დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.
ქართული გამოცემები
სტრატეგიული მიდგომა წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონის
მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვიმმართველობის და მმართველოების
ორგანოების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული
ერთეულებისა და თანამშრომლობის საქმიანობის სამაგიდო წიგნს, სადაც
ასახულია მოსახლეობასთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციისადმი
სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობა და აუცილობლობა. სამაგიდო წიგნში თქვენ
ასევე იპოვით საკომუნიკაციო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და
შეფასება-მონიტორინგის მექანიზმების სამოდელო ვარიანტებს და მათ აღწერას,
რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის
უფრო ეფექტიანად წარმართვასა და შეფასებაში.
აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან (348 KB) წინამდებარე წიგნი მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობისადმი მიძღვნილი პირველი ქართული გამოცემაა. წიგნში PR-ის განვითარების მოკლე ისტორია, აღმასრულებელი ხელისუფლების PR-ის გერმანული მოდელი, საქართველოს სამინისტროების საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებებში არსებული რეალობა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული აღმასრულებელი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობების ქართული მოდელია მოცემული. წიგნი მომზადებულია გაეროს ასოციაციისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
კრიზისული სიტუაციები და პიარი (361 KB) ბროშურაში განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - კრიზისული სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი მოგვარების პრობლემა. იგი განკუთვნილია პიარის სპეციალობის, სტუდენტებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქართული სინამდვილისათვის ამ უახლესი სპეციალობით არიან დაინტერესებულნი. ბროშურის ავტორია თორნიკე გურული.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და მასმედია (361 KB) ბროშურაში განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პრესასა და ტელევიზიასთან დამოკიდებულების ზოგიერთი საკითხი. აქ წარმოჩენილია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების, როგორც მასმედიისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო, აგრეთვე ხერხები, რომლებსაც ორივე მათგანი ზოგჯერ მანიპულატორული მიზნებისთვის იყენებს. ნაშრომი განკუთვნილია პიარის სპეციალობის, სტუდენტებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქართული სინამდვილისათვის ამ უახლესი სპეციალობით არიან დაინტერესებულნი. ბროშურის ავტორია რევაზ სურგულაძე.