მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
26.06.2006 - 17:20:40
პირველად საქართველოში `PR დღეები? აღინიშნა
2006 წლის 24-25 ივნისს, თბილისი მასპინძლობდა ?PR-დღეებს?. ასეთი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ?PR დღეების?? ჩატარების მიზანი იყო პიარის, როგორც ახალი პროფესიისა და პრაქტიკის პოპულარიზება და ასევე, საქართველოში მოქმედი ყველა პრაქტიკოსის დაახლოება და ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა. ?PR დღეების?? ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელებმა. ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ტელევიზიების დილის პროგრამებით, რადიო გადაცემებითა და საინფორმაციო გამოშვებებით. ეს ღონისძიება საკმაოდ ვრცლად გააშუქა ქართულ ბეჭვდით მედიამაც. პიარ დღეების ორგანიზატორები იყვნენ: პიარ საკონსულტაციო კომპანიები ?ჯეპრა?, ?პროფილი?, ?ეისითი პიარი?, პიარ პროფესიულ ინტერნეტ პორტალი ?PRGUIDE.GE?, პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპულ ასოციაცია და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტი, ხოლო ამ დღეების ჩატარება შესაძლებელი გახდა კომპანიების: ?მოდული?, ?მოგზაურთა კლუბი?, სარეკლამო სააგენტო ?i-LinePlus?, კოკა-კოლას და საქართველო ბიზნეს ეთიკის ასოციაციის მხარდაჭერით.? |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|