მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
22.05.2006 - 16:32:31 სტუდენტური PR პროექტი: ?დეპრესიას არ აქვს ფერი?

ოთხშაბათს, 2006 წლის 24 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველი კორპუსის 103 აუდიტორიაში (მესამე სართული), გაიმართება ღონისძიება სტუდენტური PR პროექტის ფარგლებში სახელწოდებით ?დეპრესიას არ აქვს ფერი.? ღონისძიება? დაიწყება 14:30 და გაგრძელდება 1 სთ და 30 წთ?ს. ღონისძიების თემაა დეპრესია და მასთან ბრძოლა. პროექტის მიზნებია: დეპრესიის, მისი დამახასიათებელი სიმპტომების განსაზღვრა; იმის დადგენა თუ როგორ შეიძლება დეპრესიის თავიდან აცილება, ან დეპრესიული ადამიანის შველა; სტუდენტების აზრის დაფიქსირება, მსჯელობა თემასთან დაკავშირებით. პროექტის ავტორია თსუ-ს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის პირველი კურსის სტუდენტი- ქეთი მეფარიძე, ხოლო მას ორგანიზებაში ეხმარებიან: საციალურ-ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ?ნდობა? და სტუდენტური მოძრაობა ?პირველები?.

მოამზადეს: ნინო გოჯიაშვილმა, ნინი ქერქაძემ, თამუნა ვაქიაშვილმა.


18.05.2006 - 20:48:15 2006 წლის ივნისიდან უკრაინაში დაიწყება ქართული ღვინოების პოპულარიზაციის კამპანია

უკრაინის ღვინის ბაზარი მარკეტინგული ომის მოლოდინშია. ამ ქვეყანაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს ირაკლი ოქრუაშვილი შეხვდა სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოს და განიხილა ქართული ღვინის პრომოუშენის საკითხები. ამ დროისათვის უკრაინაში პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ კომპანიები ?სენაკური?, ?თელავის ღვინის მარანი?, GWS,? ?თელიანი ველი?, ?თბილღვინო? და სხვები. უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით ქართული ღვინის პრომოუშენზე გამოცხადებული ტენდერის ფინალში გავიდნენ?? Ogilvy & Mather? და? Adam Smith Advertising. გამარჯვებული სააგენტო დასახელდება მომავალ კვირას. ივნისისათვის დაგეგმილი აქტიური კამპანია გულისხმობს ღვინის ფესტივალების ორგანიზებას, რეკლამის განთავსებას ტელევიზიაში, პრესაში, ასევე გარერეკლამას. ექსპერტების შეფასებით განსახორციელებელი ღონისძიებების ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიონ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას აპირებენ უკრაინელი მეღვინეები. მიმდინარეობს მუშაობა სპეციალური ვებ-გვერდისა და ჟურნალის შექმნაზე. უკრაინის მრავალმილიონიან ქალაქებში ჩატარდება ფესტივალები.

ინფორმაციის წყარო: ?Коммерсантъ Украина?, ავტორები: ალიონა გოლუბიოვა, ანტონ ონუფრიენკო
მოამზადა: გიორგი სელიმაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE


18.05.2006 - 20:46:26 რუსეთის კინო ?ბორჯომს? ემშვიდობება

რუსეთში ?ბორჯომის? აკრძალვა კინოსაც ?შეეხო?. რუსეთის წამყვან ტელეარხზე დაყრდნობით სააგენტო ?ახალმა რეგიონმა? გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საბჭოთა ფილმებიდან ამოჭრილ იქნება ?ბორჯომის? დეგუსტაციის ამსახველი ეპიზოდები. საქმე ეხება ყველასათვის საყვარელ ფილმ ?მიმინოს? და კიკაბიძის ცნობილ ფრაზას: "А Боржом?.. Сначала думай, потом гово и! ?ბორჯომის? ბედი, შესაძლოა, გაიზიაროს ქართულმა და მოლდავურმა ღვინოებმა. მსგავსი ეპიზოდების შემცველი ფილმების რაოდენობა რამოდენიმე ათეულს აჭარბებს.

ინფორმაციის წყარო: www.advertology.ru
მოამზადა: გიორგი სელიმაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE


18.05.2006 - 20:45:19 კოკა?კოლა ყიდულობს გერმანულ ბრენდს Apollinaris-ს

სააგენტო France Press -ის ინფორმაციით კოკა?კოლა-მ გამოხატა გერმანული მინერალური წყლის Apollinaris -ის შეძენის სურვილი. გარიგების ფინანსური მხარე ჯერ ცნობილი არ არის. Apollinaris -ის მართვა გადაეცემა კოკა?კოლას შვილობილ კომპანიას. 150 წლის წინ დაარსებული Apollinaris -ი შედის კომპანია Orangina -ს ჯგუფში, რომელშიც გაერთიანებულია ცნობილი ბრენდები Schweppes, Orangina, Dr Pepper, Rose's. ყოველწლიურად იწარმოება 195 მილიონი ლიტრი Apollinaris -ი, რაც კოკა?კოლა დეუჩლანდის საერთო გაყიდვების 6%-ს შეადგენს.

