მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
31.10.2006 - 16:28:00 ჯეპრას აღმასრულებელ დირექტორად კახა მაღრაძე დაინიშნა

კახა მაღრაძე ჯეპრაში 2004 წლიდან საქმიანობს და კამპანიების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. კახა მაღრაძე ჯეპრას კამპანიებისა და ჯეპრა ივენთის მიმართულებასაც გაუძღვება. კომპანიის დამფუძნებული და ყოფილი დირექტორი სოსო გალუმაშვილი ბიზნესის განვითარებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად იმუშავებს.


31.10.2006 - 16:27:16 ჯეპრა და sovetnik.ru პარტნიორობას აგრძელებენ

ჯეპრასა და პროფესიული პიარ-პორტალის sovetnik.ru-ს თანამშრომლობა გრძელდება. ჯეპრას მიერ მიწოდებული ინფორმაციები სისტემატურად გამოქვეყნდება sovetnik.ru-ზე. პირველი ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოში ჩატარებული პიარ დღეების შესახებ. პოპულარული ინტერნეტ პორტალი ამჟამად აქვეყნებს ინფორმაციას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის შესახებ.


27.10.2006 - 18:54:23 დარგე ათასი ნერგი

ამ პროექტის იდეა ეკუთვნის სამშენებლო კომპანია "მოდულს"; "შემოგვიერთდით, გადავარჩინოთ მწვანე საფარი",- ამ მოწოდებას კი მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საქართველოს მწვანეები გამოეხმაურნენ. 18 ოქტომბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000-მდე ნაძვის ნერგი დაირგო. გამწვანების მასობრივ აქციაში მონაწილეობდნენ "მოდული" ჯგუფი, მერიის კეთილმოწყობის სამსახური, საქართველოს მწვანეები და ყველასათვის ცნობილი სახეები. ასეთი სახის მნიშვნელოვანი ღონისძიებები მომავალი წლის გაზაფხულზეც იგეგმება. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი".

10.10.2006 - 19:11:27 YOUTHNET.GE-ს პრეზენტაცია
29 სექტემბერს, სასტუმრო "ვარაზმა" უმასპინძლა ახალგაზრდული ინტერნეტ პორტალის პრეზენტაციას. პრეზენტაციას დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. პროექტის დირექტორმა - ელდარ პირმისაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა პორტალის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ. დაგეგმილია ასევე პორტალის პრეზენტაციების ჩატარება მიზნობრივი აუდიტორიებისათვის, კერძოდ, უნივერსიტეტებისათვის, ახალგაზრდულ პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და სხვა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:?www.youthnet.ge ?

10.10.2006 - 19:09:51 პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს წევრები რუმინეთს სტუმრობენ

რუმინეთის დედაქალაქმა უმასპინძლა ?საზოგადოებასთან ურთიერთობების და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაციის? (PRIME) კონგრესს, რომელიც მიმდინარეობდა 31 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით. ბუქარესტში თავი მოიყარეს PRIME-ის წევრებმა ევროპის სხვადასხვა? ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და პირველად ორგანიზაციის ისტორიაში, საქართველოდან. კონგრესის თემა იყო ?ბრენდინგი და რებრენდინგი?. პროგრამაში გათვალისწინებული იყო ბევრი საინტერესო ღონისძიება: კონფერენციები, სემინარები, პრაქტიკული სავარჯიშოები, დისკუსიები და ა.შ. კონგრესის მონაწილეებმა დაათვალიერეს რუმინეთის ღირსშესანიშნაობები. შედგა საქართველოს, როგორც PRIME-ის ახალი წევრი ქვეყნის, პრეზენტაცია. კონგრესის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.


03.10.2006 - 20:05:59 ?PSP ? ჯგუფმა? მოსკოვის პროსპექტზე დასასვენებელი პარკი განაახლა

26 სექტემბერს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისა და ?PSP? ჯგუფის? ერთობლივი პროექტი განხორციელდა. სამგორის რაიონში დასასვენებელი პარკი განახლდა. დაიდგა ატრაქციონები, სკამები და? საყვავილეები. საფუძვლიანად დამუშავდა პარკის ტერიტორია? და დაითესა კოინდარის ჯიშის ბალახი. გადაიბელა ის ხეებიც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. პარკის გახსნის დღეს? ბავშვებმა ,, PSP ჯგუფისგან საჩუქრად მიიღეს სპორტული ინვენტარი და მონაწილეობა მიიღეს კონკურსში ასფალტზე ხატვაში, რომლის დევიზი იყო: ,,ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალაქი.


