მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
02.10.2008 - 17:30:39 საერთო საქმის მარკეტინგი* გაყიდვებს ზრდის


კვლევის - ”2008 წლის კოუნის საერთო საქმის მარკეტინგის ევოლუციის შესწავლა” ("The 2008 Cone Cause Evolution Study") საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ იმ კომპანიის პროდუქციას, რომელიც ასოცირდება იმ სოციალურ მოვლენებთან თუ პრობლემებთან, რომლებიც მათ აინტერესებთ.

კოუნმა (ბოსტონის ბრენდ-სტრატეგიისა და კომუნიკაციის სააგენტო) აგვისტოს თვეში 1100 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. გამოკითხულთა 85%-მა განაცხადა, რომ მათ კომპანიაზე უფრო პოზიტიური იმიჯი ექმნებათ მაშინ, როდესაც კომპანია მხარს უჭერს იმავე სოციალურ საქმეს, მოვლენასა თუ პრობლემას, რომელზეც მომხმარებელსაც შესტკივა გული. იგივე პროცენტმა განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია, როდესაც კომპანია ახდენს არა მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დემონსტრირებას თავიანთ რეკლამებში. ხოლო გამოკითხულთა 38% 2008 წლის განმავლობაში  იძენდა იმ პროდუქტს, რომელიც ასოცირდებოდა მისთვის საინტერესო სასარგებლო საქმესთან.


კიდევ ერთი კვლევის საფუძველზე, რომელიც კოუნმა დიუკის უნივერსიტეტთან
(
Duke University) ერთად ჩაატრა ("2008 Cone/Duke University Behavioral Cause Study") ცდილობდნენ შეემოწმებინათ გამოკითხულთა პასუხების სიზუსტე.  ამისთვის პრაქტიკული ექსპერიმენტი ჩაატარეს: 150 მომხმარებელი პირობით მაღაზიაში სავაჭროდ შეუშვეს, სადაც 4-იდან 1 ბრენდის სარეკლამო ბანერი არა მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დემონსტრირებას ახდენდა. შედეგებმა აჩვენა შემდეგი: 75%-იანი ზრდა იმ შამპუნის გაყიდვებში, რომლის სარეკლამო ბანერი არა მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციასთან საერთო საქმეს ასახავდა, 28%-იანი ზრდა ასეთივე სარეკლამო კამპანიის მქონე კბილის პასტის გაყიდვებში...

ერთი რამ ცხადია, მომხმარებლები მეტ ყურადღებას აქცევენ საერთო საქმის მარკეტინგთან დაკავშირებულ მესიჯებს და შედეგად უფრო მეტად სწორედ ამგვარი კამპანიის მქონე პროდუქციას იძენენ”, - აცხადებს დიუკის უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი გავან ფითზსიმონსი (
Gavan Fitzsimons) - ”ეს ბრენდ მენეჯერებისათვის მართლაც არაჩვეულებრივი სიახლეა, რადგან თითოეული პროცენტული ზრდა შეიძლება გარდაიქმნას მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლად.”

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: http://www.adweek.com/ 

* საერთო საქმის მარკეტინგი (Cause Marketing) - ისეთი ტიპის მარკეტინგია, რომელიც ითვალისწინებს მოგებაზე ორიენტირებული კომპანიისა და არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის თანამშრომლობას (ფინანსური დახმარების გარეშე) საერთო სარგებლის მიღების მიზნით.


09.09.2008 - 18:19:04 ტრენინგები PR-სა და HRM-ში

იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია გთავაზობთ 3 კვირიან ტრენინგებს
საზოადოებასთან ურთიერთობებში და ადამიანური რესურსების მართვაში.
ტრენინგის ღირებულებაა: 240 ევრო

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 93 13 77, 893340403
ვებგვერდი: www.image.org.ge  სრული განაცხადი იხილეთ ჯობს.გე-ზე
ელ-ფოსტა: info@image.org.ge



14.08.2008 - 20:46:17 კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღებას სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაში (SSM)

კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღებას სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაში (SSM).

