მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


ტერმინოლოგია
ქართულენოვანი PR ტერმინოლოგია მომზადებულია საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტო ?პროფილის? და მისი დამფუძნებლის, ბატონი ელგუჯა მარღიას მიერ. ტერმინოლოგია ორგანიზებულია ანბანური სტრუქტურით.

ანტიკრიზისული მართვა (CRISIS MANAGEMENT) - ეს არის PR მიმართულება, რომელიც შეიმუშავებს ჩარჩო-გეგმას შესაძლო კრიზისულ სიტუაციათა პროგნოზირებისათვის და მის აღმოსაფხვრელად; აყალიბებს სტრატეგიებს, რომ დაასწროს მოსალოდნელ კრიზისს და შეაჩეროს იგი; ხოლო კრიზისის პირობებში კი ახორციელებს კომუნიკაციის პროცესის მართვას, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის პოზიციის განვითარებაზე, ასევე მოქმედებს პრობლემის აღქმაზე; იცილებს ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას, ანეიტრალებს და მინიმუმამდე ამცირებს კრიზისის შედეგებს. პროფესიონალიზმის მწვერვალად ითვლება არამხოლოდ პრობლემათა მართვაზე ორიენტირება ორგანიზაციის დასაცავად შიდა ფაქტების ზემოქმედებისგან, არამედ ისიც, რომ კომპანიამ მიიღოს სარგებელი მისი საქმიანი აქტივობის გაძლიერებით, იმ ფაქტთა განეიტრალების ხარჯზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან იმ უპირატესობებს, რაც მას გააჩნია.

ბიზნეს დაზვერვა - ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის პროცესი, რაც კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად გამოიყენება. ბიზნეს-დაზვერვაში მოიაზრება საკითხების ფართო სპექტრი, რაც კანონმდებლობასა და საქმიან გარემოში საზოგადოების სოციალ-ეკონომიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

ბრენდი (BRAND) - სავაჭრო მარკა, რომელსაც გააჩნია ემოციურ-შეფასებითი შემადგენლობა; სავაჭრო მარკა, რომელმაც შეძლო დაშლილიყო ვირტუალობის იმ სტადიამდე, რომ ის განსაზღვრავს მომხმარებლის სტატუსსა თუ ცხოვრების სტილს, აღვიძებს მომხმარებელში ინდივიდუალურ საპასუხო გრძნობას, იწვევს მყარ ასოციაციებს განსაზღვრულ შეგრძნებასა და ხასიათთან მიმართებაში. ბრენდის დამახასიათებლობაა: ბრენდისადმი მიმდევრობა, მოსალოდნელი ხარისხი, ბრენდზე მყიდველის ცოდნის დონე. ანუ ბრენდი ეს არის სახელის, სიტყვის, სიმბოლოს ან დიზაინის ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ პროდუქტს და მას სხვა მსგავსი პროდუქტებისაგან განასხვავებს.

ბრენდინგი (BRANDING) - გარკვეულ სავაჭრო მარკაზე-ბრენდზე მყიდველის (მომხმარებლის) გრძელვადიანი უპირატესობის მოპოვების მეცნიერება და ხელოვნება.

ბეკგრაუნდერი (BACKGROUNDER) - მიმდინარე მოვლენითი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც რეგულარულად იგზავნება ორგანიზაციიდან გამავალ სიახლეთა უწყვეტი ნაკადის გასამყარებლად. ასევე მოკლე სიახლეთა პრეს რელიზის დამატებითი ინფორმაცია _ რაიმე მოვლენათა გარემომცველი სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც წინ უსწრებდნენ მათ და გახდნენ მოვლენების განვითარების მიზეზი, რაც დაეხმარება ჟურნალისტებს, დაწვრილებით და მცირე ძალისხმევის გამოყენებით მოამზადონ მასალა.

