მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. | ![]() |
სიახლენი
29.10.2007 - 15:53:41
სიკეთის ერთი წვეთი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ იწყებს კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელებას, რომელსაც ანალოგი არა აქვს საქართველოში. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით ვერ არეგულირებს მეცენატობასა და ქველმოქმედებას, რაც ზოგადად აფერხებს კომპანიების სოციალური ვალდებულებების სტიმულირებას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებენ ბიზნესმენები, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები და კომპანიები. პროექტის მისიაც, სწორედ მადლიერების გამოხატვაა ყველა იმ ფონდისადმი, ბიზნესმენებისადმი, ადამიანებისა და კომპანიებისადმი, ვისაც გაცნობიერებული აქვს თავიანთი საქმიანობისა და მოღვაწეობის ღვთიური დანიშნულება, ვისაც კარგად ესმის, რომ მის მიერ გაღებული ,,სიკეთის ერთი წვეთიც’’ მრავალი უსახლკარო, უპოვარი, დავრდომილი, ავადმყოფი და უდედმამო თანამოქალაქის, სოციალურად დაუცველი ფენის გადარჩენას ემსახურება. პროექტი ითვალისწინებს ყველა იმ ფონდის, ბიზნესმენის, კომპანიისა და ადამიანის წარმოჩენას, ვისი საქმიანობაც ორიენტირებულია სოციალურ პასუხისმგებლობაზე, კერძოდ, მეცენატობასა და ქველმოქმედებაზე. ეს იქნება საიმფორმაციო-ვიზუალური ხასიათის სამენოვანი (ქართული-რუსული-ინგლისური) გამოცემა-კატალოგი, რომელიც ყოველწლიურად განახლდება. დაგეგმილია ამ პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითა და ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. სიახლეთა კატეგორიები | ![]() | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
|
|