მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
16.02.2008 - 23:25:49 მედია კონკურსი თემაზე “პიარის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”
”ჯეპრა” და გაუ - თბილისის პიარ სკოლა, საქართველოში პიარის პოპულარიზაციის მიზნით აცხადებს მედია - კონკურსს, რომელიც გამოავლენს პიარის თემაზე მომზადებულ საუკეთესო მედია პროდუქციას (სტატია, სიუჟეტი, ნიუსი და სხვა). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 5 აპრილამდე ”ჯეპრაში” უნდა წარმოადგინონ მედია საშუალებაში გამოქვეყნებული საკუთარი ნამუშევრის ასლი მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@prschool.ge

კონკურსში გამარჯვებული ორი ჟურნალისტი უფასოდ ისწავლის გაუ - თბილისი პიარ სკოლის აპრილის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების 3 თვიან სასწავლო კურსზე. გაუ - თბილისის პიარ სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 2007 წლის აპრილიდან. სკოლის დამფუძნებლები არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ”ჯეპრა” და მაია ძირკველიშვილი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ”ჯეპრა” - პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები, მის: თბილისი, გრიბოედოვის 12, ტელ/ფაქსი: 995452, 988344, www.prschool.ge

23.01.2008 - 05:18:41 ტრენინგი თემაზე:MBA - ბიზნეს ადმინისტრირება

”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” გთავაზობთ   ტრენინგს თემაზე :   MBA - ბიზნეს ადმინისტრირება - მასტერკლასი

ტრენინგი დაიწყება 2 თებერვალს  და გაგრძელდება 25 თებერვლის ჩათვლით . ტრენინგი  55 აკადემიურ საათს მოიცავს, რაც გულისხმობს 27 საათიან სალექციო დროს და 28 საათიან ინდივიდუალურ მუშაობას.
თემატიკა:  ბიზნეს ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები; სტრატეგიული მენეჯმენტი; ბიზნეს პრეზენტაციების ტექნიკა; ენტრეპრენიორი; მოტივაცია/ინოვაცია; ფრანჩაიზინგი; ბიზნეს გეგმის შედგენა; ბიზნეს კომუნიკაცია; წარმატებული ბიზნესი და PR; ბიზნესის მართვის ფსიქოლოგია; კორპორატიული კულტურა; მცირე და საშუალო მეწარმეობა; ინტერნეტ ბიზნესის ნოვაციები; და სხვა

ტრენინგის ღირებულება: $ 347  ეკვივალენტი ლარებში

ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალი ტრენერები, მათ შორის კემბრიჯის MBA კურსდამთავრებულები.

დარეკეთ : 93 13 77  , 8 (93) 34 04 03, 8 (93)  31 16 35  ან გვეწვიეთ ოფისში შემდეგ მისამართზე:
კოსტავას 47 მე 4- ე სართული, ოთახი 21.


17.12.2007 - 18:07:50 POLLING.GE - ინტერნეტ აუდიტორიის გამოკითხვის სერვისი
საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდამ შექმნა სრულიად ახალი აუდიტორია, რომლის შესწავლაც სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება "ფაბლისითი ჯგუფის" ახალი პროექტი POLLING.GE , რომელიც წარმოადგენს ინტერნეტ აუდიტორიის გამოკითხვის ეფექტურ სისტემას. "POLLING.GE-ს შექმნის იდეა დიდი ხანია გვქონდა და ამ ტიპის პროდუქტის საჭიროებასაც დღითიდღე სულ უფრო მეტად ვგრძნობდით. შეუძლებელია ადეკვატურად არ უპასუხო ახალ ტენდენციას, რომელიც ელექტრონული კომერციის, ონლაინ მარკეტინგისა და ინტერნეტ მაღზიების განვითარებას გულისხმობს. ჩვენი პროექტი სრულფასოვნად 2008 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. მანამდე კი - ინტერნეტ მომხმარებლებს ვთავაზობთ ჩაერთონ POLLING.GE-ს პირველ გამოკითხვაში, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ვფიქრობ, ამ ტიპის გამოკითხვა საინტერესო იქნება მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისათვის" - აცხადებს პროექტის მენეჯერი, რეზო ნატროშვილი.

"ფაბლისითი ჯგუფი" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ქართულ ბაზარზე თვისობრივად ახალი პროდუქტების დანერგვაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია "პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო" - PUBLICITY.GE, რომელიც საზოგადოებამ სექტემბრის თვეში იხილა.

15.12.2007 - 03:52:49 “ქართული ბრენდის დღე 2007”

19 დეკემბერს, 19 საათზე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილი” წარმოგიდგენთ რიგით მეხუთე ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს. ღონისძიება 2007 წლის საგამოფენო ცენტრ ,,Expo Georgia’’-ში გაიმართება. პროექტში ,,ქართული ბრენდის დღე’’ მონაწილეობენ ქართული ლიდერი კომპანიები; ასევე წარმატებული ახალი ქართული ბრენდები. ,,პროფილი კვლევის’’ მიერ გამოვლენილია გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში: ლიდერი; რეპუტაცია და ნდობა; წარმატებული ქართული ბრენდი; წარმატებული სატელევიზიო შოუ პროექტი; წარმატებული სარეკლამო რგოლი. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებას, პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე; კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდების და ტექნოლოგიების დამკვიდრებას; პროექტის პარტნიორები: ,,MD soft”, ,,Georgian Jurnal”, სტუდია ,,ბარსა”, ,,სარეკლამო ჯგუფი” საინფორმაციო მხარდამჭერები:
რუსთავი2, ტელე იმედი, ფორტუნა, არ დაიდარდო, სარკე, პირველი, ”ყველა სიახლე”, ”ბიზნეს ნიუსი”.