განხილვითი სტატიები (ROUND-UP ARTICLE) - სტატიები, რომლებიც ახდენენ ერთეულ კომპანიათა, მათსავე დარგში გამოცდილების ინტეგრირებას. მზადდება არა ყოველთვის ჟურნალისტების მიერ, თუნდაც რომ ისინი ამ კონკრეტულ თემაზე იყვნენ სპეციალიზირებულნი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელია პრობლემების ცოდნა. ამის გამო, ძირითადად ავტორებად გვევლინებიან ექსპერტები, ან კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც აანალიზებენ განსაზღვრულ დარგს, ექსპერტულად აფასებენ მათ დინამიკას და განვითარების პერსპექტივებს, ასახელებენ შესაბამის ფაქტებსა და ციფრებს. ფაბლისიტი მცირე და შედარებით სუსტ კომპანიებზე შეიძლება გაუმჯობესდეს განხილვით სტატიაში მასალების ჩართვის საფუძველზე, დიდი და ძლიერი კონკურენტების მასალათა გვერდით.

სტიმულირება (PROMOTION) - სპეციალური აქტიურობა ან ორგანიზებული მოვლენა, რომელიც გათვლილია საქონელის, პიროვნების, ორგანიზაციის ინტერესის ჩამოყალიბებასა და სტიმულირებაზე, ან მათი საქმიანობის წარმართვაზე. სტიმულირება კომპანიებისათვის ნიშნავს რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნიკის გამოყენებას საქონლის ან მომსახურების გასაყიდად და ორგანიზაციის რეპუტაციისათვის.

სტიმულირების კამპანია (PROMOTIONAL CAMPAIGN) ? ეს არის რეკლამის, პიარის და გაყიდვების სტიმულირების დაგეგმილი და მიზანმიმართული კომბინაცია.

იმიჯი (IMAGE) - პიროვნების ან ორგანიზაციის შეჯამებული პორტრეტი, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებებში და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას აცხადებს და უფრო მეტად, თუ რას აკეთებს პიროვნება ან ორგანიზაცია.

იმიჯი და რეპუტაია - იმიჯი რეპუტაციის შემადგენელი ნაწილია და განსაზღვრავს მის შინაგან მახასიათებელს, მის საზოგადოებრივ სახეს, მაშინ როდესაც რეპუტაცია განიმარტება უფრო ფართოდ და აღწერს ასევე მის შინაგან ქცევით მახასიათებელს, მის პოტენციურ შესაძლებლობებს ? რადგან მათ ღებულობს სხვადასხვა აუდიტორია. იმიჯს აქვს აქტუალური, დღევანდელი მნიშვნელობა, როდესაც რეპუტაციას ასევე გააჩნია რეტროსპექტული ხასიათი, ანუ გვაუწყებს კომპანიის წარსულსა და მის უწინდელ მდგომარეობაზე.

იმიჯმეიკინგი (IMAGE MAKING) - PR მიმართულება, რომლის მიზანია, შექმნას პიროვნებისა თუ ორგანიზაციის დადებითი იერ-სახე (იმიჯი).

ინვესტორებთან ურთიერთობა (INVESTOR RELATIONS) ? PR მიმართულება, რომლის ფუნქცია შემდეგში მდგომარეობს: სტრატეგიის შემუშავება, საჯარო, ინფორმაციული და ანალიტიკური ღონისძიებების ჩატარება. ამასთან საფინანსო ანგარიშების მომზადება და გავრცელება, რომლის მიზანიცაა, დაამყაროს ეფექტური კავშირები აქციონერებთან, ინვესტორებთან, საფინანსო ანალიტიკოსებთან, საინვესტიციო ბანკებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან და კრედიტორებთან. ეს არის Pღ პროცესი, რომელიც თან ახლავს პრივატიზაციას, ფირმების შერწყმა-გაერთიანებას, რესტრუქტურიზაციას, დამატებით ემისიას, საკუთრების სტრუქტურის შეცვლას, აქციონერების შეკრების გამართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებასა და კრედიტორების მოზიდვას.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC) - ერთიანი, მრავალარხიანი, სინქრონიზირებული კომუნიკაცია, რომელიც აერთიანებს სამ სხვადასხვა მიმართულებას საქონლის წინ წაწევაზე, კერძოდ: მარკეტინგს, რეკლამასა და PR-ს. ორიენტირებულია, რომ სასურველი ორმხრივი ურთიერთობა დაამყაროს სამიზნე აუდიტორიასთან. ამისათვის: ? შემოაქვს ერთიანი დაფინანსების წინადადება და უკუაგდებს მუდმივ კამათს ბიუჯეტის სხვადასხვა მიმართულებებზე. ? ახდენს კომპანიის მართვისა და პროდუქტის წინ წაწევის ერთიანი ცენტრის ორგანიზებას. ? აწარმოებს კამპანიის ერთიან დაგეგმარებას, რომელიც საზოგადოებისგან გამიჯნავს არასასურველ ცნობებს ამა თუ იმ პროდუქტზე. ? IMC - მიდგომა, სპეციალისთა შეფასებით, 2 ? 2,5 ჯერ უფრო იაფია ტრადიციულზე, რადგან შესაძლებელს ხდის ტელევიზიაში პირდაპირი რეკლამის განთავსების უარყოფას.