ინფორმაციის წყარო: www.advertology.ru
მოამზადა: გიორგი სელიმაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE


18.05.2006 - 20:30:11 სტუდენტური PR პროექტი: ?შენ შეგიძლია დაეხმარო...?
2006 წლის 21 მაისს, კვირას, 11 სთ - დან 19 სთ - მდე, ერეკლე მეორის ქუჩაზე გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა სახელწოდებით ?შენ შეგიძლია დაეხმარო...?. შემოსული თანხა მოხმარდება ავლაბრის უპატრონო ბავშვთა სახლს. აქციის მიზანია საზოგადოება დაინტერესდეს უპატრონო ბავშვთა სახლებში არსებული პრობლემებით და მიიღოს მონაწილეობა მათ დახმარებაში. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სახეები. პროექტის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობათა კოორდინაციის პირველი კურსის სტუდენტები ნუცა კოტეტიშვილი, თათია ლომთაძე, ნანა სულაძე, ლიკა მიქაძე და ზურაბ ლომინაძე. პროექტის სპონსორები არიან: ?კოკა-კოლა?; ?კონიკა? და სარეკლამო კომპანია ?N-JOY?. აქცია ხორციელდება საპატრიარქოს კურთხევით.

ინფორმაცია მოამზადეს: ნინი ქერქაძემ, თამუნა ვაქიაშვილმა, ნინო გოჯიაშვილმა.


16.05.2006 - 00:05:01 კიევში ჩატარდა პიარ ტექნოლოგიების ფესტივალი

2006 წლის 28 - 30 აპრილს კიევში ჩატარდა პიარ ტექნოლოგიების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი სადაც 150 - ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა რუსეთიდან, უკრაინიდან და ლატვიიდან. ფესტივალის პირველი ეტაპი მიეძღვნა საერთაშორისო კონკურსს ? ვერცხლის თოლიას?, კერძოდ, მოცემულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს. ფესტივალის მეორე დღე გახსნა? პიარ სააგენტო ?C&C Group? -ის დირექტორმა ანდრეი კაშპურმა. მან წარმოადგინა მოხსენება-სპექტაკლი თემაზე ?თანამშრომლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობა ანტიკრიზისული ღონისძიებების ორგანიზების დროს?. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე გამართეს დისკუსია თემაზე ?სჭირდება თუ არა უკრაინულ პიარს სტანდარტები?? პიარ სპეციალისტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ექვსი სექციის შემუშავებაში, რომლებიც ეძღვნებოდა ჭორების მართვას, მესიჯების ფორმირებას NLP?ის მეშვეობით, რეპუტაციის ღირებულების განსაზღვრას, რეკლამისა და პიარის ურთიერთქმედებას, იმიჯის მართვასა და ფორმირებას და ა.შ. ფესტივალის მესამე დღე მიეძღვნა ფორუმ ? კონფერენციას ?პოლიტიკური პიარი უკრაინაში?. სიტყვით გამოვიდა ?საზოგადოებრივი ურთიერთობების უკრაინული ლიგის? ვიცე-პრეზიდენტი და იულია ტიმოშენკოს მრჩეველი ოლეგ მედვედევი.
?
ინფორმაციის წყარო: www.sovetnik.ru
მოამზადა: ელდარ პირმისაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE????????


12.05.2006 - 21:46:59 კონკურს ?PRემია ? 2005?- ის შედეგების შეჯამება

მინსკში, 2006 წლის 28 აპრილს, ჩატარდა კონფერენცია? ?PR სწავლება ? 2006: თანამედროვე PR სისტემის პრაქტიკა ბიზნეს ? კომუნიკაციაში?, რომლის ფარგლებში გაიმართა საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში ეროვნული კონკურსის ?PRემია ? 2005?-ის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვება. კონკურსი ჩატარდა ბელორუსიის საზოგადოებასთან ურთიერთობების ასოციაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ. ორგანიზატორების თქმით, იგი მიმართულია ბელორისიაში პიარის პოპულარიზაციისა და მისდამი საზოგადოებრივი სტატუსის მინიჭებისაკენ, ასევე პიარ სფეროში ლიდერების განსაზღვრისა და პიარ მომსახურეობაში დაინტერესებული სპეციალისტების გაერთიანებისაკენ. ნომინაციის ლაურეატები გახდნენ: წლის საუკეთესო პიარ პერსონა ? მომღერალი ქსენია სიტნიკი; წლის საუკეთესო პიარ სპეციალისტი კომპანია ?БелКП ? ПРЕСС? ? ის პიარ მენეჯერი ინა ხოდასევიჩა; წლის საუკეთესო პიარ პროექტი ? მუსიკალური რადიო პრემია ?ოქროს ყური?, ?ალფა რადიო?; საუკეთესო პრეს სამსახური ? ბელორუსიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის ინფორმაციის დეპარტამენტი და საუკეთესო სტუდენტური სამუშაო ? ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტი: ?კომუნიკაციური არხებისა და დადებითი საინფორმაციო ველის შექმნა?.

