მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
22.10.2007 - 18:00:57
“რაშენ ემბარგო” ქართული ნაციონალური ბრენდი ხდება
ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP” კომპანია “რაშენ ემბარგოს” საზეიმოდ გადასცა კახური ყურძნის სპირტზე დამზადებულ საკონიაკე მასალა. აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია შედგა 18 ოქტომბერს, ფოლკლორის თეატრ “ნაბადში”. “პსპ”-ში მიაჩნიათ , რომ საქართველოსთვის გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ შესანიშნავ ტრადიციას და საქმეს დაუდო საფუძველი. რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ბლოკადის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP”-მ კახეთში 2006 წელს 100 ტონა, 2007 წელს კი – 150 ტონა ყურძენი შეიძინა. შეძენილი ყურძნით მომზადდება კონიაკი საელწოდებით “რაშენ ემბარგო”. 12 წლიანი დაძველების შემდეგ პრემიუმ ბრენდის კონიაკი “რაშენ ემბარგო “ აუცილებლად გაიყიდება რუსათის ბაზარზე და რუს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გემო გაუსინჯოს რუსული ემბარგოს. ინფორმაციის წყარო: www.publicity.ge |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|