მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
23.03.2007 - 20:58:32 გიწვევთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედიის პრეზენტაციაზე

გაცნობებთ, რომ 2007 წლის 4 აპრილს, 3 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედიის’’ პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელები, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მენეჯერები, მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტები, პიარ ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, პარლამენტარები, ფრაქციების ხელმძღვანელები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები. მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქ.7, მე-3 კორპუსი, 1 სართული. საკონტაქტო პირი: პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა მარღია; ტელ: 94-36-03; მობ: 899-18-80-93


02.03.2007 - 18:07:43 გაიგე მეტი, ვიდრე იცი

პირველად საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილმა'' გამოსცა ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია''. მასში თავმოყრილია ის უმნიშვნელოვანესი მასალები, რაც საფუძვლიან ცოდნას მისცემს PR-ით დაინტერესებულ მკითხველებს.  წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, კერძო თუ სახელმწიფო კომპანიების მენეჯერებს, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებს; ასევე ჟურნალისტებს, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. გამოცემის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია „მოდული“ სპონსორები: ფარმაცევტული კომპანია „PSP“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“.  მხარდამჭერები: ქართული პიარ პროფესიული პორტალი PRGUIDE.GE, კონფერენცია საქმიანი ადამიანებისათვის CONFERENCE.GE, საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და კომპანია  MDSOFT. თქვენ დღეიდან გეძლევათ შესაძლებლობა, დაგვიკავშირდეთ და შეუკვეთოთ ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია'', რაც უდავოდ კარგი შენაძენი იქნება. შეკვეთები მიიღება საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილში'', მისამართზე: თბილისი, კლდიაშვილის ქ.2, ტელეფონი: 943603, ან 893 516599. საკონტაქტო პირი: მარიკა გეგიძე.


01.03.2007 - 22:19:57 “რეალური კაპიტალი” - საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტული გამოცემა

“ჯეპრა - მედიას” პირველი მედია - პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, გაზეთთან “24 საათი” და საინფორმაციო სააგენტოსთან “ჯი-ბი-სი”, ერთობლივად ხორციელდება. “რეალური კაპიტალი” გაზეთ “24 საათის” დამატებაა, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ საშუამავლო კომპანიების გარეშე (მიმდინარე მშენებლობები, მიწის თუ სხვა უძრავი ქონების პრივატიზაცია, აუქციონები, ფასები და .ა.შ.), ისარგებლოს იურიდიული კონსულტაციით პროფესიონალი იურისტისგან (ხელშეკრულებიდან დაწყებული, ბინის ჩაბარებისას შემოთავაზებული პირობების დაცვით დასრულებული), გაეცნოს ობიექტურ ინფორმაციას კანონმდებლობისა და დღეს ამ სფეროში მოქმედი კომპანიების შესახებ, მიიღოს რჩევები არქიტექტორებისგან, დიზაინერებისგან, ასევე გაანალიზოს შემოთავაზებები ბანკებისგან (იპოთეკური სესხები, სესხის აღების მექანიზმი და სხვა) და სამშენებლო კომპანიებისგან (უკვე დასრულებული პროექტები, მშენებარე ბინები, ფასები, ხარისხი). დამატების მიზანია გახდეს ამ თემით დაინტერესებული მკითხველისა და ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საიმედო ბიზნეს-მეგზური. “24 საათის” ჩანართი კვირაში ორჯერ გამოვა. “რეალური კაპიტალი~ დაერქმევა აგრეთვე სპეციალურ რუბრიკას, რომელსაც საკუთარ ვებგვერდზე წამყვანი ბიზნეს საინფორმაციო სააგენტო `ჯიბისი~ შექმნის. ინფორმაცია სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ მთელს საქართველოში, ხოლო პარტნიორების ქსელის მეშვეობით მთელს მსოფლიოში გავრცელდება. “რეალური კაპიტალის” პარტნიორები არიან კომპანია არსი, სადაზღვევო კომპანია ალდაგი-ბისიაი, ბტა სილქ როუდ ბანკი. ჯეპრა-მედია წლის I ნახევარში პარტნიორებთან ერთად კიდევ 4 მედია-პროექტის განხორციელებას გეგმავს.


28.02.2007 - 19:39:47 თბილისის PR სკოლაში on-line რეგისტრაცია წარმოებს

აპრილიდან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის PR სკოლა, რომელიც გთავაზობთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სრულ კურსს და მოიცავს შემდეგ დარგებს: მარკეტინგი (ზოგადი კურსი) და მარკეტინგული კვლევები, ეფექტური კომუნიკაცია, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, პიარი, რეკლამა, მედია-დაგეგმვა, ბრენდ მენეჯმენტი, ბითიელ რეკლამა, ივენთ-მენეჯმენტი, მედია-მენეჯმენტი. თბილისის PR სკოლაში სწავლის მსურველთა on-line რეგისტრაცია www.prschool.ge - ზე წარმოებს.


27.02.2007 - 16:44:05 საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ ხელმძღვანელები უკრაინაში მიემგზავრებიან

,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’ (www.prschool.kiev.ua) მიწვევით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის” (www.profile.com.ge) დამფუძნებლები, გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია უკრაინაში მიემგზავრებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 20-22 აპრილს დაგეგმილ VI - საერთაშორისო PR ფესტივალში.