ინფორმაციის წყარო: www.sovetnik.ru
მოამზადა: ნანა მარანელი,?კორესპონდენტი, PRGUIDE.GE


08.05.2006 - 14:01:21 პიარ კვირეული ლონდონში. თემა: ?საზოგადოებრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. დღევანდელი რეალობები და ხვალინდელი შესაძლებლობები?

ლონდონში, პირველად ტარდება საერთაშორისო სპეციალიზირებული შეხვედრა, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისა და ევროპის პიარ საზოგადოების ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ პიარ პროფესიულ ასოციაციებს, საკომუნიკაციო სააგენტოების მაღალი რანგის მენეჯერებს და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებების ხელმძღვანელებს. ისინი განიხილავენ ბაზრების განვითარების პირობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.

საერთაშორისო კვირეულის ჩატარების იდეა დაიბადა იმ სურვილით რომ გაფართოვდეს უკვე არსებული ტრადიციული კონტაქტები, მოხდეს იმ პროფესიონალების, პიარ სპეციალისტების და მსხვილი კომერციული კომპანიების წარმადგენლების გაცნობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიარ მომსახურებების განვითარებისთ მზარდ, და სწრაფად განვითარებად ქვეყნებში. ღონისძიება London PR Week ჩატარდება 2006 წლის 18-24 ივნისს, ლონდონის ბიზნეს ცენტრში ? Cafe Royal?.

პიარ კვირეული ლონდონში შედგება შემდეგი ღონისძიებებისაგან: საერთაშორისო კონფერენცია London PR Week ?პიარი სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. დღევანდელი რეალობები და ხვალინდელი შესაძლებლობები?; სემინარები და მასტერ კლასები; მრგვალი მაგიდები და დისკუსიები პიარ აქტუალურ თემებზე; პროფესიული კავშირების დამყარების მიზნით ორგანიზებული შეხვედრები; მიღებები, VIP ღონისძიებები და შემაჯამებელი პრესკონფერენცია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად London PR Week ? ის შესახებ ეწვიეთ კვირეულის ინტერნეტ გვერდს: www.londonprweek.com

ინფორმაციის წყარო: http://www.raso.ru
მოამზადა: გურამ კანკავა, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE


05.05.2006 - 16:16:09 მოსკოვმა თავისი იმიჯის გაუმჯობესება PR-ის სპეციალისტებს მიანდო

კრემლი, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხების ღრმა ცოდნით, პირველად იღებს დახმარებას უცხოელი PR - კონსულტანტებისაგან, რაც აიხსნება ?დიდი რვიანის? (G8) თავმჯდომარეობის პერიოდში რუსეთის იმიჯის გაუმჯობესების სურვილით.რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააფორმა მრავალმილიონიანი კონტრაქტი ამერიკულ კომპანია Ketchum - თან, რომელიც შეიმუშევებს რეკომენდაციებს დასავლურ მასმედიასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. კონტრაქტით გათვალისწინებულ 12 თვიან პერიოდს დაემთხვევა ივლისში დაგეგმილი G8 - ის სამიტი სანკტ - პეტერბურგში.

კრემლი შეემატა Ketchum - ის კლინტთა სიას, რომელშიც შედიან IBM, Kodak, FedEx და დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. სამუშაოს შესრულებას კოორდინაციას გაუწევენ Ketchum - ის ვაშინგტონის ოფისი და ბრუსელში დარეგისტრირებული კომპანია GPlus Europe, რომელიც დაარსებულია ევროკომისიის ორი ყოფილი პრესმდივნის ? პიტერ გილფორდისა და ნაიჯელ გარდნერის მიერ. მათ დაუსახეს სრულიად უპრეცედენტო მიზანი: G8- ში რუსეთის როლის აღიარების უზრუნველყოფა პუტინის მმართველობის პერიოდში დემოკრატიის დამარცხებისა და ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ფაქტების ფონზე. G8- ში რუსეთის თავმჯდომარეობაზე უარყოფითად აისახა კონფლიქტი უკრაინასა და ?გაზპრომს? შორის ბუნებრივი აირის საფასურზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. სენატორმა ჯონ მაკკეინმა მკაცრად გააკრიტიკა პუტინი ავტორიტარული ტენდენციების გამო და ჯორჯ ბუშს პეტერბურგის სამიტის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა. პუტინის პრესმდივნის მოადგილის დიმიტრი პესკოვის განმარტებით კი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი კრემლის არაერთი მაღალჩინოსნის Ketchum - თან თანამშრომლობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად.

ინფორმაციის წყარო: ?Financial Times?, ავტორი: ნილ ბაკლი
მოამზადა: გიორგი სელიმაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE



გვერდები: 1 2 3 ... 9 [10] 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.