მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
31.03.2009 - 14:59:07
კომპანია "გუდვილმა" მედიის წარმომადგენლებს ”გუდვილში” დანერგილი HACCP-ისა და ISO სტანდარტების საკითხები გააცნო
19 მარტს კომპანია "გუდვილმა" ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” მედია ტური და პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების მიზანი მედიისათვის კომპანიის მიერ საქართველოში პირველად საცალო გაყიდვებში HACCP-ის სისტემის დანერგვის პრეცენდენტის გაცნობა და "გუდვილში" დანერგილი ISO სტანდარტების საკითხების გაშუქება იყო. ღონისძიება 12:00 საათზე, "გუდვილის" პიცერიაში სტუმრობით გაიხსნა, სადაც დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ცნობილ ფრანგ კონდიტერებს, გაეცნოთ და დაეგემოვნებინათ მათ მიერ საოცარი ოსტატობით მომზადებული ორიგინალური პროდუქტები. ღონისძიების მთავარი ნაწილი - პრესკონფერენცია - 12:30 საათზე "გუდვილის" საკონფერენციო დარბაზში შედგა. კონფერენციაზე ”გუდვილის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს კომპანია "გუდვილის" მიერ დანერგილი სტანდარტების როგორც მენეჯმენტის (ISO), ისე უშუალოდ პროდუქციის (HACCP) ხარისხის კონტროლის საკითხებში. |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|