მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
12.05.2006 - 21:46:59
კონკურს ?PRემია ? 2005?- ის შედეგების შეჯამება
მინსკში, 2006 წლის 28 აპრილს, ჩატარდა კონფერენცია? ?PR სწავლება ? 2006: თანამედროვე PR სისტემის პრაქტიკა ბიზნეს ? კომუნიკაციაში?, რომლის ფარგლებში გაიმართა საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში ეროვნული კონკურსის ?PRემია ? 2005?-ის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვება. კონკურსი ჩატარდა ბელორუსიის საზოგადოებასთან ურთიერთობების ასოციაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ. ორგანიზატორების თქმით, იგი მიმართულია ბელორისიაში პიარის პოპულარიზაციისა და მისდამი საზოგადოებრივი სტატუსის მინიჭებისაკენ, ასევე პიარ სფეროში ლიდერების განსაზღვრისა და პიარ მომსახურეობაში დაინტერესებული სპეციალისტების გაერთიანებისაკენ. ნომინაციის ლაურეატები გახდნენ: წლის საუკეთესო პიარ პერსონა ? მომღერალი ქსენია სიტნიკი; წლის საუკეთესო პიარ სპეციალისტი კომპანია ?БелКП ? ПРЕСС? ? ის პიარ მენეჯერი ინა ხოდასევიჩა; წლის საუკეთესო პიარ პროექტი ? მუსიკალური რადიო პრემია ?ოქროს ყური?, ?ალფა რადიო?; საუკეთესო პრეს სამსახური ? ბელორუსიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის ინფორმაციის დეპარტამენტი და საუკეთესო სტუდენტური სამუშაო ? ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტი: ?კომუნიკაციური არხებისა და დადებითი საინფორმაციო ველის შექმნა?. ინფორმაციის წყარო: www.sovetnik.ru |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|