კეის-ისტორია (CASE STORY) - ტექსტის ტიპი PR-ში, ეგრეთ წოდებული ,,ისტორია ? შემთხვევა?. საინფორმაციო საბაბად აქ გვევლინება პოზიტიური ან ნეგატიური გამოცდილება პროდუქტის მოხმარებაზე ან კომპანიის მომსახურებაზე. მისი ფუნქციაა კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, რომელიც აქტუალურია სხვებისთვისაც. კეის-ისტორიებს სიამოვნებით ბეჭდავენ საქმიანი და სპეციალიზირებული გამოცემები, რადგან ამ მასალებს გააჩნიათ რაღაცით გამორჩეული საგანმანათლებლო ასპექტი, ხოლო გამომცემლობა კი - როგორღაც ეხმარება თავის მკითხველს, მსგავსი პრობლემებიდან და სიტუაციებიდან თავდასაღწევად.

კომპრომატი - უსაფუძვლო, სუბიექტის განმაქიქებელი ინფორმაცია.

კონტენტ ანალიზი - ბეჭდვითი მედიის კვლევის მეთოდი, რაც ამა თუ იმ კომპანიის მიერ ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალების შესაფასებლად გამოიყენება კონკურენტებთან მიმართებაში.

კორპორატიული გამოცემები - კორპორატიულ გაზეთებსა და ჟურნალებს აკისრიათ შემდეგი ფუნქცია: ფართო საზოგადოებამდე დაუმახინჯებლად მიიტანონ კომპანიის მოსაზრება და პოზიცია. აუწყონ საზოგადოებას კომპანიის მიღწევებსა და გეგმებზე. გარდა ამისა, კორპორატიული გამოცემები გვევლინებიან ეფექტურ ინსტრუმენტად კორპორატიული კულტურის ფორმირებისთვის.

ლეგენდა - 1. აღქმის ეფექტი, დაფუძნებული აუდიტორიის, პიროვნებისა თუ ორგანიზაციის მისიის, მიზნებისა და რეალური მუშაობის შეპირისპირებაზე. ლეგენდა ჩნდება მაშინ, როდესაც არსებობს სამივე ეს კომპონენტი, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული. 2. სპეციალურად მომზადებული, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციული მოდელი სუბიექტისა, რომელიც მიმართულია ამ სუბიექტის ცრუ იმიჯის(მითის) ფორმირებაზე, რაც მისი შემქმნელის ინტერესებს შეესაბამება.

მარკეტინგი (MARKETING) - მომხმარებელზე ორიენტირებული საქონლისა თუ მომსახურების შექმნის პროცესი, მიმზიდველი სამიზნე ბაზრის შერჩევა, ფასთა რეგულირების განსაზღვრა, კომუნიკაციათა ეფექტური პროგრამების დამუშავება და საქონლის სტიმულირება ბაზარზე. კომუნიკაციურ ტექნოლოგიებში PR-ის გააქტიურებულმა ინტეგრაციამ საბოლოოდ მარკეტინგულ საქმიანობაში გააჩინა ახალი მიდგომა, რომელსაც დაერქვა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. ის აერთიანებს საქონლის განვითარების სამ სხვადასხვა მიმართულებას: მარკეტინგს, რეკლამასა და PR-ს.

მარკეტინგული კომუნიკაციები ? რეკლამის, პერსონალური გაყიდვის, გაყიდვის ხელშეწყობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციფიკური კომპლექსი, რომელსაც კომპანია იყენებს სარეკლამო და მარკეტინგული მიზნების განსახორციელებლად.

