მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
26.06.2006 - 17:21:24 პირველად საქართველოში სტუდენტური პიარ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საქართველოში პიარ სწავლების 10 წლის იუბილე აღინიშნა

2006 წლის 24 ივნისს, 13:00 საათზე, ?PR დღეების? ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პირველი სტუდენტური პიარ კონკურსის - სახელწოდებით ?PRოექტის? გამარჯვებულთა დაჯილდოვება და პიარ სწავლების 10 წლის იუბილე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში მოქმედი პიარ კომპანიების წარმომადგენლები, პიარ სპეციალისტები, სტუდენტები, ლექტორები, საქართველოს ტექნიკური უნიევრსიტეტის რექტორი, ფაკულტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მასმედიიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.?

ღონისძიებას უძღვებოდა ელდარ პირმისაშვილი, პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს ვიცე-პრეზენტი. ამ დღის და საერთოდ პიარ საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-ნ რამაზ ხუროძემ, სტუ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანმა ქ-ნ ქეთი ქოქრაშვილმა და პიარ სპეციალობის კოორდინატორმა და დამაარსებელმა ბ-ნ ვანო ჭიაურელმა. გამოსვლების დასრულებისთანავე, გურამ კანკავამ, დეტალურად ისაუბრა პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს შესახებ, რომლის პრეზედენტიც იგი თავად გახლავთ, ანუ ეს იყო ამ ორგანიზაციის პირველი, ასეთი მაშტაბური საჯარო პრეზენტაცია.

დასასრულს, პირველი სტუდენტური კონკურსის ?PRოექტის? ჟიურის სახელით, ბერდია ნაცვლიშვილმა, რომელიც არის პირველი ქართულენოვანი პიარ პროფესიული პორტალის PRGUIDE.GE - ს ავტორი, ისაუბრა კონკურსის იდეის და ჟიურის მუშაობის შესახებ. მოგვიანებით კი დაიწყო გამარჯვებული პროექტების დაჯილდოვება. სოსო გალუმაშვილმა, კომპანია ?ჯეპრას? დირექტორმა, ნიკა ჯავახიშვილმა, კომპანია ?ეისითი პიარის? დირექტორმა, ელგუჯა მარღიამ, კომპანია ?პროფილის? დამფუძნებელმა და მარიკა დარჩიამ, საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელმა საპატიო ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს პრიზიორებს. უნდა აღინიშნოს რომ პირველი სტუდენტური კონკურსის შედეგების მიხედვით, 2006 წელს არ გამოვლინდა I და II ადილები და საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: III ადგილი ერგო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პიარ სპეციალობის III კურსის სტუდენტებს თათა აბსანძეს, სალომე ბებიაშვილს და ქეთი კაკაბაძეს; სპეციალური პრიზი საუკეთესო კრეატივისთვის ერგო, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტებს ნათია ვაშალომიძეს, თათული მაისურაძესა და ანა ცინცაძეს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური პრიზი ერგო ამავე უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს სალომე ბერიძეს ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტის პრიზი ერგო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ლელა გიორგაძეს. უნდა აღინიშნოს სამშენებლო კომპანია მოდულის 200 ლარიანი სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს პიარ ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად და მოგზაურთა კლუბის პრიზი ფოტო აპარატი და ასევე უპრეცენდენტო ფასში ხუთი პიარ სტუდენტის ანტალიაში 1 კვირიანი საგზურის დაწესება. პრიზების გადაცემის შემდეგ, კლასიკური მუსიკის ფონზე გაიმართა პიარ საუნივერსიტეტო განათლების 10 წლის იუბილისადმი სპეციალურად მომზადებული ტორტის საზეიმო გაჭრა.





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.