მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR: ისტორია საქართველოში
PR: ისტორია საქართველოში
  
საქართველოში PR-ს, როგორც პროფესიას და საუნივერსიტეტო სწავლებას საკმაოდ მოკლე ისტორია აქვს. ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული იდეოლოგიის პირობებში შეუძლებელი იყო ისეთი ამოცანის არსებობა, როგორიცაა საზოგადოებასთან ორმხრივი ურთიერთობის წარმართვა და დიალოგი. ამიტომაც ამ პერიოდის მასმედია და სახელმწიფო პრესსამსახურებიც მხოლოდ იდეოლოგიური, უწყებრივი და კონტროლირებადი ინფორმაციის გაცემით შემოიფარგლებოდნენ. საბაზრო ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ასევე შეუძლებელი იყო PR-ის გამოყენება სამრეწველო-სავაჭრო ურთიერთობების დროსაც, რადგან მაშინ არ არსებობდა კერძო კომპანიები და აუცილებლობა ბაზარზე კონკურენციისა. გამომდინარე აქედან ეს ტერმინი და მისი ფუნქცია უცხო იყო ჩვენი ქვეყნისათვის 1990 წლამდე. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და კონკურენციის გაჩენამ თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ დარგის განვითარების საქმეში. ამ ეტაპზე PR-ი განვითარების ბუნებრი გზაზს გადის და მიმდინარეობს PR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესი.

Public Relations - ის, როგორც სახელის, ასევე მისი არსის შემოტანა 1993 წელს უკავშირდება, როდესაც თბილისში პირველად შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი". ამ პერიოდიდან გაჩნდა სტატიები გაზეთებში, რაც ამ დარგის საზოგადოებისათვის გაცნობას ემსახურებოდა.

- პიონერები PR-ის საუნივერსიტეტო სწავლებაში:
1995 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობების პირველი ფაკულტეტი საქართველოში, რომელმაც პირველი სპეციალისტები ბაკალავრის ხარისხით 2000 წელს, ხოლო მაგისტრის ხარისხით 2001 წელს გამოუშვა. ასევე 1999 წლიდან დაიწყო ანალოგიური საგნის სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

- პირველი პროფესიული PR ორგანიზაციები საქართველოში:
გარდა საუნივერსიტეტო სწავლებისა, აქტიურად დაიწყო პროფესიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების და განვითარების პროცესი. 1998 წელს შეიქმნა "საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების ინსტიტუტი". ამავე პერიოდთან არის დაკავშირებული საქართველოს რეკლამის და საზოგადოებრივი ურთიერთობების ასოციაციის შექმნა და საქმიანობა. მოგვიანებით, 1999 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შეიქმნა "საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალგაზრდული ასოციაცია", რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი PR-ის ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. 2001 წელს, თანამოაზრე პროფესიონალთა მიერ დაარსდა საზოგადოებრივი ურთიერთობების საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის ძირითადი მიზანი ამ დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზებაა ქართული საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ამ ორგანიზაციის ინიციატივით 2001 წელს, პირველად საქართველოში განხორციელდა 6 თვიანი სასწავლო კურსი PR-ში, ხოლო 2002 წელს ამ ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა პირველი ქართულენოვანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემა "PR მეგზური", რომლის სტუმარი ამჟამად თქვენ ბრძანდებით.

- პირველი PR კომპანიები საქართველოში:
2003 წლის მონაცემებით ქართულ ბაზარზე ძირითადად რამოდენიმე სპეციალიზირებული PR კომპანია მუშაობდა, ესენია: საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა", ?ეი-სი-თი პიარ ინტერნეიშენალი?, ?პროფილი?, "ნიკოლო მ", "ეტერე PR სააგენტო", "საქართველოს PR კომპანია" და "რეკლამისა და ფიარის სააგენტო".

ბოლო პერიოდში დაიწყო PR განყოფილებების, როგორც სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ჩამოყალიბება კერძო კომპანიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში. PR-ის საკითხებს ასევე საკმაო ყურადღება ეთმობა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებსა და კონფერენციებზეც, თუმცა მათ უფრო არასტაბილური და ერთჯერადი ხასიათი აქვს.

დღეს საქართველოში PR შეიძლება დახასიათდეს როგორც განვითარების პერიოდში მყოფი, რომელიც გარკვეული პროგრესისა საჭიროებს სერიოზულ განვითარებას და ხელშეწყობას.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.