მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
15.12.2007 - 03:52:49
“ქართული ბრენდის დღე 2007”
19 დეკემბერს, 19 საათზე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილი” წარმოგიდგენთ რიგით მეხუთე ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს. ღონისძიება 2007 წლის საგამოფენო ცენტრ ,,Expo Georgia’’-ში გაიმართება. პროექტში ,,ქართული ბრენდის დღე’’ მონაწილეობენ ქართული ლიდერი კომპანიები; ასევე წარმატებული ახალი ქართული ბრენდები. ,,პროფილი კვლევის’’ მიერ გამოვლენილია გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში: ლიდერი; რეპუტაცია და ნდობა; წარმატებული ქართული ბრენდი; წარმატებული სატელევიზიო შოუ პროექტი; წარმატებული სარეკლამო რგოლი. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებას, პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე; კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდების და ტექნოლოგიების დამკვიდრებას; პროექტის პარტნიორები: ,,MD soft”, ,,Georgian Jurnal”, სტუდია ,,ბარსა”, ,,სარეკლამო ჯგუფი” საინფორმაციო მხარდამჭერები: |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|