მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
22.05.2006 - 16:33:12
სტუდენტური PR პროექტი: ?სიკეთის ერთი წვეთი?
ოთხშაბათს, 24 მაისს, 12სთ-დან 16სთ-მდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველი კორპუსის საგამოფენო დარბაზში გაიმართება სტუდენტური საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით ?სიკეთის ერთი წვეთი?. აქციას ექნება გამოფენა-გაყიდვის სახე. გამოფენა ჩატარდება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. გამოფენილი იქნება სოციალური თერაპიის სახლის მოზარდების ნამუშევრები. აქციის მიზნებია: გავახალისოთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ უნარშეზღუდული მოზარდების ცხოვრების თუნდაც ერთი დღე; ვიზრუნოთ მათზე, როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრებზე; გავუწიოთ მათ ფინანსური დახმარება. უნარშეზღუდულ მოზარდებს საჩუქრად გადაეცემათ წმ.ნიკოლოზის ხატები. აქციაზე მოწვეულნი იქნებიან ცნობილი სახეები. პროექტის ორგანიზატორია - სამშენებლო კომპანია ?მოდული?. პროქტის ავტორები არიან თსუ-ს საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები, ?პროფილი სტუდენტურის? წევრები: ნინო ძნელაძე, თეონა გოცირიძე, მარი წიკლაური. ინფორმაცია მოამზადეს: ნინი ქერქაძემ, თამუნა ვაქიაშვილმა და ნინო გოჯიაშვილმა. |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|