მარკეტინგული PR - პროგრამათა დაგეგმარების, შესრულებისა და შეფასების პროცესი, რომელიც ხელს უწყობს საქონლის რეალიზაციის ზრდას და მომხმარებლის დაკმაყოფილებას სანდო ინფორმაციის გავრცელებისა და კომპანიის დადებითი იმიჯის შექმნის საფუძველზე, ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას მომხმარებლის ინტერესებთან, სურვილებთან და მოთხოვნებთან.

?მასმედიასთან ურთიერთობები (MEDIA RELATIONS) - ურთიერთობის აგება და განვითარება მასმედიასთან: კავშირების უზრუნველყოფა მასმედიასთან, განსხვავებული პუბლიკაციის წარმოება და განთავსება მასმედიაში, პრესის მხარდაჭერა სხვადასხვა აქციებსა და კამპანიებში, პრეს-ტურების ორგანიზება, ინფორმაციების შექმნა მასმედიის მოზიდვის მიზნით.

მენტალიტეტი ? შეფასებები, შეხედულებები და თავისებურებები, რომლებსაც აღიქვამს ხალხი განსაზღვრულ სოციალ - პოლიტიკური, სახვადასხვა საზოგადოებრივი და ჰუმანისტური ფასეულობების მქონე ჯგუფებიდან. მენტალიტეტი გვევლინება მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ უფრო ეფექტური და ადეკვატური სარეკლამო-საიმიჯო მეთოდების შერჩევისას.

მისია - ფუნქციის მოკლედ გამოხატვა, რომელსაც ორგანიზაცია ან რომელიმე კონკრეტული პროექტი ახორციელებს საზოგადოებაში იმის დასადასტურებლად, თუ რისთვის არსებობს ესა თუ ის პიროვნება და ორგანიზაცია საზოგადოებაში, ან რისთვის მოღვაწეობენ საერთოდ ისინი. როგორც წესი, მისია წარმოშობს სოციალურ ვალდებულებებსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, აყალიბებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და გარემოებებთან ურთიერთობის პრინციპებს.

მითი - იმიჯი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილესა და რეალობას; მისი ფორმირება ხდება საზოგადოებაში კონკრეტულ სუბიექტზე ან ობიექტზე არსებული ინფორმაციის დეფიციტის პირობებში (გამიზნულად და თვითნებურად).

მომხმარებელთან ურთიერთობები (CONSUMER RELATIONS) - მომხმარებელთან შეთანხმებული, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება, საჩივრებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების მოხდენა, მომხმარებელთა პრობლემებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვაჭრობისა და მარკეტინგის მხარდაჭერა.

ნიუსმეიკერი - ხალხი, რომელთა მოღვაწეობა ითვალისწინებს განსაზღვრულ თუ განუსაზღვრელ საჯაროობას და იწვევს მასმედიის მტკიცე ინტერესს. როგორც წესი, ჟურნალისტებს აინტერესებთ ნიუსმეიკერის მიმდინარე მოღვაწეობა, პრეს-მოვლენები, მისი სტატუსის შეცვლა, გარემო ცვალებადობა, მისი პირადი ცხოვრება. ერთმანეთისაგან ანსხვავებენ ნიუსმეიკერებს, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევით მიაღწიეს თავიანთ მდგომარეობას, თანამდებობასა და სტატუსს. ესენი არიან: ჩინოვნიკები, ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. ასევე განასხვავებენ ქარიზმატულებს, რომლებიც გახდნენ ასეთები თავიანთი მონაცემების წყალობით. კერძოდ, იგულისხმებიან არტისტები, შოუ-ვარსკვლავები, ტელეწამყვანები და ბელადები.

პაბლისიტური კაპიტალი - კომპანიის კაპიტალის მატება მისი პოზიტიური იმიჯის კონსტრუირებიდან გამომდინარე და შიდა წრეებში კომუნიკაციური არხის სხვადასხვა სისტემის ტრანსლაციის გამოყენებით.

პიკის საათი (PRIME TIME) ? დრო, როდესაც ტელევიზორს უყურებს მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა.

