მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
21.04.2006 - 19:22:04 პირველად საქართველოში გენდერული კვირეული აღინიშნა

გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ინიციატივით 2006 წლის 1 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით პირველად საქართველოში აღინიშნა გენდერული კვირეული. ეს იყო ყველაზე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია გენდერული საკითხების პოპულარიზების კუთხით საქართველიოში. მთელი კვირის განმავლობაში გენდერული კვირეულის ფარგლებში მოეწყო მრავალი სპეციალური ღონისძიება და განხორციელდა სხვადასხვა მედია პროექტი, მათ შორის: საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი; ერთ თვიანი ყოველკვირეული რადიო გადაცემათა ციკლი რადიოსადგურ მწვანე ტალღაზე; ხელოვნების ნიმუშების ნახატების გამოფენა სახელწოდებით ?გენდერი და ხელოვნება? ხელოვნების მუზეუმში; თანამედროვე ხელოვნების კლუბთან პარტნიორობით, გალერეა ?TMS? - ში ორ დღიანი ვიდეო-ფოტო ინსტალაცია სახელწოდებით ?ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი სამყარო ?. ეს იყო ოთხი ვიდეო ინსტალაციისა და თანამედროვე ფოტო ნამუშევრების გამოფენა გენდერულ თემატიკაზე; საჯარო ლექცია თემაზე ?გენდერულ თანასწორობა, სახელმწიფო და საზოგადოება?, რომელიც გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა. გარდა ამ ღონისძიებებისა ქ. თბილისის ცენტრალურ უბნებში გადაჭიმული იყო სხვადასხვა სარეკლამო ხასიათის ბანერები, გენდერული თანასწორობის პოპულარიზების მიზნით ქალაქის სარეკლამო ეკრანებზე ტრიალებდა სპეციალურად შექმნილი კლიპი და მთელი მარტის თვის მანძილზე საზოგადოებრივი ტელევიზიის საშუალებით გადაიცემოდა გენდერული თანასწორობის იდეის სოციალური რეკლამა.


21.04.2006 - 19:21:13 გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი ? გენდერული კვირეულის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი

გენდერული კვირეულის ფარგლებში მოეწყო საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამავდროულად არის პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე დააჯილდოვა ის სამი ბიზნეს კომპანია და ერთი სამინისტრო, რომლებსაც ჰქონდათ საუკეთესო გენდერული ბალანსი ყველა სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან მიმართებაში. გამარჯვებულებს სპეციალურად დამზადებული პრიზები გადასცეს გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა. ამ კონკრეტული ღონისძიების მიზანი იყო საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე კერძო კომპანიების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების სტიმულირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში. საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების გამოსავლენად, 2006 წლის იანვარ - თებერვლის თვეში, ?გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში? პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა ბიზნეს სექტორში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმართველობაში.


17.04.2006 - 20:28:50 სტუდენტური PR - პროექტი: ინტელექტ - აქცია ?გადაფურცლე სამყარო?

აქცია ?გადაფურცლე სამყარო? გაიმართება 18 აპრილს, 11 სთ_ზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში. პროექტის ორგანიზატორები არიან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობათა კოორდინაციის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები: თამარ ჯიბუტი და ზაალ გაჩეჩილაძე. აქციის მიზანია ახალგაზრდობაში მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გამოწვევა და გაღვივება. აქციაზე მისული ყოველი დაინტერესებული პიროვნება წერილობითი ფორმით მიიღებს ინფორმაციას საკუთარი ინტელექტუალური უნარების, პროფესიის და კარიერის შესახებ? ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. აგრეთვე მისი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ცნობილ მწერალთა ფოტოებს, მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს, ციტატებს და ნაწარმოებთა ჩამონათვალს. აქციაზე გათამაშდება მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული წიგნები ვიქტორინის სახით. მოწვეული ფოტოგრაფი_მარი ნაკანი აქციის მსვლელობისას გადაიღებს ფოტოებს, რომლებიც შემდგომ დაურიგდებათ აქციის მონაწილეებს. აქციის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან წიგნის მაღაზიები: ?პარნასი?, ?სამშობლო?, ?ლიტერატურული კაფე?, ?წიგნის სახლი?.


გვერდები: 1 2 3 ... 9 10 [11]





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.