11.11.2008 - 15:00:50
”ბი ბი სი”-ს საერთაშორისო სამსახურის სასწავლო პროგრამა
”ბი ბი სი”-ს საერთაშორისო სამსახური აგრძელებს საკუთარი კორპორაციული სტილის სწავლების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში სასწავლო მასალები კორპორაციის 6 ლოკალურ საიტზე განთავსდება: bbcarabic.com, bbcchinese.com, bbcpersian.com, bbcrussian.com, bbcurdu.com, bbcafrique.com.
პროგრამის მიზანია ჟურნალისტებს მსოფლიო მასშტაბით მისცეს საშუალება გაეცნონ ”ბი ბი სი”-ს სასწავლო მასალებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ინგლისურენოვანი კორესპონდენტებისათვის იყო ხელმისაწვდმი.
კორპორაციის მთავარი ამოცანაა გაავრცელოს ”ბი ბი სი”-ს ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ენისა და სტილის სფეროში დაგროვილი გამოცდილება - აღნიშნულია კორპორაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
”ბი ბი სი”-ს საერთაშორისო სამსახურსა და ”ბი ბი სი”-ს ჟურნალისტიკის სკოლას იმედი აქვთ, რომ ხელს შეუწყობენ ჟურნალისტიკაში არსებულ ენობრივ ნორმებთან დაკავშირებული დისკუსიის გაღვივებას და ისეთი პროფესიული ღირებულებების გავრცელებას, როგორებიცაა მიუკერძოებლობა, სიზუსტე და პატიოსნება მასალის გაშუქების პროცესში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: http://www.sovetnik.ru/prnews/world/more/?id=23997