პრეს-კიტი (MEDIA-KIT) - მასალების შეგროვება ფირმის, (პროექტის) საქონლის შესახებ, რათა სრული ინფორმაცია მიეწოდოს ჟურნალისტებს. აგრეთვე პრესის მიერ დასმულ მოსალოდნელ კითხვებზე პასუხების შეგროვება. პრეს-კიტის შემადგენლობაში ჩვეულებრივ შედის ისტორიული და ინფორმაციული ცნობები, პრეს-რელიზი, აგრეთვე ფოტოსურათები და ვიდეომასალები.

პრეს კლიპინგი - მასმედიაში დაბეჭდილი და გადაცემული მასალების კონტროლი და ანალიზი.

პრესკონფერენცია - ჟურნალისტების ორგანიზებული შეხვედრა სახელმწიფო დაწესებულებების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების, კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებთან. პრესკონფერენციის მიზანია მასმედიას მიაწოდოს პრობლემატური და ახსნა-განმარტებითი ინფორმაცია. ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ, ინფორმაცია მიიღონ უშუალოდ პირველი პირიდან, გადაამოწმონ ცნობები და დააზუსტონ ვერსიები პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვების მეშვეობით.

პრეს-შუამავლობა (PRESS AGENTRY) - მასალების მომზადება ან სპეციალური ღონისძიების ორგანიზება მასმედიისა და საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. პრეს-შუამავლობა ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც შესაძლოა სიახლედ იქცეს; ეს ფაქტი კი განაპირობებს, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს ამა თუ იმ ორგანიზაციას, ადამიანს, საქონელს ან იდეას.

პრესრელიზი - შეტყობინება, რომელიც მომზადებულია ჟურნალისტებისა და მასმედიის საშუალებების რედაქტორებისათვის, კონკრეტული ღონისძიების ან სხვა საინფორმაციო მიზეზისა და ფაქტის შესახებ. მისი მთავარი ამოცანაა, აცნობოს სიახლე ისეთი სახით, რომ დააინტერესოს ჟურნალისტები და სურვილი გაუჩინოს მათ, მოითხოვონ კომენტარი ან დამატებითი ინფორმაცია. პრეს-რელიზის სტრუქტურა წარმოადგენს ,,ამობრუნებულ პირამიდას??: თავდაპირველად მოკლე შინაარსი სიახლის ან მოვლენის შესახებ, შემდეგ - ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წვრილმანები (რა, სად, როდის), საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი ციტატები და განმარტებები. პრეს-რელიზი მთავრდება პრაქტიკული ინფორმაციით -სად და როგორ მიმდინარეობდა (მიმდინარეობს მოვლენა, აკრედიტაციის პირობები) დამატებითი ინფორმაციის მიღება, აგრეთვე სახელები, თანამდებობები, ტელეფონები და სხვა საკონტაქტო მონაცემები იმ ადამიანებისა, როლებთანაც ჟურნალისტს საშუალება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორაცია.

პრეს-ტური - ჟურნალისტებისათვის ორგანიზებული ექსკურსია, რომლის მიზანია, მიაპყროს ყურადღება რეგიონს, პროექტს, ქარხანა-წარმოებასა თუ დაწესებულებას. ხშირად ემსახურება დამოუკიდებელი საინფორმაციო საბაბის შექმნასაც.

რეკლამა - რეკლამის სტრატეგიული ამოცანა ემთხვევა საქონელზე მოთხოვნის მოტივირებასა და სურვილის შექმნას. ეს არის მომსახურების, ნაწარმის ან იდეის შესახებ ფასიანი ინფორმაციის არაპერსონალური გზით მიწოდება მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით. რეკლამა ავსებს PRის მთლიან პროგრამას, რომელთა მოწოდება ნდობის ჩამოყალიბებაა, რის ნიადაგზეც შეიძლება წარმოიქმნას დადებითი ურთიერთობები.

რეპუტაცია - არსებული აზრი ამა თუ იმ კომპანიისა და პიროვნების შესახებ, მათ საქმიანობაში ჩახედვა და შეფასება, კომპანიისა და პიროვნების წარდგენა სხვადასხვა აუდიტორიის აღქმაში, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებრივ აზრს. რეპუტაცია არის ინტეგრალური სახე, რომელიც ჩამოყალიბდება საზოგადოების ცნობიერებაში და განსაზღვრავს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ურთიერთობას ამა თუ იმ კომპანიასთან და პიროვნებასთან მათი მომავალი საქმიანობისა და პერსპექტივის გათვალისწინებით.

