მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR და პროპაგანდა
PR და პროპაგანდა
  
აუცილებელია მკვეთრად გავმიჯნოთ PR-ი და პროპაგანდა ერთმანეთისგან. პროპაგანდის დროს ყოველთვის არ არის გათვალისწინებული ეთიკური ასპექტები. პროპაგანდა დარწმუნების საშუალებაა, რომელიც მხოლოდ პირად სარგებელზეა დაფუძნებული, რომლის მისაღწევადაც დაშვებულია ფაქტებით მანიპულირებაც კი პროპაგანდისტის მხრიდან. PR-ი პირიქით, მოწოდებულია გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის და ისწრაფვის ურთიერთგაგების მისაღწევად, სადაც ორივე მხარის აზრები და ინტერესები იქნება გათვალისწინებული. PR-ის დროს, ყოვლად დაუშვებელია მცდარი, დამახინჯებული ან საეჭვო საშუალებების გამოყენება. შეუძლებელია PR-ის გამოყენება არასწორი საქმის მხარდასაჭერად. გთავაზობთ უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორის ანნ ვან დერ მეიდენის განმარტებას: "PR-ის მიზანი თანხმობის მიღწევაა; პროპაგანდის მიზანი კი მოძრაობის შექმნაა. PR-ი ისწრაფვის დიალოგის მისაღწევად, ხოლო პროპაგანდა ამისკენ არ ისწრაფვის. PR-ის მეთოდებში გულისხმობენ ღიაობას და მხოლოდ სიმართლის თქმას; პროპაგანდა კი საჭიროების შემთხვევაში მალავს ფაქტებს. PR-ი ისწრაფვის გაგების ჩამოსაყალიბებლად; პროპაგანდა კი მომხრეების მოსაზიდად." ანუ, პროპაგანდა არის ცალმხრივი კომუნიკაცია, რომლის დროსაც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა არაეთიკური საშუალებებიც კი, ხოლო PR-ი, ეს არის ორმხრივი კომუნიკაცია, რომელიც მიმართულია ურთიერთგაგების ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად, რომლის დროსაც დაუშვებელია არაეთიკური საშუალებების გამოყენება.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.