მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR და იმიჯი
PR და იმიჯი
  
იმიჯი წარმოადგენს ორგანიზაციის გარეგნულ "მე"-ს. ის ეხმარება ადამიანებს მოვლენების მართვაში, იმიჯი ეხმარება პროდუქტს გასაღებაში. იმიჯს შეიძლება შევხედოთ, როგორც ადამიანის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას. თითქოს ჩვენს წინაშე არის უკვე მოცემული გადაწყვეტილება. იმიჯოლოგია არამარტო იმას სწავლობს, თუ როგორ იქმნება იმიჯი, არამედ იმასაც თუ რა სტრუქტურა აქვს მას.
ფუნქციების მიხედვით გამოყოფენ შემდეგი ტიპის იმიჯებს:

სარკისებური იმიჯი:
იმიჯის ეს ტიპი თითქმის იგივეა, რაც ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე ან საკუთარ ორგანიზაციაზე. თითქოს ჩვენ ვდგავართ სარკესთან და განვსჯით ჩვენს თავს. როგორც წესი ასეთ დროს ორგანიზაციები საკუთარ თავში მხოლოდ დადებით თვისებებს ეძებენ, რაც ამ სახის იმიჯის უარყოფითი თვისებაა.

მიმდინარე იმიჯი:
იმიჯის ეს ტიპი უფრო საინტერესოა და PR-ის გამოყენების სფეროს მიეკუთვნება. ესაა ჩვენი ორგანიზაციის ან პოლიტიკოსის შეხედვა სხვისი თვალით. მაგ.: რა სახის იმიჯი აქვს დღეს საქართველოში პოლიციას რიგითი მოქალაქის თვალთახედვიდან?

სასურველი იმიჯი:
ეს ისეთი იმიჯია, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით. ასეთი იმიჯი მნიშვნელოვანია ახლად დაარსებული ორგანიზაციისათვის. ისეთებისთვისაც, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის.

კორპორაციული იმიჯი:
ესაა მთლიანი ორგანიზაციის იმიჯი, ანუ მისი სტაბილურობის გარანტია. მაგალითად ერთი და იგივე აეროპორტიდან ერთსა და იმავე რეისს რამდენიმე ფირმა ასრულებს. ზოგიერთი ავიაკომპანიით მგზავრობა უსაფრთხოებასთანაა გაიგივებული, ზოგიერთით კი ნაკლებ კომფორტულობასთან.

მრავალმხრივი იმიჯი:
ასეთი ტიპის იმიჯი ხშირად შოუბიზნესში ან პოლიტიკაში მოღვაწე პირებს აქვთ. მაგალითად პოლიტიკოსი შეიძლება კარგი ექიმი იყოს.

იმიჯის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ, თუ საზოგადოების რომელ ფენასთან გვექნება მუშაობა. სწორედ ამიტომ საზოგადოებას (აუდიტორიას) ყოფენ რამდენიმე ნაწილად. (შესაძლებელია აუდიტორიის ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური სტატუსის, რელიგიის, პროცესიების და სხვა კრიტერიუმების მიხედვით დაყოფა).
იმიჯის შექმნას სპეციალისტები შეისწავლიან ორგანიზაციას და გამოყოფენ ხოლმე მის დადებით, უარყოფით და შუალედურ მახასიათებლებს. ასეთ მახასიათებლებზე იგება ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაცია.

იმიჯის შესაქმნელად გამართული კამპანია შემდეგი ნაწილებისაგან შეიძლება შედგებოდეს: ანალიზი, დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.