საზოგადოებრივი ურთიერთობები (PUBLIC RELATIONS) - PR-ი ეს არის კომუნიკაციური ტექნოლოგიის სისტემა, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ საშუალებებს, ტექნიკას და მეთოდიკას. ის დაფუძნებულია ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, რეკლამის, პოლიტოლოგიისა და სხვა მრავალი მეცნიერების ბაზაზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ პიარის არსებულ ტექნოლოგიებს ამომწურავად ვერ ფლობენ ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროში მოღვაწე სპეციალისტები: ფსიქოლოგები, სოციოლოგები, კულტუროლოგები, ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, რომ არაფერი ვთქვათ ვიწრო სპეციალობების წარმომადგენლებზე. PR-ის მთავარი იდენტიფიკაციური გამოხატულება არის ინფორმაციის შექმნა და მისი უფასო გავრცელება. უფრო მოკლედ: PR-ი არის მმართველობის ფუნქცია, რომელიც ხელს უწყობს, დამყარდეს ურთიერთსასარგებლო ჰარმონიული კავშირი, ურთიერთგაგება და კეთილმოსურნეობა საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის, რაზეც არის დამოკიდებული კომპანიის წარმატება და წარუმეტებლობა. PR-ის საქმიანობის მეთოდურ-ტექნოლოგიურ მიდგომას გვთავაზობს ა.ნ. ჩუმიკოვი: ?PR-ი არის საინფორმაციო-ანალიტიკური და პროცედურულ-ტექნოლოგიური მოქმედების სისტემა, რომელიც მიმართულია ჰარმონიულ ურთიერთიერთობაზე რომელიმე პროექტის შიგნით, ასევე პროექტში დასაქმებულ ადამიანებს შორის, მოცემული პროექტის წარმატებული რეალიზაციის მიზნით.?? ამრიგად, PR-ის მიზანია - შექმნას გარე და შიდა სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემო, ორგანიზაციის წარმატების სასიკეთოდ. PR-ის ამოცანებია:

?? ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის შეფასება

?? ორგანიზაციისა და საზოგადოების ინტერესების შეთავსება-შეთანხმების გამოვლენა

? საზოგადოების სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება ორგანიზაციის საქმიანობასთან. დღესდღეობით PR განიხილება, როგორც კომუნიკაციური მენეჯმენტი, კომპანიის მენეჯმენტში ინტეგრირებული, რომელიც მიმართულია ბიზნესის ოპტიმიზაციაზე და წარმოადგენს ბაზარზე კომპანიის არსებობის სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს.

სახელობითი სტატია (BY-LINER) - მასალა, რომელსაც წერს გამოჩენილი ადამიანი ამა თუ იმ გამოცემისათვის. ცნობილი ადამიანის ავტორობა საგრძნობლად ამაღლებს პულიკაციის პრესტიჟს და მკითხველის ნდობას მისადმი, თუმცა სახელობით სტატიებს, როგორც წესი, ხელს აწერენ მხოლოდ ?ვარსკვლავები??, ხოლო მასალის შექმნასა და რედაქტირებაზე PR განყოფილება ზრუნავს.

საზოგადოებრივი საქმე (PUBLIC AFFAIRS) - PR-ის მიმართულება, რომელიც აყალიბებს და მხარს უჭერს კეთილსასურველ ურთიერთობებს სახელმწიფო დაწესებულებებს, მმართველობით ორგანოებსა და საზოგადოებას შორის. ეს მოღვაწეობა ძირითადად უკავშირდება საინფორმაციო მუშაობას და ოფიციალურ ურთიერთობას მოქალაქეებთან ან მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებთან.

