მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
07.12.2006 - 19:39:55
ჯეპრამ სომხეთში ახალი პარტნიორი შეიძინა
საკონსულტაციო ჯგუფი “ჯეპრა” თავის საქმიანობას სამხრეთ კავკასიის ბაზარზეც აფართოვებს. 6 დეკემბერს, კომპანია “ჯეპრა”-სა (www.gepra.ge) და სომხური პიარ კომპანია “მედიაბრენდ იმპექს”-ს შორის (www.mediabrand.am). ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლიც ითვალისწინებს მხარეების ექსკლუზიურად თანამშრომლობას საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა სფეროში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ შესთავაზონ მაღალკვალიფიციური მომსახურების სრული პაკეტი მეორე მხარის კლიენტებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. “ჩვენ სომხეთში უკვე ვემსახურებით ქართულ კომპანიებს, ჯეპრასთან თანამშრომლობა კი გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას შევთაზოთ ჩვენს ლოკალურ კლიენტებს სრულფასოვანი პიარ მომსახურება უკვე საქართველოს ტერიტორიაზეც” – განაცხადა “მედიაბრენდ იმპექს”-ის პრეზიდენტმა არა ტადევოსიანმა. ჯეპრას ბიზნეს განვითარების დირექტორი სოსო გალუმაშვილი იმედოვნებს, რომ “მედიაბრენდ იმპექსთან” თანამშრომლობის დაწყება კავკასიის პიარ ქსელის შექმნის წინაპირობა გახდება. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კლიენტების სომხეთის ბაზრით დაინტერესება, ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ მათ უზრუნველყოფას მაღალხარისხიანი პიარ და სარეკლამო მომსახურებით და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ახალი პარტნიორის “მედიაბრენდ იმპექსის” დამსახურება იქნება” – აღნიშნა სოსო გალუმაშვილმა. |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|