მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
22.04.2006 - 20:30:16
სტუდენტური PR პროექტი: ?მაჩუქე ღიმილი?
27 აპრილს, 13 სთ-ზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის თემაზე მოკლე ვიდეო-ფილმების ჩვენება და დებატები. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივი ინტეგრაცია. ეს ბავშვები და ახალგაზრდები გამოირჩევიან მრავალმხრივი ნიჭით: წერენ ლექსებს, მღერიან, ცეკვავენ, ხატავენ, გულმოდგინედ ეუფლებიან ცოდნას, მაგრამ ისინი იზოლირებულნი არიან საზოგადოებისგან. იმყოფებიან სპეციალურ ინსტიტუციურ დაწესებულებებში ან მშობლები ერიდებიან მათ გამოჩენას საზოგადოებაში. პროექტი ?მაჩუქე ღიმილი? დაიწყო 24 მარტს, მასში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ღონისძიება უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, ხოლო 27 აპრილს ჩატარდება დასკვნითი ღონისძიება. პროექტის ავტორები არიან თსუ.-ს საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის მეორე კურსის სტუდენტები: ქეთევან არველაძე და ელენე ჯავახიშვილი. ინფორმაცია გაავრცელეს: ნინო გოჯიაშვილმა; ნინი ქერქაძემ და თამუნა ვაქიაშვილმა.????? |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|