27.02.2007 - 16:42:41 საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილისა’’ და თურქეთის სარეკლამო კომპანია ,, e-line’’-ს ხელმძღვანელთა შეხვედრა 2007 წლის მარტის ბოლოს შედგება

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ (www.profile.com.ge) და თურქეთის (ქ.სტამბული) ცნობილი სარეკლამო კომპანია ,, e-line’’ (www.e-linereklam.com) პარტნიორობისათვის ემზადებიან. თურქული კომპანიის დაინტერესება ქართული ბაზრით განაპირობა იმ მეგობრულმა ურთიერთობებმა, რაც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა. მოხდა გაცნობითი ხასიათის ინფორმაციის გაცვლა, რის შემდეგ გადაწყდა, რომ ,, e-line’’ - სა და ,,პროფილის’’ ხელმძღვანელები 2007 წლის მარტის ბოლოს ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან.


23.02.2007 - 19:13:49 საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრი (GITC) საქმიანობას მარტიდან დაიწყებს

,,საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა'' (www.guss.edu.ge) და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილს” (www.profile.com.ge) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ამ ორი კერძო ორგანიზაციის ბაზაზე ფუძნდება  და 2007 წლის მარტიდან საქმიანობას შეუდგება ,,საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრი''. პირველი საგანმანათლებლო პროექტის მიხედვით დაგეგმილია ,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’დირექტორის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის, დოცენტ ანდრეი როტოვსკის უნიკალური, 5 დღიანი ექსპრეს-კურსის ჩატარება ,,PR ოსტატობის ძირითად საფუძვლებში''.

,,საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრის'' (GITC) საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება უცხოეთის პროფესიონალ და აღიარებულ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული და საქართველოსთვის ახალი, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.


07.02.2007 - 14:34:32 თბილისის PR სკოლა საქმიანობას აპრილიდან დაიწყებს


2007 წლის აპრილიდან საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და პიარ-სააგენტო “ჯეპრა” აცხადებენ მიღებას თბილისის PR - სკოლაში. ეს იქნება 3 თვიანი ინტენსიური სწავლების კურსები, რომელიც მოიცავს თანამედროვე მარკეტინგულ კომუნიკაციებს და რომლის კურსდამთავრებულები შეძლებენ წარმატებით გააგრძელონ საქმიანობა ნებისმიერ ორგანიზაციაში PR სპეციალისტისა და მენეჯერის თანამდებობაზე.

დღეს არსებული მოკლევადიანი სემინარებისა და ტრენინგებისგან განსხვავებით, თბილისის PR -სკოლა ორიენტირებულია სწავლების საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე. სწავლების ასეთი მოდელი გათვლილია პიარ მენეჯერებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებით.

თბილისის პიარ სკოლის დამფუძნებლები არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა” და საქართველოს წამყვანი პიარ სპეციალისტები. ჯეპრას ბიზნესის განვითარების მენეჯერის სოსო გალუმაშვილის განცხადებით, თბილისის პიარ სკოლის უმთავრესი მიზანია, ბიზნეს კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში მოღვაწე პიარ მენეჯერები მოამზადოს პრაქტიკულ საქმიანობაში საჭირო მარკეტინგული კომუნიკაციის თითქმის ყველა სფეროში და აღჭურვოს ისინი აუცილებელი უნარ-ჩვევებით. `თბილისის პიარ სკოლა ორ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი. პირველ ჯგუფში ორგანიზაციებში დასაქმებული პიარ მენეჯერები შედიან, ხოლო მეორე ჯგუფში პიარის შესწავლით დაინტერესებული საზოგადოება. პიარის სპეციალისტების მწვავე დეფიციტის გამო, პიარ მენეჯერის თანამდებობაზე საქმიანობას იწყებენ სხვა სფეროების წარმომადგენლები ან ახალბედები, რომლებსაც საწყის ეტაპზე არც პრაქტიკული და არც თეორიული გამოცდილება გააჩნიათ. პრაქტიკოსი პიარისტების გამოცდილების გაზიარება და თეორიული ცოდნის მიღება მათ პროფესიის დაუფლებაში დაეხმარება. 

სასწავლო კურსის ლექციებს წაიკითხავენ პიარისა და მარკეტინგის ცალკეული სფეროს აღიარებული და გამოცდილი ქართველი სპეციალისტები, რადგან ყველაზე კარგად ქართულ სინამდვილეს და პრობლემებს სწორედ ეს პროფესიონალები იცნობენ, - განაცხადა სოსო გალუმაშვილმა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი პროექტი წარმატებული იქნება და გაუს სასწავლო ბაზაზე მაღალპროფესიული პიარ სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება.

“თბილისის პიარ სკოლის საქმიანობა, პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის გამოცხადებითა და განხორციელებით შემოიფარგლება. შემდეგ ეტაპზე, დაგეგმილია ფაკულტატიური კურსის შემოღება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. სასწავლო კურსი 12 კვირას მოიცავს. მსმენელებს საშუალება ექნებათ კურსის ღირებულება სტუდენტური კრედიტით, ანუ განვადებით გადაიხადონ. კომპანიებისა და ორგანიზაციების პიარ მენეჯერები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, ხოლო სხვა მსმენელებისათვის ჩატარდება ტესტირება,” - განაცხადა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა.


07.02.2007 - 14:09:32 “ჯეპრამ” პარტნიორი უკვე აზერბაიჯანშიც შეიძინა

5 თებერვალს, საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ და აზერბაიჯანულმა პიარ კომპანია “Marker”-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეების ექსკლუზიურ თანამშრომლობას საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში, ქართული და აზერბაიჯანული საკონსულტაციო კომპანიები ერთმანეთს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას, ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, განახორციელებენ სტრატეგიულ თანამშრომლობას  კლიენტის უკეთესი მომსახურებისათვის როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში.



გვერდები: 1 2 3 ... 5 [6] 7 ... 9 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.