მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
20.09.2009 - 04:02:48
PR Hypermarket - ახალი ქართული ბლოგი პიარში
2009 წლის სექტემბერს, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი, სახელწოდებით PR Hypermarket http://prhypermarket.blogspot.com. ეს ბლოგი ეძღვნება ყველას ვინც დაინტერესებულია სტრატეგიული კომუნიკაციებით, პიარ პრაქტიკითა და თეორიით, მარკეტინგული და ინტერაქტიული კომუნიკაციებით, ახალი მედიითა და სოციალური ქსელებით. ეს ბლოგი ამ ყველაფერს ერთ ჭერქვეშ აერთიანებს. ბლოგებზე რამოდენიმე ავტორია დარეგისტრირებული, რომლებიც პერიოდულად დადებენ ინფორმაციებს, სტატიებს და მოსაზრებებს ყველა იმ საკითხებზე, რომელიც დააინტერესებს ყველას, ვინც ზოგადად დაინტერესებულია პიარ პრაქტიკითა და თეორიით. გარდა ამ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციისა, ყველას აქვს შესაძლებლობა დატოვონ გამოხმაურებები და ამით აქტიურად მიიღონ მონაწილოება უკუკავშირის პროცესში. ბლოგერების აზრით, ახალი მედიის განვითარების კვალდაკვალ, ეს ბლოგი საკუთარ წვლილს შეიტანს პიარ პრაქტიკის განვითარების საქმეში. |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|