


London School of PR and Branding-ის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში  პროფესიული განვითარების სამთვიან კურსს ჩაუტარებს ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ბრენდინგის თუ კომუნიკაციების სპეციალისტებს.

სადიპლომო კურს წარუძღვებიან როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე London School of PR and Branding-ის სათაო ოფისის  დამფუძნებელი და ხელმძვანელი, ჯონ დალტონი, რომელიც სპეციალურად  ლონდონის პიარის და ბრენდინგის  სკოლის  ქართველი მსმენელებისათვის მასტერ-კლასს გამართავს.

კურსის მსვლელობისას, მსმენელები, მსოფლიოში დანერგილი  უახლესი მეთოდოლოგიით შეისწავლიან მარკეტინგის, ბრენდინგის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, რისკის მართვის, სპონსორობის, მედიასთან ურთიერთობის,  ივენთ მენეჯმენტის თუ შიდა კომუნიკაციების საკითხებს.

თბილისის ოფისის მიერ დაგეგმილი პროფესიული განვითარების სადიპლომო კურსი 25 ნოემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას იღებენ საჯარო თუ კერძო სექტორში მოღვაწე წამყვანი კომპანიის  მენეჯერები.

პროფესიული კურსი სამ თვეს გასტანს, რის შემდეგაც, მსმენელებს ჩაუტარდებათ  გამოცდა, რომელიც London School of PR and Branding-ის   სათაო ოფისში გაიგზავნება და გამოცდების შეფასების მიხედვით, მსმენელები მიიღებენ გლობალური აკრედიტაციის მქონე პროფესიულ დიპლომს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.pr-school-london.com, www.lspr.ge, info@lspr.ge;  899 18 55 00


21.11.2008 - 20:01:04 სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედიის სკოლა გიწვევთ სასწავლებლად სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაში (SSM), რომელიც 2008-2009 აკადემიურ წელს სამ სპეციალობას გთავაზობთ: ჟურნალისტიკას; მედია მენეჯმენტს; სტრატეგიულ კომუნიკაციას.

მიმდინარე საგაზაფხულო მიღება ბოლოა სამაგისტრო პროგრამებისათვის გაერთიანებული ეროვნული გამოცდების ძალაში შესვლამდე 2009 წლის სექტემბრიდან. საგაზაფხულო სემესტრში სწავლის მსურველთა საბუთებს ვიღებთ 2008 წლის 16 დეკემბრამდე.

მოქნილი სასწავლო გრაფიკი შესაძლებლობას გაძლევთ ერთმანეთს შეუთავსოთ სწავლა და მუშაობა. სწავლების საფასურის გადახდის მოქნილი სქემა პროგრამას ფინანსურად ხელმისაწვდომს ხდის – სტუდენტი იხდის მხოლოდ იმ საგნის ღირებულებას, რომელზეც მოცემულ სემესტრში დარეგისტრირდა. პროფესორ-მასწავლებლების დიდი ნაწილს განათლება მიღებული აქვს აშშ-ში ან ევროპაში და აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება.

იხილეთ განაცხადის სრული ტექსტი 
პროგრამაში დასაშვებად ჩამოტვირთეთ და შეავსეთ განაცხადის ფორმა ქართულ ენაზე


11.11.2008 - 15:00:50 ”ბი ბი სი”-ს საერთაშორისო სამსახურის სასწავლო პროგრამა


”ბი ბი სი”-ს საერთაშორისო სამსახური აგრძელებს საკუთარი კორპორაციული სტილის სწავლების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში სასწავლო მასალები კორპორაციის 6 ლოკალურ საიტზე განთავსდება: bbcarabic.com, bbcchinese.com, bbcpersian.com, bbcrussian.com, bbcurdu.com, bbcafrique.com.

პროგრამის მიზანია ჟურნალისტებს მსოფლიო მასშტაბით მისცეს საშუალება გაეცნონ ”ბი ბი სი”-ს სასწავლო მასალებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ინგლისურენოვანი კორესპონდენტებისათვის იყო ხელმისაწვდმი.

კორპორაციის მთავარი ამოცანაა გაავრცელოს ”ბი ბი სი”-ს ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში  ენისა და სტილის სფეროში დაგროვილი გამოცდილება - აღნიშნულია კორპორაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

”ბი ბი სი”-ს საერთაშორისო სამსახურსა და ”ბი ბი სი”-ს ჟურნალისტიკის სკოლას იმედი აქვთ, რომ ხელს შეუწყობენ ჟურნალისტიკაში არსებულ ენობრივ ნორმებთან დაკავშირებული დისკუსიის გაღვივებას და ისეთი პროფესიული ღირებულებების გავრცელებას, როგორებიცაა მიუკერძოებლობა, სიზუსტე და პატიოსნება მასალის გაშუქების პროცესში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.http://www.sovetnik.ru/prnews/world/more/?id=23997



გვერდები: 1 [2] 3 ... 9 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.