14.12.2007 - 17:57:31 ჯეპრა გლობალ კომპაქტის წევრი გახდა კომპანია

"ჯეპრა” გაეროს გლობალ კომპაქტის წევრი გახდა. ამ ორგანიზაციის წევრობა კომპანიას დამატებით ავალდებულებს ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც მან გლობალური შეთანხმების 10 ძირითადი პრინციპის განხორციელების სფეროში მიაღწია.

"ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანთა უფლებების დარღვევის თანამონაწილე და მხარს უნდა უჭერდეს და პატივს სცემდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ადამიანის უფლებებს, გაერთიანების თავისუფლებასა და კოლექტიურ შრომათა შეთანხმების უფლების აღიარებას, ყველა ფორმის იძულებითი და სავალდებულო შრომის აღმოფხვრას, ბავშვის შრომის რეალურ გაუქმებას, დასაქმებასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, გარემოს მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას, ამასთან ვალდებულია პროპაგანდა გაუწიოს გარემოს დაცვის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას და ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას, რომელიც არ აზიანებს გარემოს, ბიზნესი ვალდებულია იბრძოდეს კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის მიმართ", – ეს ის ძირითადი 10 პრინციპია, რომელიც აუცილებელია განახორციელოს გლობალური შეთანხმების წევრმა კომპანიებმა თავისი საქმინობის სფეროში.


05.12.2007 - 23:34:12 მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში
6 დეკემბერს, 16 საათზე, - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტის" (მისამართი: ქ. თბილსი, რუსთაველის გამზირი #13) "მეფე მირიანის” დარბაზში გამართავს გზამკვლევის პრეზენტაციას "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში". შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში" გზამკვლევი დიდ დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და აღსრულებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფინანსების ლეგიტიმურ და რაციონალურ განკარგვას. გზამკვლევი "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში" მომზადდა “ადგილობრივი თვითმართველობის განვი-თარების” პროექტის ფარგლებში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით.

03.12.2007 - 17:16:26 ”ჯეპრას” ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი ISO 9001:2000 მიენიჭა

"ჯეპრას” ხარისხის მართვის სერტიფიცირება გერმანულმა კომპანია TUV SUD-მა განახორციელა, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები 2007 წლის იანვრიდან დაიწყო. "დღეს მსოფლიოში ამ ხარისხის სტანდარტით 800 ათასზე მეტი ორგანიზაციაა სერტიფიცირებული, რაც ხელს უწყობს მათ საერთაშორისო აღიარებას. პარტნიორის შერჩევისას, მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორის წამყვანი კომპანიები ბიზნეს-ურთიერთობის დასამყარებლად ირჩევს ISO 9001:2000 სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციას, რაც აისახება მის კონკრეტულ უპირატესობაში. ჩვენ ერთადერთი კომპანია ვიქნებით საქართველოში, რომელსაც ამ ხარისხის დამამტკიცებელი საბუთი ექნება პიარის, ბრენდინგისა და ივენთ-მენეჯმენტის სფეროში”  -  ამბობს კომპანიის ხარისხის მენეჯერი ელენე ოქრომჭედლიშვილი. მას მიაჩნია, რომ ეს აღიარება უზრუნველყოფს კომპანიის განვითარებას, ბაზარზე ცნობადობისა და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას. ხარისხის მენეჯმენეტის სისტემა ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე. ჯეპრას მიზანია გაუწიოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება, მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და პარტნიორი ორგანიზაციების ქსელი მას საშუალებას აძლევს შესთავაზოს კლიენტებს მომსახურების სრული სპექტრი.


29.11.2007 - 17:52:17 გაუ–თბილისის პიარ სკოლა აცხადებს სტუდენტურ კონკურსს

გაუ–თბილისის პიარ სკოლა აცხადებს სტუდენტურ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება  შეუძლია ყველა სტუდენტს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონკურსის თემაა "საქართველოში ინტერნეტ სფეროს განვითარების პიარ სტრატეგია". ნაშრომებს შეაფასებენ პიარ სკოლის კურსდამთავრებულები, ხოლო გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ისწავლოს 2008 წლის იანვრის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე www.prschool.ge


26.11.2007 - 19:14:04 ტრენინგი თემაზე ”პიარი და ეფექტური კომუნიკაციები”

„იმიჯმეიკერთა საერთაშორისო  ასოციაცია” იწყებს ორ კვირიან ტრენინგს ”პიარი და ეფექტური კომუნიკაციები”. კურსი ითვალისწინებს ისეთ საკითხებში დეტალური ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა: კომუნიკაციების მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია;  საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) ძირითადი პრინციპები;  PR  სტრატეგია, PR  მენეჯმენტი, PR და იმიჯმეიკინგი, PR და ბრენდინგი. ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, დისკზე ჩაწერილ პრეზენტაციებს, სახელმძღვანელოებს, ტესტებს, სავარჯიშო მასალებს და კოფიბრეიქს. ტრეინინგი მსვლელობა გულიხმობს ინტერაქტიულ მუშაობას: პავარპოინტის პრეზენტაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, როლური თამაშები და ვიდეო ჩვენებები. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკათი და დანართი სადაც მითითებული იქნება საგნების და სათების დასახელება და რაოდენობა. ტრენინგის ღირებულებაა: 240 $ ეკვივალენტი ლარებში. ტრენინგს ჩატარებენ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალი ტრენერები.

ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.youthnet.ge
მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამრთზე
info@youthnet.ge , დარეკეთ : 93 13 77 , 8 (93) 34 04 03, 8 (93)  31 16 35  ან გვეწვიეთ ოფისში შემდეგ მისამართზე: კოსტავას 47 მე 4- ე სართული ,ოთახი 21. საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 8 დეკემბერი, 2007 წელი.



გვერდები: 1 2 3 [4] 5 ... 9 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.