მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
19.11.2007 - 20:53:23
ჯეპრა ახალ წელს რებრენდინგით შეხვდება
ჯეპრას ჯგუფში შემავალი კომპანიების ბრენდინგი და პროდუქტების რედიზაინინგი 2007 წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნული პროცესი ჯეპრას რებრენდინგის შემადგენელი ნაწილია და კომპანიათა ჯგუფის სტრატეგიული განვითარების ახალ მიმართულებებს ასახავს.
29.10.2007 - 15:53:41
სიკეთის ერთი წვეთი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ იწყებს კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელებას, რომელსაც ანალოგი არა აქვს საქართველოში. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით ვერ არეგულირებს მეცენატობასა და ქველმოქმედებას, რაც ზოგადად აფერხებს კომპანიების სოციალური ვალდებულებების სტიმულირებას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებენ ბიზნესმენები, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები და კომპანიები. პროექტის მისიაც, სწორედ მადლიერების გამოხატვაა ყველა იმ ფონდისადმი, ბიზნესმენებისადმი, ადამიანებისა და კომპანიებისადმი, ვისაც გაცნობიერებული აქვს თავიანთი საქმიანობისა და მოღვაწეობის ღვთიური დანიშნულება, ვისაც კარგად ესმის, რომ მის მიერ გაღებული ,,სიკეთის ერთი წვეთიც’’ მრავალი უსახლკარო, უპოვარი, დავრდომილი, ავადმყოფი და უდედმამო თანამოქალაქის, სოციალურად დაუცველი ფენის გადარჩენას ემსახურება. პროექტი ითვალისწინებს ყველა იმ ფონდის, ბიზნესმენის, კომპანიისა და ადამიანის წარმოჩენას, ვისი საქმიანობაც ორიენტირებულია სოციალურ პასუხისმგებლობაზე, კერძოდ, მეცენატობასა და ქველმოქმედებაზე. ეს იქნება საიმფორმაციო-ვიზუალური ხასიათის სამენოვანი (ქართული-რუსული-ინგლისური) გამოცემა-კატალოგი, რომელიც ყოველწლიურად განახლდება. დაგეგმილია ამ პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითა და ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
25.10.2007 - 16:34:37
ქართული ბიზნესის ანთოლოგია
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ შეუდგა ახალი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით ,,ქართული ბიზნესის ანთოლოგია’’. ეს არის პირველი მცდელობა საქართველოში ამ ტიპის უნიკალური გამოცემისა. პროექტის გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.georgianbrand.ge პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საგამომცემლო ჯგუფისა და სარედაქციო კოლეგიის ჩამოყალიბება. შეიცვალა და საბოლოოდ განისაზღვრა ანთოლოგიის გამოცემის ვადები, მიმდინარეობს გამოკითხვა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იმ ბიზნესმენთა რეიტინგის გამოსავლენად, ვინც გახდება აღნიშნულ გამოცემაში მოხვედრის კანდიდატი. პარალელურ რეჟიმში კეთდება ანთოლოგიის დიზაინი და მაკეტი. ასევე გააქტიურდა მუშაობა პოტენციური გენერალური და სხვა სპონსორების, პარტნიორების, საინფორმაციო მხარდამჭერების, რეკლამის შემკვეთი კომპანიების განსაზღვრისა და მათი დაინტერესების კუთხით. დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ელგუჯა მარღიას: 94 36 03; 899 18 80 93
22.10.2007 - 18:00:57
“რაშენ ემბარგო” ქართული ნაციონალური ბრენდი ხდება
ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP” კომპანია “რაშენ ემბარგოს” საზეიმოდ გადასცა კახური ყურძნის სპირტზე დამზადებულ საკონიაკე მასალა. აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია შედგა 18 ოქტომბერს, ფოლკლორის თეატრ “ნაბადში”. “პსპ”-ში მიაჩნიათ , რომ საქართველოსთვის გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ შესანიშნავ ტრადიციას და საქმეს დაუდო საფუძველი. რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ბლოკადის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP”-მ კახეთში 2006 წელს 100 ტონა, 2007 წელს კი – 150 ტონა ყურძენი შეიძინა. შეძენილი ყურძნით მომზადდება კონიაკი საელწოდებით “რაშენ ემბარგო”. 12 წლიანი დაძველების შემდეგ პრემიუმ ბრენდის კონიაკი “რაშენ ემბარგო “ აუცილებლად გაიყიდება რუსათის ბაზარზე და რუს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გემო გაუსინჯოს რუსული ემბარგოს. ინფორმაციის წყარო: www.publicity.ge
18.10.2007 - 19:04:40
"პროფილი" გაფართოვდა
ოთხთვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ ახალ, ფეშენებელურ საკუთარ ოფისში გადავიდა. შექმნილი მყუდრო გარემო იძლევა იმის საშუალებას, უფრო წარმატებული და ეფექტური გახდეს სააგენტოს საქმიანობა. შესაბამისად შეიცვალა მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ.107, 1-ლი სადარბაზო, მე-3 სართული, # 24
24.09.2007 - 20:39:44
PUBLICITY.GE - პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო
