მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR: ისტორია
PR: ისტორია
  
საზოგადოებრივ აზრზე მუშაობა და ზეგავლენა ანტიკური პერიოდიდან მოდის. გაჩნდა თუ არა პირველი საზოგადოება, გაჩნდა მოთხოვნილება მასთან მუშაობისა. PR-ის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება. იგი ჩაისახა ამერიკაში ინდუსტრიული ბუმის დროს, როდესაც კერძო ფირმებმა და მწარმოებლებმა მართვის ახლებური მეთოდების საჭიროება გააცნობიერეს. მის ერთ-ერთ ფუძემდებლად დღესაც ითვლება აივი ლი, რომელიც წლების განმავლობაში ჰენრი ფორდისა და ჯონ როკფელერის საზოგადოებასთან დიალოგს მართავდა. ამ სფეროში ერთ-ერთ პიონერად ასევე შეგვიძლია დავასახელოდ ედუარდ ბერნეისი, რომელმაც 1919 წელს ნიუ-ორკში ჩამოაყალიბა PR საკონსულტაციო კერძო ფირმა, რომელიც კლიენტებს კონსულტაციას უწევდა საზოგადოებაში სწორი რეაქციებისა და ქმედებების შესახებ, ხოლო 1923 წლიდან, მან ნიუ-ორკში სტუდენტთა ჯგუფი შეკრიბა და PR-ის პირველი კურსები ჩამოაყალიბა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, ეს დარგი საკმაოდ განვითარდა და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა მწარმოებლურ და სახელმწიფო ურთიერთობებში. დღეისათვის PR-ის გარეშე წარმოუდგენელია წამყვანი კერძო ფირმების არსებობა. დღეისათვის გამოდის უამრავი ლიტერატურა ამ სფეროში, თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ამ დარგის სპეციალისტთა მოსამზადებელი ცენტრები, რომ არაფერი ვთქვათ საუნივერსიტეტო სწავლებაზე, სადაც კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. ფუნქციონირებს, როგორც ნაციონალური, ასევე საერთაშორისო PR პროფესიული ასოციაციები და უამრავი კერძო PR საკონსულტაციო ფირმები. PR-ი ნებისმიერი ორგანიზაციული ფირმის საქმიანობისათვის ეფექტური მართვის განუყოფელ ნაწილად იქცა.
გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო PR-ის, როგორც საკომუნიკაციო დისწიპლინის დამკვიდრება. პირველი ფაქტი, რომლის დროსაც სიტყვა "Public Relations " (ფაბლიქ რელეიშნზ) გამოიყენეს ასეთი იყო: ამერიკის შეერთებულ შტატებში სარკინიგზო კატასტროფების სერიის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა სარკინიგზო ტრანპორტის გამოყენება, რის გამოც ამერიკის რკინიგზის დეპარტამენტმა რამდენიმე სპეციალობის თანამშრომელს დაავალა, რომ მომხმარებელი რკინიგზის უსაფრთხოებაში დაერწმუნებინა. მაშინ, ფსიქოლოგების, სოციოლოგების, მარკეტოლოგებისა და ჟურნალისტების ჯგუფის წევრებს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტები უწოდეს.

ამერიკული PR-ის ისტორიას ამ დარგის სპეციალისტები შემდეგ ეტაპებად ყოფენ:

1. 1900-1917 წლები, PR-ის ნიადაგის მომზადების პერიოდი: ეს პერიოდი იყო ძირითადად ჟურნალისტიკიდან PR-ის ჩამოყალიბების პერიოდი. ამ დროს მოღვაწეობდნენ რექს ჰარლოუ, აივი ლი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.

2. პირველი მსოფლიო ომის პერიოდი: მიზანი: მოსახლეობის მოზიდვა სამხედრო მოქმედებების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა ვილსონმა დაარსა ე.წ. "კრილის კომიტეტი", რომელსაც ჯორჯ კრილი ხელმძღვანელობდა. მან 3000-მდე რეგიონში შექმნა თავის თანამშრომელთა ინსტიტუტი. ათასობით ადამიანი ავრცელებდა ვაშინგტონიდან მიღებულ ინფორმაციას.

3. 20-იანი წლების ეკონომიკური ბუმი: მიზანი: პროდუქციის ბაზარზე გასაღება. ამ დროს PR-მა მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო: ბიზნესი, სახელმწიფოს მართვა, ეკლესია და ა.შ. ჩამოყალიბდა ახალი PR სააგენტოები, გამოჩნდნენ ახალი სპეციალისტები.

4. რუზველტის ეპოქა და მეორე მსოფლიო ომი: ამ პერიოდში გაჩნდა ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. დაიწყო პირველი საზოგადოებრივი გამოკითხვები. საფუძველი დაედო არჩევნებში PR ტექნოლოგიების გამოყენებას. 1933 წელს გაიხსნა პირველი პოლიტიკური კონსულტაციების სააგენტო, რომელსაც ცოლ-ქმარი კლემ უაიმაკერი და ლიონ ბაკსტერი ხელმძღვანელობდნენ. მეორე მსოფლიო ომმა გამოააშკარავა, რომ PR-ის ინსტრუმენტად შეიძლება რეკლამა ჩაითვალოს. დაიწყო სარეკლამო კამპანიების ორგანიზება.

5. ომის შემდგომი პერიოდი: 1945-1965 წლები. ამ დროს დაიწყო ამერიკაში პირველი სპეციალისტების მომზადება PR-ში. ამ პერიოდში მკვეთრად განვითარდა საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო ბიზნესი. დაიწყო ტექნიკის განვითარება. ტელევიზიის შექმნამ წარმატება მოუტანა PR-ს როგორც პოლიტიკის, ისევე ბიზნესის სფეროში. შეიქმნა Pღ-სახელმძღვანელოები. საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე საერთაშორისო PR ასოციაციას.

6. PR-ის გლობალიზაცია: ეს პერიოდი ითვლება ინფორმაციის გლობალიზაციის ეპოქად, რომელიც ხასიათდება ახალი ტექნოლოგიების განვითარებით. უკვე მასიურად ყალიბდება და მთელს მსოფლიოში წარმატებით საქმიანობენ PR საკონსულტაციო სააგენტოები, ეროვნული ეკონომიკა ხდება მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი. ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებით ეუფლებიან PR-ის სპეციალობას.

PR-ის სამშობლოდ უდავოდ ამერიკა ითვლება, მაგრამ აქ ძირითადი აქცენტი კერძო ბიზნესზე კეთდებოდა. სამთავრობო დონეზე ამ საქმიანობაში პირველობა კი ინგლისს ეკუთვნის. PR-ის ფუნქციის მოხელეები ინგლისში, პრეს-მდივნების სახით 1809 წელს გაჩდნენ, ხოლო ეს თანამდებობა პირველად 1954 წელს ბრიტანულმა საფოსტო სამსახურმა დაამკვიდრა. სახელმწიფო PR-ს, მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ამოცანების გადაჭრა უხდება, ამიტომ სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა იცოდნენ, რა სიძნელეებთან ექნებათ საქმე, თუ მათი მოღვაწეობა არ იქნება გაგებული და დროულად მიღებული საზოგადოებისათვის. როგორც დავინახეთ XX საუკუნეში მოხდა ამ პროფესიის ჩამოყალიბება და განვითარება, რომელიც ახალ საუკუნეში ახალი მიდგომებითა და თავისებურებებით შედის.





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.