მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
04.12.2006 - 19:12:58
ქართული ბრენდის დღე - 2006
16 დეკმბერს, 19 საათზე, GTC (საქართველოს სავაჭრო ცენტრი) გაიმართება ,,ქართული ბრენდის დღე – 2006’’-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საზოგადოების ცნობილი სახეები და პროექტში ჩართული კომპანიების უცხოელი პარტნიორები. ასევე, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და უცხოეთიდან (პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა) მოწვეული სტუმრები. „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მნიშვნელობას ადასტურებს მასში მონაწილე კომპანიები, მხარდამჭერები, სპონსორები და მედია გამოხმაურებები. მოულოდნელი და სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის დადებითი შეფასება 2005 წლის ,,ქართულ ბრენდის დღესთან’’ დაკავშირებით, რაც მან ცნობილ ბიზნესმენებთან საახალწლო შეხვედრაზე გაანაცხადა. ამ აზრისაა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, ბიზნესმენი და საზოგადოებრივი აზრის ლიდერი. იდეის ავტორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პროექტმა გაამართლა და ქვეყნის განვითარებასთან ერთად ის უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. თანაორგანიზატორები: საინფორმაციო მხარდაჭერები: სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.georgianbrand.ge |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|