მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
17.12.2007 - 18:07:50
POLLING.GE - ინტერნეტ აუდიტორიის გამოკითხვის სერვისი
საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდამ შექმნა სრულიად ახალი აუდიტორია, რომლის შესწავლაც სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება "ფაბლისითი ჯგუფის" ახალი პროექტი POLLING.GE , რომელიც წარმოადგენს ინტერნეტ აუდიტორიის გამოკითხვის ეფექტურ სისტემას. "POLLING.GE-ს შექმნის იდეა დიდი ხანია გვქონდა და ამ ტიპის პროდუქტის საჭიროებასაც დღითიდღე სულ უფრო მეტად ვგრძნობდით. შეუძლებელია ადეკვატურად არ უპასუხო ახალ ტენდენციას, რომელიც ელექტრონული კომერციის, ონლაინ მარკეტინგისა და ინტერნეტ მაღზიების განვითარებას გულისხმობს. ჩვენი პროექტი სრულფასოვნად 2008 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. მანამდე კი - ინტერნეტ მომხმარებლებს ვთავაზობთ ჩაერთონ POLLING.GE-ს პირველ გამოკითხვაში, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ვფიქრობ, ამ ტიპის გამოკითხვა საინტერესო იქნება მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისათვის" - აცხადებს პროექტის მენეჯერი, რეზო ნატროშვილი. "ფაბლისითი ჯგუფი" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ქართულ ბაზარზე თვისობრივად ახალი პროდუქტების დანერგვაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია "პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო" - PUBLICITY.GE, რომელიც საზოგადოებამ სექტემბრის თვეში იხილა.
|
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|