მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
21.07.2006 - 17:48:45 მოიარე მსოფლიო, მოუარე სამშობლოს!

2006 წლის 10 ივნისს, ტურისტულმა კომპანიამ N ?ტურმა გამართა სოციალური აქცია სახელწოდებით ,,მოიარე მსოფლიო, მოუარე სამშობლოს??! აქციაში მონაწილეობა მიიღო მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა ორმა რაზმმა, რომლებიც ერთმანეთს ბებრისციხის დალაშქვრაში შეეჯიბრნენ. აქციის მიზანი იყო, ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და მათი ნანგრევებად ქცევის დაუშვებლობის დემონსტრირება. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრმა საჩუქრად მიიღო N-ტურის ფასდაკლების ბარათი. აქციის ბოლოს მოეწყო პიკნიკი და მოხდა ოქროს მედალოსანი კომპანია ,,ქინძმარაულის?? ღვინოების დაგემოვნება.?? აქციის იდეის ავტორია გიორგი სელიმაშვილი ხოლო პროექტი შემუშავდა და განხორციელდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის?? ინიციატივით.


14.07.2006 - 18:11:45 საქართველოს 2006 წლის ?პიარ დღეებზე? ვრცელ ინფორმაციას ანთავსებს რუსეთის პროფესიული პიარ პროფესიული პორტალი SOVETNIK.RU

2006 წლის 11?14 ივლისს, რუსეთის პროფესიულმა პიარ პროფესიულმა პორტალმა SOVETNIK.RU, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანია პროფესიული პორტალია არამარტო რუსეთში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მიუძღვნა ინფორმაცია საქართველოში პირველად ორგნიზებულ ?პიარ დღეებს? და მის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებას. ინფორამცია ?პიარ დღეების? შესახებ იხილეთ: http://www.sovetnik.ru/prnews/world/more/?id=17397?? ხოლო ინფორმაცია პირველი ქართული პიარ სტუდენტური კონკურსის შესახებ იხილეთ: http://www.sovetnik.ru/prnews/world/more/?id=17453


26.06.2006 - 17:21:59 2005 წლის პიარ პერსონისა და პიარ პროექტის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება

2006 წლის 25 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში? გაიმართება ?PR დღეების? ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიება დაიწყო ორი პიარ პროფესიული ვებ რესურსის პრეზენტაციით: ქართულენოვანი პიარ პროფესიული პორტალის www.prguide.ge ? ს შესახებ ისაუბრა ამ პროექტის ავტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა, ხოლო პიარ ტრეინინგ ცენტრის ვებ რესურსის შესახებ ისაუბრა ამავე ცენტრის დამფუძნებელმა ნიკა ჯავახიშვილმა. აქვე პიარ საკონსულტაციო კომპანია "პროფილმა" გააკეთა პირველი ქართულენოვანი პიარ სამაგიდო ენციკლოპედიის ანონსირება. ანუ, 2006 წლის სექტემბერში "პროფილის" ინიციატივით გამოიცემა პირველი მასშტაბური და ინფორმაციული პიარ ენციკლოპედია რომელიც განკუთვნილი იქნება არამხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ პიარ პრაქტიკოსებისათვის, ლექტორებისათვის და ყველა იმ ადამიანისათვის ვინც დაინტერესებულია პიარ პრაქტიკითა და პროფესიით.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაინაცვლეს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ბაღში, სადაც მოეწყო 2005 წლის პიარ პერსონის და პიარ პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება. 2005 წლის საუკეთესო პიარ პერსონის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნ კახა ლომაია. რადგან იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, პრიზი გადაეცა მის მოადგილეს, ქ-ნ ბელა წიფურიას, ხოლო 2005 წლის საუკეთესო პიარ პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო პრიზი გადაეცა შეფასებია და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს, ქ-ნ მაია მიმინოშვილს. გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდა ორგანიზატორების მიერ ჩაატარებული გამოკითხვის შედეგად. გამოიკითხა საქართველოში მომუშავე ასი პიარ სპეციალისტი.

ამავე საღამოს გაცხადდა საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნაციონალური ასოციაციის შექმნის იდეა, რაც იქვე მოწვეულ სტუმრებს შორის ხელმოწერებით დაფიქსირდა. ეს იყო ყველაზე მაშტაბური პიარ პროფესიუნალების შეკრება, სადაც სტუმრებს შორის იყვნენ, არამარტო პიარ პრაქტიკოსები, არამედ საქართველოში მომუშავე რეკლამის და მარკეტინგის სპეციალისტები,? სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები.


