მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
07.02.2007 - 14:34:32 თბილისის PR სკოლა საქმიანობას აპრილიდან დაიწყებს


2007 წლის აპრილიდან საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და პიარ-სააგენტო “ჯეპრა” აცხადებენ მიღებას თბილისის PR - სკოლაში. ეს იქნება 3 თვიანი ინტენსიური სწავლების კურსები, რომელიც მოიცავს თანამედროვე მარკეტინგულ კომუნიკაციებს და რომლის კურსდამთავრებულები შეძლებენ წარმატებით გააგრძელონ საქმიანობა ნებისმიერ ორგანიზაციაში PR სპეციალისტისა და მენეჯერის თანამდებობაზე.

დღეს არსებული მოკლევადიანი სემინარებისა და ტრენინგებისგან განსხვავებით, თბილისის PR -სკოლა ორიენტირებულია სწავლების საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე. სწავლების ასეთი მოდელი გათვლილია პიარ მენეჯერებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებით.

თბილისის პიარ სკოლის დამფუძნებლები არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა” და საქართველოს წამყვანი პიარ სპეციალისტები. ჯეპრას ბიზნესის განვითარების მენეჯერის სოსო გალუმაშვილის განცხადებით, თბილისის პიარ სკოლის უმთავრესი მიზანია, ბიზნეს კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში მოღვაწე პიარ მენეჯერები მოამზადოს პრაქტიკულ საქმიანობაში საჭირო მარკეტინგული კომუნიკაციის თითქმის ყველა სფეროში და აღჭურვოს ისინი აუცილებელი უნარ-ჩვევებით. `თბილისის პიარ სკოლა ორ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი. პირველ ჯგუფში ორგანიზაციებში დასაქმებული პიარ მენეჯერები შედიან, ხოლო მეორე ჯგუფში პიარის შესწავლით დაინტერესებული საზოგადოება. პიარის სპეციალისტების მწვავე დეფიციტის გამო, პიარ მენეჯერის თანამდებობაზე საქმიანობას იწყებენ სხვა სფეროების წარმომადგენლები ან ახალბედები, რომლებსაც საწყის ეტაპზე არც პრაქტიკული და არც თეორიული გამოცდილება გააჩნიათ. პრაქტიკოსი პიარისტების გამოცდილების გაზიარება და თეორიული ცოდნის მიღება მათ პროფესიის დაუფლებაში დაეხმარება. 

სასწავლო კურსის ლექციებს წაიკითხავენ პიარისა და მარკეტინგის ცალკეული სფეროს აღიარებული და გამოცდილი ქართველი სპეციალისტები, რადგან ყველაზე კარგად ქართულ სინამდვილეს და პრობლემებს სწორედ ეს პროფესიონალები იცნობენ, - განაცხადა სოსო გალუმაშვილმა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი პროექტი წარმატებული იქნება და გაუს სასწავლო ბაზაზე მაღალპროფესიული პიარ სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება.

“თბილისის პიარ სკოლის საქმიანობა, პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის გამოცხადებითა და განხორციელებით შემოიფარგლება. შემდეგ ეტაპზე, დაგეგმილია ფაკულტატიური კურსის შემოღება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. სასწავლო კურსი 12 კვირას მოიცავს. მსმენელებს საშუალება ექნებათ კურსის ღირებულება სტუდენტური კრედიტით, ანუ განვადებით გადაიხადონ. კომპანიებისა და ორგანიზაციების პიარ მენეჯერები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, ხოლო სხვა მსმენელებისათვის ჩატარდება ტესტირება,” - განაცხადა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა.





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.