ყოველწლიურად იგეგმება ორი ნაკადის მიღება: შემოდგომის სემესტრისა და გაზაფხულის
სემესტრისათვის.

თქვენ შეგიძლიათ, ქვემოთ ჩამოთვლილი სამი სპეციალობიდან ერთი შეარჩიოთ:

1.        ჟურნალისტიკა

2.        მედია მენეჯმენტი

3.        სტრატეგიული კომუნიკაცია


თუ თქვენ გსურთ, პროგრამაში ჩაერთოთ 2008 წლის ოქტომბრიდან, საბუთები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2008 წლის 20 სექტემბრისა; ხოლო თუ თქვენ გსურთ, პროგრამაში ჩაერთოთ 2009 წლის იანვრიდან, საბუთები უნდა წარმოადგინოთ არა უგვიანეს 2008 წლის 17 დეკემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ახალგაზრდულ ინტერნეტ პორტალს.


09.07.2008 - 19:00:14 მასტერკლასი “ბრენდი 21”

2008 წლის 24 ივნისს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში სასტუმრო „ჰაიატში“ ბრენდინგის გურუს ტომას გედის მასტერკლასი “ბრენდი 21” - ე გაიმართა. Mმას ეკურთვნის მსოფლიოში ცნონილი ბრენდების ავტორობა, მათ შორის NOKIA და მისი სლოგანი “CONNECTING PEOPLE”.  ამ მასტერკლას საქართველოდან დაესწრო ოთხ კაციანი დელეგაცია, მათ შორის საკონსულტაციო ჯგუფ „პრიმა +“ - ის დირექტორი ნინო პერტენავა და „იბერიას“ მარკეტინგის მენეჯერი ანი ივანიშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ტომას გედმა წარმოადგინა სრულიად ახალი ხედვა ბრენდის ფორმირებისა ადამიანების ცნობიერებაში.  საკონსულტაციო ჯგუფ „პრიმა +“ მომავალში გეგმავს ასეთივე დონის მსტერკლასის ორგანიზებას საქართველოში 2008 წლის შემოდგომზე. ინფორმაცია მოამზადა ელდარ პირმისაშვილმა


11.06.2008 - 16:55:54 მომენტუმ ჯორჯია და ევრო პარკი, სეზონის გახსნას ერთად აღნიშნავენ

ივენთ-მარკეტინგის სააგენტო “მომენტუმ ჯორჯია” 2008 წლის განმავლობაში ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსით მოემსახურება “ევრო პარკს”. ახალი, 2008 წლის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 10 ივნისს  “მომენტუმ ჯორჯიამ” ორგანიზაბა გაუწია პარკის სეზონის გახსნას, სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული შოუ-პროგრამით. გახნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საელჩოების, ბიზნეს-სექტორის, ქართული პოლიტიკისა და  შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა. წელს, გასართობი ცენტრი რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს, მათ შორის აღსანიშნავია სააბონენტო სისტემის დანერგვა, რომელიც დამსვენებელს გაუადვილებს პარკთან ურთიერთობას.


30.05.2008 - 22:17:23 მასტერ-კლასი ბრენდინგში

24 ივნისს, ბაქოში, Nokia-ს ცნობილი სლოგანის "Connecting People" ავტორი, ბრენდინგის გურუ, თომას გედი (Thomas Gad) ერთდღიან მასტერ-კლასს ჩაატარებს ბაქოში. ღონისძიებას სასტუმრო Hyatt-ი უმასპინძლებს.

თომას გედი, 20 წლიანი გამოცდილებით, თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა სკანდინავიის ავიახაზები (SAS), Procter & Gamble, Compaq, Volvo და Microsoft. საყოველთაო აღიარება მას ნოკიას ბრენდინგმა მოუტანა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი დევიზი "Connecting People".