26.06.2006 - 17:21:24 პირველად საქართველოში სტუდენტური პიარ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საქართველოში პიარ სწავლების 10 წლის იუბილე აღინიშნა

2006 წლის 24 ივნისს, 13:00 საათზე, ?PR დღეების? ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პირველი სტუდენტური პიარ კონკურსის - სახელწოდებით ?PRოექტის? გამარჯვებულთა დაჯილდოვება და პიარ სწავლების 10 წლის იუბილე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში მოქმედი პიარ კომპანიების წარმომადგენლები, პიარ სპეციალისტები, სტუდენტები, ლექტორები, საქართველოს ტექნიკური უნიევრსიტეტის რექტორი, ფაკულტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მასმედიიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.?

ღონისძიებას უძღვებოდა ელდარ პირმისაშვილი, პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს ვიცე-პრეზენტი. ამ დღის და საერთოდ პიარ საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-ნ რამაზ ხუროძემ, სტუ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანმა ქ-ნ ქეთი ქოქრაშვილმა და პიარ სპეციალობის კოორდინატორმა და დამაარსებელმა ბ-ნ ვანო ჭიაურელმა. გამოსვლების დასრულებისთანავე, გურამ კანკავამ, დეტალურად ისაუბრა პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს შესახებ, რომლის პრეზედენტიც იგი თავად გახლავთ, ანუ ეს იყო ამ ორგანიზაციის პირველი, ასეთი მაშტაბური საჯარო პრეზენტაცია.

დასასრულს, პირველი სტუდენტური კონკურსის ?PRოექტის? ჟიურის სახელით, ბერდია ნაცვლიშვილმა, რომელიც არის პირველი ქართულენოვანი პიარ პროფესიული პორტალის PRGUIDE.GE - ს ავტორი, ისაუბრა კონკურსის იდეის და ჟიურის მუშაობის შესახებ. მოგვიანებით კი დაიწყო გამარჯვებული პროექტების დაჯილდოვება. სოსო გალუმაშვილმა, კომპანია ?ჯეპრას? დირექტორმა, ნიკა ჯავახიშვილმა, კომპანია ?ეისითი პიარის? დირექტორმა, ელგუჯა მარღიამ, კომპანია ?პროფილის? დამფუძნებელმა და მარიკა დარჩიამ, საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელმა საპატიო ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს პრიზიორებს. უნდა აღინიშნოს რომ პირველი სტუდენტური კონკურსის შედეგების მიხედვით, 2006 წელს არ გამოვლინდა I და II ადილები და საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: III ადგილი ერგო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პიარ სპეციალობის III კურსის სტუდენტებს თათა აბსანძეს, სალომე ბებიაშვილს და ქეთი კაკაბაძეს; სპეციალური პრიზი საუკეთესო კრეატივისთვის ერგო, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტებს ნათია ვაშალომიძეს, თათული მაისურაძესა და ანა ცინცაძეს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური პრიზი ერგო ამავე უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს სალომე ბერიძეს ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტის პრიზი ერგო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ლელა გიორგაძეს. უნდა აღინიშნოს სამშენებლო კომპანია მოდულის 200 ლარიანი სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს პიარ ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად და მოგზაურთა კლუბის პრიზი ფოტო აპარატი და ასევე უპრეცენდენტო ფასში ხუთი პიარ სტუდენტის ანტალიაში 1 კვირიანი საგზურის დაწესება. პრიზების გადაცემის შემდეგ, კლასიკური მუსიკის ფონზე გაიმართა პიარ საუნივერსიტეტო განათლების 10 წლის იუბილისადმი სპეციალურად მომზადებული ტორტის საზეიმო გაჭრა.


26.06.2006 - 17:20:40 პირველად საქართველოში `PR დღეები? აღინიშნა

2006 წლის 24-25 ივნისს, თბილისი მასპინძლობდა ?PR-დღეებს?. ასეთი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ?PR დღეების?? ჩატარების მიზანი იყო პიარის, როგორც ახალი პროფესიისა და პრაქტიკის პოპულარიზება და ასევე, საქართველოში მოქმედი ყველა პრაქტიკოსის დაახლოება და ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა. ?PR დღეების?? ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელებმა. ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ტელევიზიების დილის პროგრამებით, რადიო გადაცემებითა და საინფორმაციო გამოშვებებით. ეს ღონისძიება საკმაოდ ვრცლად გააშუქა ქართულ ბეჭვდით მედიამაც. პიარ დღეების ორგანიზატორები იყვნენ: პიარ საკონსულტაციო კომპანიები ?ჯეპრა?, ?პროფილი?, ?ეისითი პიარი?, პიარ პროფესიულ ინტერნეტ პორტალი ?PRGUIDE.GE?, პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპულ ასოციაცია და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტი, ხოლო ამ დღეების ჩატარება შესაძლებელი გახდა კომპანიების: ?მოდული?, ?მოგზაურთა კლუბი?, სარეკლამო სააგენტო ?i-LinePlus?, კოკა-კოლას და საქართველო ბიზნეს ეთიკის ასოციაციის მხარდაჭერით.?