საქართველოში ახალი პიარ სააგენტო დაფუძნდა. ეს გახლავთ PUBLICITY.GE - პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო, რომელიც, ერთი მხრივ, გამოდის უნიკალური ბიზნეს წინადადებით საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს მასმედიასთან ცივილიზებული და მაღალპროფესიონალური ურთიერთობების დამყარების წარმატებულ პრეცენდენტს. საქართველოში არსებობს ბიზნეს კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც უჭირთ თავიანთი საკომუკიკაციო პოლიტიკის წარმოება. მათი სიახლეები რჩება მედიის ყურადღების მიღმა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზეა მიმართული PUBLICITY.GE-ს სერვისები. სააგენტო დღეისათვის ფლობს ჟურნალისტთა ყველაზე სრულყოფილ და განახლებულ მონაცემთა ბაზას. სააგენტოს მომსახურების დამსახურებაა, რომ ჟურნალისტები ოფისებიდან გაუსვლელად, უფასოდ და რეგულარულად იღებენ პრესრელიზებს, მედია ანონსებს, ინფორმაციას დაგეგმილი პრესტურების შესახებ. გარდა მედიისა, სააგენტოს სიახლეებს იღებენ საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიები, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამთავრობო სტრუქტურების მაღალი რანგის მენეჯერები. ხელმოწერის გაკეთება სააგენტოს საიხლეებზე ძალიან მარტივია, უბრალოდ გადადით შემდეგ ბმულზე: http://publicity.ge/index.php?m=5 დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ კომპანიის ვებ.გვერდს: www.publicity.ge
16.07.2007 - 17:26:28
ტრეინინგი - ”თანამედროვე PR ტექნოლოგიებში, PR კომუნიკაციებში და ბითიელში”
“საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” იწყებს ხუთდღიანი ტრეინინგის ორგანიზებას ”თანამედროვე პიარ ტექნოლოგიებში, პიარ კომუნიკაციებში და ბითიელში”. კურსი ინტერნსიურია და ითვალისწინებს ისეთ საკიტხებში დეტალური ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა: პერფორმანსი, სპინდოქტორი, მოარული ხმების თავისებურება და სხვა; თანამედროვე მასკომუნიკაციისა და პიარის გადაკვეთის წერტილების – პრესრელიზის შედგენის, პრეს-კიტის აწყობის, პრესკონფერენციებისა და ივენთების სპეციფიკის შესწავლა; იმიჯი – ხატწერის თანამედროვე ტექნოლოგია; იმიჯის ფსიქოლოგია; ჩემი სასურველი _ იმიჯი, ანუ მე იმიჯმეიკერის როლში. ლოიალურობის პროგრამები; “ცრუ” მომხმარებელი; სემპლინგი და დეგუსტაცია; საჩუქარი შენაძენისთვის; კონკურსები, გათამაშებები და ლატარეა; კონსულტაციები სავაჭრო წერტილებში; არამისამართული: ფლაერების და ბუკლეტების გავრცელება; სავაჭრო წერტილების აუდიტი; ტელე და მობილური მარკეტინგი და სხვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: ეკა თანდილაშვილს, ტელ: (895) 717855; სოლოლაკი, გერგეთის ქ. #3 (ასახვევი ჭონქაძის 10 ა-დან) “ბიზნესმენთა ფედერაციის” ოფისი, I სართული, ყოველდღე 13სთ-დან 18სთ-მდე.
08.07.2007 - 15:04:59
პირველი საერთაშორისო მედია ფორუმი
2007 წლის 29-31 ივნის ყირგიზეთში გაიმართა პირველი საერთაშორისო მედია ფორუმი “დემოკრატიული პროცესები პოსტსაბჭოურ სივრცეში: სიტყვა და საქმე”. ღონისძიების ორგანიზატორი – რუსეთის საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო რია ნოვოსტი და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ინფორმაციის კომიტეტი იყო. ფორუმის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტოლოგებმა, პიარ სპეციალისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდენ მალხაზ გულაშვილი, მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის პრეზიდენტი და მაია ქავთარაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტ-კონსულტანტი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. ფორუმზე განხილული იქნა საკითხები, რომელიც უკავშირდება დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბას და მათი მდგრადობის უზრუნველყოფას. .ფორუმის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი მიიპყრო მაია ქავთარაშვილის მოხსენებამ ”სიგეტიკის ახალი ტექნიკა თუ კრავთა დუმილი”.
13.05.2007 - 23:10:01
საზაფხულო PR კურსები უკრაინაში
PR კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების და ცოდნის მისაღებად, პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად, დაინტერესებულ პირებს, უკრაინის PR სკოლა გთავაზობთ საზაფხულო კურსებს, რომელიც მოიცავს რამოდენიმე თემას (სურვილის მიხედვით). სწავლების ხანგრძლიობაა ერთი თვე. ლექციებს წაიკითხავენ უკრაინის წამყვანი PR სპეციალისტები. სტუდენტებს გარდა თეორიული კურსისა საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკა. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები. დაინტერესების შემთხვევაში დაწვილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მისამართზე: anidvalishvili@hotmail.com
|
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|