მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
27.10.2006 - 18:54:23
დარგე ათასი ნერგი
ამ პროექტის იდეა ეკუთვნის სამშენებლო კომპანია "მოდულს"; "შემოგვიერთდით, გადავარჩინოთ მწვანე საფარი",- ამ მოწოდებას კი მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საქართველოს მწვანეები გამოეხმაურნენ. 18 ოქტომბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000-მდე ნაძვის ნერგი დაირგო. გამწვანების მასობრივ აქციაში მონაწილეობდნენ "მოდული" ჯგუფი, მერიის კეთილმოწყობის სამსახური, საქართველოს მწვანეები და ყველასათვის ცნობილი სახეები. ასეთი სახის მნიშვნელოვანი ღონისძიებები მომავალი წლის გაზაფხულზეც იგეგმება. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი". |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|