23.06.2006 - 21:32:26 სტუდენტური PR პროექტი: "არ დანებდე ? იფიქრე!იცინე!იცხ
ოვრე"

2006 წლის 13 აპრილიდან 1 მაისამდე, თსუ - ს პიარ ლექტორის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესმდივნის, ბ?ნ თორნიკე გურულის ხელმძღვანელობით და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სოფო გორელაშვილისა და ანა მჭედლიშვილის უშუალო მონაწილეობით ორგანიზება გაუკეთდა ტრეინინგების ციკლს თემაზე: ?nარკომანია-შიდსი." სლოგანით: "არ დანებდე - იფიქრე! იცინე! იცხოვრე!" აღნიშნული ტრეინინგები ჩატარდა ქალაქ თბილისის 24-ე, 161-ე, 90-ე და 60-ე საშუალო სკოლების მე-10 კლასებში. , რომლის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება შიდსისა და ნარკომანიის შესახებ.

ინფორმაცია მოამზადეს: ნინი ქერქაძემ და ნინო გოჯიაშვილმა.


23.06.2006 - 21:21:34 სტუდენტური PR პროექტი: ?არ გიკრძალავთ, უბრალოდ გირჩევთ?

შაბათს, 3 ივნისს, 17 სთ-ზე, ერეკლე მეორის 8/10-ში, გალერეა ?თავისუფალ დროში? მოეწყო მოწევის საწინააღმდეგო აქცია (ფოტოგამოფენა) სახელად ?არ გიკრძალავთ, უბრალოდ გირჩევთ.? პროექტის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის, I კურსის სტუდენტი ნინო ბოჯგუა. პროექტის მიზანი იყო ფოტოების საშუალებით საზოგადოებისთვის დაენახებინა ის შედეგი, რაც სიგარეტის მოწევას ახლავს თან.

ინფორმაცია მოამზადეს: ნინი ქერქაძემ, თამუნა ვაქიაშვილმა და ნინო გოჯიაშვილმა.


10.06.2006 - 16:24:33 კლაუდია შიფერი გერმანიაში ინვესტირებას მოგვიწოდებს

გერმანელმა მოდელმა კლაუდია შიფერმა მონაწილეობა მიიღო სააგიტაციო კამპანიაში, რომლის მიზანიცაა გერმანიაში ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმის განვითარება. პლაკატზე გამოსახულია კლაუდია, რომელსაც შემოხვეული აქვს გერმანიის დროშა. კამპანიის სლოგანია: ?Invest in Germany, boys!? კამპანია მიზნად ისახავს გერმანიის, როგორც კოსმოპოლიტური, ნოვატორული და თანამედროვე ქვეყნის, იმიჯის გაუმჯობესებას.კლაუდიას განმარტებით კამპანიის იდეის გაჩენაში წვლილი ცნობილ მსახიობს ? ბრიჯიდ ბარდოს მიუძღვის. სწორედ ბრიჯიდ ბარდომ შემოიხვია საფრანგეთის დროშა, რამაც ამ ქვეყანის იმიჯს ქალური შარმი შემატა. მოდელმა თანამემამულეებს მოუწოდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს ეროვნული დროშების დემონსტრირებისაკენ.

ინფორმაციის წყარო: www.advertology.ru
მოამზადა: გიორგი სელიმაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE


27.05.2006 - 16:52:34 სტუდენტური PR პროექტი: ?ეფექტური კომუნიკაციები?

ორშაბათს, 2006 წლის 29 მაისს, 16 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში გაიმართება PR კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ტრეინინგის ?ეფექტური კომუნიკაციის? პრეზენტაცია. პროექტის ავტორები არიან ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ნატა ძველიშვილი, თეა მხეიძე და ეთო გაბათაშვილი. პროექტის მხარდამჭერია პიარ საკონსულტაციო კომპანია ?ჯეპრა?. პრეზენტაციაზე მოხდება ჩატარებული ტრეინინგის ანალიზი. მოწვეულნი იქნებიან PR სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ჟურნალისტები და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ტრეინინგის ამსახველი სიუჟეტი. დასასრულს სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ტრეინინგის მსვლელობის დროს შექმნილი მასალები (?ნიღბები, რომლითაც ვურთიერთობთ?, ნახატები, ფოტოები). სიტყვით გამოვლენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის PR მენეჯერი, ბ-ნ თორნიკე გურული, პიარ საკონსულტაციო კომპანია ?ჯეპრას? დირექტორი სოსო გალუმაშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი სოფო ბრიტანჩუკი და სხვები.

ინფორმაცია მოამზადეს: ნინი ქერქაძემ, თამუნა ვაქიაშვილმა და ნინო გოჯიაშვილმა.



გვერდები: 1 2 3 ... 8 [9] 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.