მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR და მარკეტინგი
PR და მარკეტინგი
  
როგორც რეკლამაში, მარკეტინგშიც ძირითად როლს თამაშობს ანალიტიკური საქმიანობა. თუმცა კვლევა, რომელიც გამოიყენება რეკლამის მომზადების დროს მხოლოდ ბაზრის შესწავლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მარკეტინგის სპეციალისტებისათვის მთავარია პასუხი გაეცეს ორ ძირითად შეკითხვას:
1. არსებობს თუ არა მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე?
2. თუ არსებობს ასეთი მოთხოვნა, მაშინ მოსახლეობის რა კატეგორიაში და რა შეფუთვით იქნება მათზე მოთხოვნა?

გარდა მომხმარებლებისა, მარკეტინგი შეიძლება დაინტერესდეს ისეთი ჯგუფებით, როგორებიცაა: გამყიდველები, დილერები, საბითუმო მოვაჭრენი და სარეკლამო განყოფილებების თანამშრომლები. ბაზრის ანალიზს დიდი მნიშვნელობა გააჩნია PR სპეციალისტისათვის, რადგანაც ის საშუალებას იძლევა გაიგო დეტალური ინფორმაცია მომხმარებლებზე, როგორც PR-ის ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფზე.

თუ მარკეტინგი - ეს არის ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტის ან მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებას, ფასების პოლიტიკის რეგულირებას და დისტრიბუტორებთან მუშაობას, PR-ეს არის კომპანიის რეპუტაციის მართვა. მარკეტინგი ქმნის ბაზარს კომპანიის პროდუქციისათვის ან მისი მომსახურებისათვის, ხოლო PR-ი უზრუნველყოფს კეთილსასურველი გარემოს შექმნას, რომელშიც კომპანია თავად მუშაობს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მარეკტინგულ წარმატებას საფრთხე დაემუქროს, გამომდინარე იმ ნეგატიური სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციებიდან, რომელთანაც მუშაობა და დალაგება ასევე წარმოადგენს PR-ის ამოცანას.

თანამედროვე მარკეტინგული კონცეფციები აღიარებენ, რომ კომპანიის მიზანი, რომელიც მუშაობს ბაზარზე არის ის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები, მაგრამ ამასთანავე არ მიაყენონ ზიანი საზოგადოებას, რომლის წინაშეც კომპანიას აქვს აღებული სოციალური პასუხისმგებლობა. ეს გამოიხატება პროდუქციის ხარისხის კონტროლში, ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვაში და იმ სოციალურ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომელსაც წარმართავს კომპანია. ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და ორგანიზება კი არის PR-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია.
მარკეტინგის კომპლექსის გაგებაში იგულისხმება 4 P:
? Product - პროდუქტი (რა ვაწარმოოთ?)
? Price- ფასი (რა ფასათ გავყიდოთ?)
? Place - ადგილი (სად და ვის მივყიდოთ?)
? Promotion - ბაზარზე დამკვიდრება (სად და როგორ გაუკეთოთ რეკლამა?)

ახლახანს, ერთ-ერთმა გამოჩენილმა მარკეტინგის თეორიტიკოსმა, ფილლიპ კოტლერმა, პროფესიონალებს შესთავაზა მეხუთე "P" - PR შემოღება, რათა მარკეტინგის გაგება უფრო გაფართოვდეს. კოტლერმა გამოყო 10 ძირითადი სამიზნე აუდიტორია. მისი აზრით, მათთან მუშაობის პერიოდში, სადაც გამოყენებული იქნება PR ტექნოლოგიები დამოკიდებულია კომპანიის ბედი. ეს სამიზნე აუდიტორიებია:
? მომწოდებლები
? დისტრიბუტორები
? საბოლოო მომხმარებლები
? თანამშრომლები
? ფინანსური კომპანიები
? სამთავრობო სტრუქტურები
? მასმედია
? პარტნიორები
? კონკურენტები
? საზოგადოება

ბოლო პერიოდში, PRსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებამ მარკეტინგულ საქმიანობაში, 1990-იან წლებში წარმოშვა შემდეგი ახალი მიმართულება: "მარკეტინგული კომუნიკაციები" და "ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები". ეს ახალი გაგება წარმოიშვა მაშინ, როდესაც რიგმა დიდმა კომპანიებმა შექმნეს ისეთი სტრუქტურული ერთეულები, რომელბმაც შეითავსეს მარკეტინგის და PR-ის ფუნქციები. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები გულისხმობს PR-ის და რეკლამის ჩართვას მარკეტინგის პროცესის ყველა სტადიის დროს, დაწყებული დაგეგმვიდან, დამთავრებული ბაზარზე დამკვიდრების მიზნით ორგანიზებული ღონისძიებებით. საკომუნიკაციო გეგმამ მკვეთრად უნდა განასხვაოს რეკლამის, PR-ის და მარკეტინგის ფუნქციები, რადგან ყველა ამ მიმართულებას გააჩნია თავისი მიზნები და ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან:
? რეკლამა საშუალებას იძლევა გავრცელდეს კონტროლირებული, ფასიანი ინფორმაცია
? მარკეტინგული ღონისძიებები ხლეს უწყობს გაყიდვების სტიმულირებას
? Pღ ქმნის დადებით რეპუტაციას პროდუქტზე და კომპანიაზე/ორგანიზაციაზე მთლიანად.

მიუხედავათ PR-სა და მარკეტინგს შორის თვისობრივი სხვაობისა, უნდა აღინიშნოს რომ მათ შორის არის მრავალი შეხების წერტილი და კავშირი.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.