მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


რეკომენდირებული წიგნები




ფაბლიქ რილეიშნზ: თეორია და პრაქტიკა, მერვე გამოცემა
ავტორები: სკოტ კატლიპი, ალენ სენტერი და გლენ ბრუმი

ეს წიგნი, არის ერთგვარი შემაჯამებელი ნაშრომი, რომელიც აღწერს ფაბლიქ რილეიშენზ-ის როგორც პროფესიად ჩამოყალიბების ნახევარსაუკუნოვან გზას. წიგნი განკუთვნილია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინ დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებით. მრავალი წლის მანძილზე, ეს წიგნი ითვლებოდა ფაბლიქ რილეიშენზ-ის ბიბლიად, თუმცა ბევრი ამ წიგნს უბრალოდ ეძახის მისი ავტორების სახელს ? კატლიპი და სენტერი. ამ ორმა ავტორმა, უდავოდ დიდი როლი შეასრულა პიარის პროფესიონალიზაციაში. მათი ეს რევოლუციური წიგნი გახდა წინაპირობა პიარი გამხდარიყო აკადემიური სწავლების საგანი და დისწიპლინა.


ყველაფერი პიარზე: ფაბლიქ რილეიშნზის თეორია და პრაქტიკა, მეშვიდე გამოცემა ავტორები: დაგ ნიუსომი, ჯუდი ტიორკი და დინ კრუკებერგი

ეს არის კლასიკური სახელმძღვანელო, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო PR პრაქტიკის დიდ გამოცდილებას. ბოლო ოცი წლის მანძილზე ამ წიგნის შვიდჯერ გამოცემა მოხერხდა, რომელიც მუდმივად ახლდებოდა და ემატებოდა თანამედროვე გამოცდილება და მეთოდები. წიგნი პასუხს ცემს რიგ პრაქტიკულ და თეორიულ კითხვებს და განკუთვნილია ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. წიგნში სისტემურად და საფუძვლიანად არის თავმოყრილი თეორიული ბაზა და ფართო ისტორიული და პრაქტიკული მასალები. აქ სტუდენტები, ლექტორები და სპეციალისტ-პრაქტიკოსები აღმოაჩენენ მათთვის უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხებს და გაიგებენ უამრავი, ახალი სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ. ამ წიგნის ავტორებმა, რომლებსაც ამ დარგში მუშაობის მრავალწლოვანი ისტორია აქვთ შეეცადეს თავი მოეყარათ, არამარტო ამერიკული გამოცდილებისათვის, არამედ, ამ წიგნში მრავლად არის ევროპული და რუსული მაგალითები და გამოცდილებაც.


ფაბლიქ რილეიშნზი ? რა არის ეს?
ავტორები: სემ ბლეკი

წიგნი ეთმობა საქმიანი ურთიერთობების წესებს და პროფესიული ქცევის ეთიკას, იმას, თუ როგორ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და ბიზნეს სექტორთან, როგორ შევიმუშავოთ საფირმო სტილი და გამოვიყენოთ მაღალპოლიგრაფიული მასალა, როგორ მოვაწყოთ გამოფენა ან აქცია და როგორ ვმართოთ სარეკლამო კამპანია. ეს და უამრავი სხვა თემები, განხილულია საკმაოდ დეტალურად, მრავალი მაგალითების გამოყენებით. ეს წიგნი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გამოჩნდა პირველად დამ ას ბაზარზე ამ სფეროში თითქმის არ ჰყავდა კონკურენტი.


ფაბლიქ რილეიშნზი პროფესიონალებისთვის
ავტორები: გ. პოჩეპცოვი

ამ ნაშრომში ახსნილია, თუ რა არის ფაბლიქ რილეიშნზ, განსაზღვრულია მისი საქმიანობის სფეროები, გაანალიზებულია ძირითადი მიდგომები, საერთო და კონკრეტული სტრატეგიები და ინსტრუმენტები. გარდა ამისა საუბარია საკომუნიკაციო სივრცეზე, მიმოხილულია საკომუნიკაციო ციკლი, კონკრეტულად: კომუნიკაციის თეორია, მოლაპარაკებების თეორია, კონფლიქტები მართვა და სხვა.


ფაბლიქ რილეიშნზის საფუძვლები
ავტორები: ვ. კოროლკო

ამ წიგნში განხილულია კითხვების ფართო სპექტრი, რომელიც დაკავშირებულია ფაბლიქ რილეიშნზ-თან. დაწყებული პიარის ისტორიის განვითარებისთ, ავტორი გადადის პიარ საქმიანობის სპეციფიკასა და მექანიზმებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: აღმასრულებელი ხელისუფლება, ბიზნესი და საზოგადოებრივ ? პოლიტიკური ურთიერთობები. განხილულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მექანიზმები, კრიზისული სიტუაციების მართვა, ორგანიზაციის იმიჯის შექმნა და მართვა, ლობირება, ეთიკა პიარში და სხვა. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს პრაქტიკოსებსა და სტუდენტებს.


send by e-mail print



ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.