სპეციალური ღონისძიებები / მოვლენები (SPETIAL EVENTS) - როდესაც ორგანიზაციის ყოველდღიური ცხოვრება არ ქმნის საკმარისი რაოდენობის ახალ ინფორმაციას, მის ინიცირებას ახდენენ სპეციალური ღონისძიებების (მოვლენების) ორგანიზების გზით. მოკლედ, ეს ღონისძიებები (მოვლენები) იგეგმება, გვარდება და ინიცირდება. ისინი ხორციელდება იმისათვის, რომ ორგანიზაციაზე მეტი გაიგონ, ამიტომ ღონისძიების (მოვლენის) დაგეგმვისას ყურადღება მახვილდება ისეთ ნიუანსზე, რაც მას სიახლის დატვირთვას აძლევს. კითხვა - ,,ნამდვილია თუ არა მოვლენა??,? - არ არის მნიშვნელოვანი შედარებით ამ კითხვასთან - ,,იმსახურებს თუ არა ის იყოს სიახლე???. სპეციალურ ღონისძიებებს (მოვლენებს) შეიძლება მივაკუთვნოთ: პრეზენტაცია, გახსნის ცერემონია, საძირკვლის ჩაყრა, ფესტივალი, გამოფენა, სავაჭრო შოუ, შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, წლისთავები, იუბილეები, ღია კარის დღეები, საწარმოებში ექსკურსიები და ა.შ.

სპიჩრაიტერი - ინკოგნიტო მწერალი, რომლის ნააზრევი და იდეები გამოიყენება დამკვეთის მიერ საჯარო გამოსვლებისათვის.

სპონსორინგი (SPONSORSHIP) - მოვლენების (ღონისძიებების) შერჩევა ან ორგანიზება, მათზე თავდებობა ან მზრუნველობა, აგრეთვე მხარდაჭერა მის განსახორციელებლად სპონსორის ინტერესების გათვალისწინებით.

ფაბლისიტი (PUBLICITY) - ფაბლისიტი (როგორც მოვლენა) ? სუბიექტის დადებითი ცნობადობა საზოგადოებაში. ფაბლისიტი (როგორც საქმიანობა) ? სუბიექტის დადებითი ცნობადობის მიღწევა საზოგადოებაში. ფაბლისიტი (როგორც ტექნოლოგია) ?სუბიექტის დადებითი ცნობადობის მოპოვების ტექნლოგია საზოგადოებაში. პიროვნებაზე, პროდუქტზე ან მომსახურებაზე ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ტელევიზიით ან სხვადასხვა ბეჭვდითი საშუალებებით.

ფიჩერი (FEATURE STORY) - PR-ში ტექსტის ტიპი ისტორიის სახით, რომელიც დაწერილია საკმაოდ არაფორმალური, მსუბუქი ინფორმაციული სტილით, ნელ-ნელა იხსნება სქემის მიხედვით: აღწერა-განმარტება-შეფასება. მთავარი ამოცანაა ? ფიჩერის განთავსება მასმედიაში მკითხველისათვის საკმაოდ მისაღები ფორმით. კარგად მომზადებულმა, საინტერესო ისტორიამ ყოველთვის შეიძლება დაამშვენოს გაზეთი ან ჟურნალი და მიიპყროს მკითხველის ინტერესი.

ფანდრაიზინგი (FUND-RAISING) - სპონსორული სახსრების ძიება ან შეგროვება იმისათვის, რომ განხორციელდეს სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტები (პროგრამები, აქციები) და მხარი დაუჭიროს სოციალურად მნიშვნელოვან ინსტიტუტებს. ფანდრაიზინგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ბიზნესი და როგორც საქველმოქმედო და სპონსორული საქმიანობა. ღია წყაროები - ლეგალურად მიღებული ინფორმაციის წყაროები, საიდანაც ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ კანონის საფუძველზეა შესაძლებელი.

ღია წყაროების დაზვერვა (OPEN SOURCE INTELLIGENCE) - ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპლექსი, რაც ღია წყარობზე ინფორმაციის სისტემატიურ მოძიებასთან (მოპოვებასთან) და მის სხვადასხვა ფორმით მოწოდებასთან არის დაკავშირებული.

