მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
23.02.2007 - 19:13:49
საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრი (GITC) საქმიანობას მარტიდან დაიწყებს
,,საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა'' (www.guss.edu.ge) და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილს” (www.profile.com.ge) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ამ ორი კერძო ორგანიზაციის ბაზაზე ფუძნდება და 2007 წლის მარტიდან საქმიანობას შეუდგება ,,საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრი''. პირველი საგანმანათლებლო პროექტის მიხედვით დაგეგმილია ,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’დირექტორის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის, დოცენტ ანდრეი როტოვსკის უნიკალური, 5 დღიანი ექსპრეს-კურსის ჩატარება ,,PR ოსტატობის ძირითად საფუძვლებში''. ,,საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრის'' (GITC) საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება უცხოეთის პროფესიონალ და აღიარებულ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული და საქართველოსთვის ახალი, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|