მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
01.03.2007 - 22:19:57
“რეალური კაპიტალი” - საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტული გამოცემა
“ჯეპრა - მედიას” პირველი მედია - პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, გაზეთთან “24 საათი” და საინფორმაციო სააგენტოსთან “ჯი-ბი-სი”, ერთობლივად ხორციელდება. “რეალური კაპიტალი” გაზეთ “24 საათის” დამატებაა, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ საშუამავლო კომპანიების გარეშე (მიმდინარე მშენებლობები, მიწის თუ სხვა უძრავი ქონების პრივატიზაცია, აუქციონები, ფასები და .ა.შ.), ისარგებლოს იურიდიული კონსულტაციით პროფესიონალი იურისტისგან (ხელშეკრულებიდან დაწყებული, ბინის ჩაბარებისას შემოთავაზებული პირობების დაცვით დასრულებული), გაეცნოს ობიექტურ ინფორმაციას კანონმდებლობისა და დღეს ამ სფეროში მოქმედი კომპანიების შესახებ, მიიღოს რჩევები არქიტექტორებისგან, დიზაინერებისგან, ასევე გაანალიზოს შემოთავაზებები ბანკებისგან (იპოთეკური სესხები, სესხის აღების მექანიზმი და სხვა) და სამშენებლო კომპანიებისგან (უკვე დასრულებული პროექტები, მშენებარე ბინები, ფასები, ხარისხი). დამატების მიზანია გახდეს ამ თემით დაინტერესებული მკითხველისა და ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საიმედო ბიზნეს-მეგზური. “24 საათის” ჩანართი კვირაში ორჯერ გამოვა. “რეალური კაპიტალი~ დაერქმევა აგრეთვე სპეციალურ რუბრიკას, რომელსაც საკუთარ ვებგვერდზე წამყვანი ბიზნეს საინფორმაციო სააგენტო `ჯიბისი~ შექმნის. ინფორმაცია სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ მთელს საქართველოში, ხოლო პარტნიორების ქსელის მეშვეობით მთელს მსოფლიოში გავრცელდება. “რეალური კაპიტალის” პარტნიორები არიან კომპანია არსი, სადაზღვევო კომპანია ალდაგი-ბისიაი, ბტა სილქ როუდ ბანკი. ჯეპრა-მედია წლის I ნახევარში პარტნიორებთან ერთად კიდევ 4 მედია-პროექტის განხორციელებას გეგმავს. |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|