19.09.2006 - 18:51:31 PSP - ს საზაფხულო ფესტივალი - "საჩუქარი ბავშვებს"

PSP - ს საზაფხულო ფესტივალი - ?საჩუქარი ბავშვებს? წელს პირველად განხორციელდა. ფესტივალმა ბათუმში 12 აგვისტოს აიღო სტარტი. 14 აგვისტოს, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიება, ქობულეთში ჩატარდა;? 15 აგვისტოს კი - გონიოში საზეიმოდ დასრულდა. ეს ფესტივალი იმით გამოირჩეოდა, რომ მასში, ბათუმის ბავშვთა შემოქმედებითი სტუდია ,,ლიმპოპოს?? წევრების გარდა, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებიც მონაწილეობდნენ. მათ საშუალება მიეცათ, წარმოეჩინათ თავიანთი ნიჭი და საზოგადოების? სრულუფლებიან წევრებად ეგრძნოთ თავი. Aამ ბავშვების შესრულებით აჟღერდა, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი საბავშვო სიმღერა. PSP ჯგუფი აჭარის მიუსაფარ ბავშვებს მთელი წელი მედიკამენტებით მოამარაგებს, რადგან კომპანიის მესვეურებს კარგად აქვთ გააზრებული სოციალური პასუხისმგებლობის არსი და მნიშვნელობა. ეს ფესტივალი თითოეული ბავშვის საჩუქარია PSP ჯგუფისაგან. საქველმოქმედო აქცია კი ტრადიციულად ყოველ წელს ჩატარდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.


19.09.2006 - 18:50:26 სამშენებლო კომპანია ?მოდულის? და პიარ სააგენტო ?პროფილის? ერთობლივი აქცია აჭარაში

2006 წლის აგვისტოს, სამშენებლო კომპანია ?მოდულმა? აჭარაში ჩაატარა საქველმოქმედო აქცია, უფასო ?გასეირნება გემით?. გემი, ორი კვირის მანძილზე, 8-ჯერ გავიდა ღია ზღვაში; აქციის ორგანიზატორები ბათუმის ცენტრალურ პლიაჟზე სთავაზობდნენ გასეირნებას დამსვენებლებს, რომლებსაც პარალელურად ურიგდებოდათ ,,მოდულის?? სარეკლამო ფლაერები. სამშენებლო კომპანია `მოდულმა~ ამ აქციაზე აჭარის მიუსაფარი ბავშვებიც მოიწვია და დაუვიწყარი დღეები აჩუქა. 2006 წლის აგვისტოს, სამშენებლო კომპანია ,,მოდულმა?? აჭარაში ჩაატარა მეორე აქცია სახელწოდებით ?მოდულის ფოსტალიონები?. სპეც-ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონები, დამსვენებლებს სთავაზობდნენ სპეციალურად ზღვის სეზონისთვის განკუთვნილ, ორიგინალურ ფლაერებს, სადაც სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, ,,მოდულის??? საზაფხულო რჩევებიც იყო დაბეჭდილი. აქცია განხორციელდა ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში. სამშენებლო კომპანია ,,მოდულის?? ორივე აქციის პროექტი მომზადდა და განხორციელდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის?? მიერ.?


26.07.2006 - 17:22:05 ,,ნაყინების თაიგული ბავშვებს?? ოთხი წლისაა

კომპანია ,,გურჯაანის ნაყინმა?? და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილმა??, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საფუძველი ჩაუყარეს ყოველწლიურ საქველმოქმედო პროექტს სახელწოდებით ,,ნაყინების თაიგული ბავშვებს??. ეს პროექტი რამდენიმე აქციისაგან შედგება და სპეციალურად მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის შეიქმნა. დაიწერა სიმღერაც, რომელიც ყველა ღონისძიებაზე სრულდება და პროექტის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. 2006 წლის, 31 მაისს, რიგით მეოთხედ,? სადღესასწაულო ცენტრ ,,ბაო-ბაბში?? გაიმართა პროექტით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება, რომელიც აგვისტოს თვეში ბათუმში გაგრძელდება და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისათვის ნაყინებისა და სხვა სახის საჩუქრების გაგზავნით დასრულდება.



გვერდები: 1 2 3 ... 7 [8] 9 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.