მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. | ![]() |
სიახლენი
21.04.2006 - 19:21:13
გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი ? გენდერული კვირეულის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი
გენდერული კვირეულის ფარგლებში მოეწყო საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამავდროულად არის პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე დააჯილდოვა ის სამი ბიზნეს კომპანია და ერთი სამინისტრო, რომლებსაც ჰქონდათ საუკეთესო გენდერული ბალანსი ყველა სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან მიმართებაში. გამარჯვებულებს სპეციალურად დამზადებული პრიზები გადასცეს გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა. ამ კონკრეტული ღონისძიების მიზანი იყო საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე კერძო კომპანიების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების სტიმულირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში. საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების გამოსავლენად, 2006 წლის იანვარ - თებერვლის თვეში, ?გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში? პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა ბიზნეს სექტორში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმართველობაში. სიახლეთა კატეგორიები | ![]() | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
|
|