შავი PR - იმთავითვე უნდა ითქვას, რომ PR-ის ასეთ განმარტებას მსოფლიო თეორია და პრაქტიკა არ იცნობს, მისი დამკვიდრება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ,,დერჟავული? პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია; ეგრეთ წოდებული შავი PR, ეს არის PR-ის მეთოდები და ტექნოლოგიები, კანონის საწინააღმდეგოდ გაკეთებული, რომელიც არ ესადაგება საზოგადოების ეთიკურ და მორალურ ნორმებს (ჯერჯერობით ყველა ინდივიდუალურად წყვეტს ამ საკითხს). მიმართულია იმისკენ, რომ ჩირქი მოსცხოს კონკურენტს, შეულახოს რეპუტაცია, ასევე ახდენს ჟურნალისტების მოსყიდვასა და ინფორმაციის განთავსებას პრესაში ქირის საფუზველზე, იმის მითითების გარეშე, რომ ის განეკუთვნება რეკლამას: კერძოდ, საუბარია კომპრომატებზე, რომელიც მცდარი ან უკანონო ინფორმაციის მეთოდებით ვრცელდება. მაგრამ ,,შავი PR??, ეს უკვე აღარ არის PR ჩვეულებრივი განმარტებით, რადგანც PR არის ტექნიკისა და მოქმედების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სუბიექტისა და ინსტიტუტის ურთიერთობების ჰარმონიაზე, თავისი შინაგანი ურთიერთგაგებით. ნათელია, რომ ,,შავ PR-ში?? არანაირ ჰარმონიაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. შეიძლება ითქვას, რომ არსებობს არა ,,შავი PR?? , არამედ ,,შავი?? და ?ბინძური? ტექნოლოგიები _ არჩევითი, ინფორმაციული და სხვა, რომლებსაც უვიცობით ან მიზანდასახულად მიაწერენ PR-ს.

შიდა ორგანიზაციული (თანამშრომლებს შორის) კავშირები (EMPLOYEE RELATIONS) - ეს PR მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის თანამშრომლების შეხედულებისა და ქცევების მართვას ხელმძღვანელთან, კომპანიასთან და ასევე კონკურენტებთან მიმართებაში იმისათვის, რომ შექმნას მყარი ფასეულობები, რაზეც თანამშრომლები იქნებიან ორიენტირებული საკუთარი ქცევის ფორმირებისას და საკუთარი თავის კომპანიაში პოზიციონირებისას; ანუ შექმნას კოლექტივში კულტურული თვითრეგულირების ეფექტი; სამიზნე აუდიტორიას აქ წარმოადგენენ: ხელმძღვანელები, სპეციალისტები, მუშები, სავაჭრო ქსელის გამყიდველები, ფილიალთა წარმომადგენლები, პროფკავშირები, ვეტერანები, თნამშრომელთა ოჯახები. ყველაზე მეტად გავრცელებული მუშაობის მეთოდები - კორპორატიული გამოცემის გამოშვება და კორპორატიული წვეულებების ჩატარება. შედარებითი პუბლიკაცია - მასალა, სადაც საუბარია ბაზრის რამდენიმე მონაწილეზე.

შეკითხვა-პასუხი (Q&A) - ეს ერთგვარი ტექსტის ტიპია PR-ში. მისი გამოყენება ქმნის ინტერაქტიულობის ილუზიას: შეკითხვა - პასუხი. თუმცა კითხვებს უმეტესად იგონებენ ის ადამიანები, რომლებიც მათ პასუხობენ და ტექსტის ეს ტიპი უნდა განვიხილოთ, როგორც მანიპულირების ინსტრუმენტი, მაგამ ის მაინც ზრდის საზოგადოების ნდობას მასში შემავალ ინფორმაციაზე.

შეკვეთილი პუბლიკაციები - მისი რუსული სინონიმებია: ,,ЗАКАЗУХА??, ,,ДЖИНСА??, ,,КОСУХА??. სარედაქციო სტატიის ფორმით დაბეჭდილი დაფინანსებული მასალა, რედაქციის შეხედულება, საზოგადოებრივი აზრი. მათი არსებობა შესაძლებელია საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი კულტურული დონის პირობებში _ სანამ ,,ДЖИНСА??-ს კითხულობენ და სჯერათ მისი, მანამდე კლიენტი იხდის ფულს მსგავსი პუბლიკაციისთვის, PR სპეციალისტები ამგვარ შეკვეთილ მასალებს ბიძგს აძლევენ მასმედიაში განსათავსებლად, ხოლო ჟურნალისტები კი შეურევენ ხოლმე სხვა მასალებს, რითაც ხდება შეკვეთილი პუბლიკაციების ერთგვარი ,,გაპარება?? ინფორმაციულ სივრცეში.



send by e-mail print



ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.