თომას გედმა შეიმუშავა ბრენდის შექმნის, ტრანსფორმაციის და მენეჯმენტის უნიკალური, 4 განზომილებიანი სისტემა, რომლიც შესახებაც იგი მოგვითხობს თავის ბესტსელერში "4D Branding". თომას გედი პერსონალურ კონსულტაციებს უწევს წამყვან ევროპელ ბიზნესმენებსა და ტოპ-მენეჯერებს. დაგროვილი გამოცდილება თომასმა გაუზიარა მკითხველს თავის წიგნში "Managing Brand Me" (როგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი)

მასტერ-კლასი განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ტოპ-მენეჯერებისა და მენეჯმენტის კონსულტანტებისათვის. ღონისძიების ორგანიზატორია ”ალიანს გრუპი”. დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ვებგვერდს: http://www.allianzgroup.az/


28.05.2008 - 19:42:03 ინფორმაცია ტრენინგების შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტი და იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია აცხადებს მიღებას ერთობლივ ტრენინგებზე - საზოგადოებასთან ურთიერთობები (PR) და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

ტრენინგები შედგება მინიმუმ 8 შეხვედრისაგან (სამ - სამი ასტრონომიული საათი) 24+24; სულ 48 ასტრონომიული საათი. 24 ასტრონომიული საათი გულისხმობს ინდივიდუალურ სამუშაოს - სახლში დაგეგმილი საკითხავი, ტესტი, დავალება, რიდერის გაცნობა.
სულ 48 საათი სამი კვირის განმავლობაში.

ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ტრენერები - ელდარ პირმისაშვილი; მაია ქავთარაშვილი; თორნიკე გურული; ბერდია ნაცვლიშვილი; ირინა დუმბაძე, თეონა ლომთაძე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: კოსტავას ქ. 77, საქართველოს უნივერსიტეტი, 0179, საქართველო
ტელ: (+995 32) 36 46 65 (შიდა 47); ოთახი 303
ელ-ფოსტა: n.kaladze@ug.edu.ge



04.05.2008 - 18:55:34 ბელორუსი კოლეგები საქართველოთი დაინტერესდნენ

ბელორუსიის საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის მიწვევით, 10 აპრილს, საზოგადოებასთან ურთიერთობის საგენტო ,,პროფილის’’ (http://www.profile.com.ge/) დამფუძნებელი და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია, მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო მინსკში პროფესიონალთა მეექვსე კონფერენციაზე “PR – чтения 2008”. ამავე დროს, 15-26 აპრილის ჩათვლით, ელგუჯა მარღია ონლაინ - ფორმატში მონაწილეობას ღებულობდა ამავე ინსტიტუტის ერთ-ერთ პროექტში “PR в лицах”. ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ მისამართზე www.ipr.by


24.03.2008 - 16:18:27 ტრენინგი თემაზე: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი HRM

იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციაგთავაზობთ   ტრენინგს თემაზე : ადამიანური რესურსების მენეჯმენტი HRM

ტრენინგი დაიწყება 31 მარტს და გაგრძელდება 14 აპრილამდე. ტრენინგი 24 აკადემიურ საათს მოიცავს, რაც 12 საათიან სალექციო დროს და 12 საათიან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. თემატიკა: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი; HRM ფუნქციები, მიზნები და ამოცანები; HRM და მოტივაცია; პერსონალის მართვის სტრატეგია და პრინციპი; ადამიანის ფსიქოლოგია, NLP; გასაუბრება, შერჩევა, ტესტირება; კორპორატიული კულტურა, შიდა PR; შეფასება/ტესტირება/პრეზენტაციები 

ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალი ტრენერები.

ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.youthnet.ge

მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამaრთზე info@youthnet.ge ,
დარეკეთ
: 93 13 77  , 8 (93) 34 04 03, 8 (93)  31 16 35  ან გვეწვიეთ ოფისში შემდეგ მისამართზე: კოსტავას 47 მე 4-  სართული, ოთახი 21.

დედლაინი: 29 მარტი



გვერდები: 1 2 [3] 4 ... 9 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.