მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ


PRGUIDE.GE, პირველი და ერთადერთი ქართულენოვანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტ პორტალია, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა 2003 წელს, ჯერ როგორც საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემა, ხოლო მოგვიანებით, 2005 წელს, მისი შინაარსი, სტრუქტურა და დიზაინი შეიცვალა დღევანდელი სახით.

საქართველოში პიარის, როგორც ახალი საკომუნიკაციო დისწიპლინის და პრაქტიკის შესახებ თითქმის არარსებული, უმეტეს შემთხვევაში კი დამახინჯებული და მცდარი ინფორმაცია, გახდა ამ არაკომერციული პროექტის შექმნის წინაპირობა, რომლის მთავარი ამოცანა იყო საზოგადოებისათვის მიეწოდებინა თეორიულ-პრაქტიკული შინაარსის მქონე ინფორმაცია ამ პროფესიის შესახებ.

2003 წლიდან 2005 წლამდე, ამ ინტერნეტ რესურსმა დიდი პოპულარობა და ავტორიტეტი მოიპოვა, როგორც პიარ პროფესიულ წრეებში, სტუდენტებში და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ყველა იმ ადამიანში, რომელიც დაინტერესებული იყო ამ დარგში ცოდნის გარღმავებით.

დროთა განმავლობაში, პიარ პროფესიული ბაზრის ზრდასთან ერთად და ამ ბაზრის ახალი გამოწვევების და მოთხოვნების გათვალისწინებით იწყება თვისობრივად ახალი ინტერნეტ რესურსის შექმნა - ძველის რეორგანიზაცია და 2005 წელს ჩნდება შინაარსობრივად და სტრუქტურულად ახალი პორტალი - PRGUIDE.GE დღევანდელი სახით.

PRGUIDE.GE, უნიკალური შესაძლებლობაა, როგორც პიარ საკონსულტაციო კომპანიებისთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამთავრობო, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სტრუქტურებისთვის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული პიროვნებებისთვის, რომლებსაც სურთ გაავრცელონ საკუთარი ორგანიზაციების და კომპანიების მიერ განხორციელებული პიარ კამპანიებისა და პიარ სიახლეების შესახებ ინფორმაცია პროფესიულ აუდიტორიაში და მედიაში. დღესდღეობით, უამრავი ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პიარ კამპანიებს, სპეციალურ ღონისძიებებს და საქველმოქმედო აქციებს, თუმცა ასეთი პიარ სიახლეების გავრცელების ერთიანი სივრცე დღემდე არ არსებობდა. სწორედ, ამ ინტერნეტ პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია თავი მოუყაროს ასეთ პიარ სიახლეებს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და ხელი შეუწყოს მის სისტემატიურ გავრცელებას პროფესიულ წრეებში და ქართულ მედიაში. გარდა ამისა, პორტალზე რეგულარულად მოხდება საერთაშორისო პიარ ბაზარზე მნიშვნელოვანი პიარ სიახლეების გაშუქება, რაც ხელს შეუწყობს ქართველ პიარ პრაქტიკოსებს იყვნენ მუდმივად ინფორმირებულნი საერთაშორისო ბაზარზე მომხდარი მნიშვნელოვანი პიარ სიახლეების და სასწავლო და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.

PRGUIDE.GE ისეა მოწყობილი სტრუქტურულად და შინაარსობრივად, რომ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა გააკეთოს უფასო განცხადება, გაეცნოს პიარ პროფესიული ქცევის კოდექსებს ქართულ ენაზე, გამოიყენოს და იხელმძღვანელოს ქართულენოვანი პიარ ტერმინოლოგიით, დაათვალიეროს ამ დარგში ყველაზე საინტერესო ინტერნეტ რესურსების მონაცემთა ბაზა, უფასოდ ჩამოტვირთოს რამოდენიმე ქართულენოვანი გამოცემა და წიგნი, გაიგოს ამ პროფესიაში დღესდღეობით ყველაზე საინტერესო და საკითხავად რეკომენდირებული წიგნების შესახებ, ცოდნის გარღმავების მიზნით გამოიყენოს ქართულენოვანი თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო მასალები, გამოაქვენოს საკუთარი და გაეცნოს სხვების მიერ გამოქვეყნებულ თეორიულ-პრაქტიკულ სტატიებს, კვლევებს, ინტერვიუებს წამყვან პიარ პრაქტიკოსებთან და მენეჯერებთან, გამოიყენოს საქართველოში მოქმედი პიარ სააგენტოების, სარეკლამო კომპანიების და მარკეტინგული კვლევების ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა, გაიგოს არსებული ვაკანსიების, სტაჟირებების, მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსების და საუნივერსიტეტო სწავლების შესაძლებლობების შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ პორტალის შესაძლებლობების ჩამონათვალი შეიძლება ძალიან გაგრძელდეს და საკითხავდაც დამღლელი იყოს. სჯობს, ამ რესურსის შესაძლებლობები თითოეულმა თქვენთაგანმა აღმოაჩინოთ ამ პორტალის დათვალიერების და ყოველდღიური გამოყენების დროს.

2009 წლიდან, ინტერნეტ რესურსის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით, ის ხდება შპს "ფაბლისითი ჯგუფის" შემადგენელი ნაწილი, რომელიც კვლავ ინარჩუნებს იმ სტრატეგიულ ხაზს, რომლისთვისაც ის თავდაპირველად შეიქმნა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ რესურსის ეფექტური მუშაობა ხელს შეუწყობს პიარის, როგორც პროფესიის და პრაქტიკის სწრაფ განვითარებას და პოპულარიზებას საქართველოში. ასევე ამ დარგში მომუშავე პრაქტიკოსების და პიარ მენეჯერების ცნობადობის ზრდას და პროფესიული კავშირების გარღმავებას.

PRGUIDE.GE რედაქცია

პროექტის ავტორი და რედაქტორი: ბერდია ნაცვლიშვილი, ელ.ფოსტა: berdia@prguide.ge

სარედაქციო ჯგუფი:
ბერდია ნაცვლიშვილი; თაკო ჯიბუტი; ელდარ პირმისაშვილი.

ყურადღება!

PRGUIDE.GE - ზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს პორტალის რედაქციის ინტელექტუალურ საკუთრებას. ამ პორტალზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება ნებადართულია მხოლოდ ამ პორტალის, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში.
(მაგალითი: PRGUIDE.GE 2003-2005 )


send by e-mail print



ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.