მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


რა თვისებები მოეთხოვება PR სპეციალისტს?
რა თვისებები მოეთხოვება PR სპეციალისტს?
  
რადგან PR წარმოადგენს კომპლექსურ დისწიპლინას, სადაც ფართოდაა გამოყენებული და ინტეგრირებული ბევრი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერება, ამიტომ PR სპეციალისტებს მოეთხოვებათ ფართო განათლება და სხვადასვა უნარ-ჩვევები. იმისათვის, რომ PR სპეციალისტმა ეფექტურად შეასრულოს თავისი სამუშაო, იგი უნდა იყოს კარგი ანალიტიკოსი/მკვლევარი, ინიციატივიანი ლიდერი, კარგი მრჩეველი, პერსპექტიული დაგეგმარების განმხორციელებელი და ორატორი სხვადასხვა აუდიტორიებში. იგი პრობლემის გადაწყვეტას უნდა მიუდგეს არასტანდარტულად და უნდა შეეძლოს დიდი დატვირთვის ქვეშ მუშაობა. PR სპეციალისტები, სხვათა აზრების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებენ დამოუკიდებლად. კრიტიკული სიტუაციების დროს ორგანიზაციის წევრები რჩევებისათვის მიმართავენ პირველ რიგში PR სპეციალისტებს. იგი თავისი თანამდებობის გარდა ნდობას და პატივისცემას ასევე უნდა იმსახურებდეს გამომდინარე კარგი პიროვნული თვისებებიდან. პრაქტიკული PR - ის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ედუარდ ბერნეიზმა ჩამოაყალიბა PR სპეციალისტებისთვის აუცილებელი პირადი თვისებები:
? ძლიერი ხასიათი, პირდაპირობა და სინდისიერება
? სამართლიანობა, საღი აზროვნება და მსჯელობის ლოგიკურობა
? შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნების უნარი
? გონივრულობა და სამართლიანობა
? ობიექტურობა
? პრობლემის გადაჭრის ღრმა დაინტერესება
? ღრმა კულტურული მომზადება
? ცნობისმოყვარეობა
? სინთეზისა და ანალიზის უნარი
? ინტუიცია
? სოციალური მეცნიერებების და საზოგადოებრივი ურთიერთობების მექანიზმების ცოდნა.

ინგლისელი მეცნიერი, საერთაშორისო PR ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი სემ ბლეკი, გვთავაზობს თავის ხედვას PR სპეციალისტის პირადი თვისებების შესახებ:
? საღი აზროვნება
? საუკეთესო ორგანიზატორული უნარი
? მსჯელობის სიცხადე
? ობიექტური და კრიტიკული აღქმის უნარი
? სხვისი შეხედულებების გამზიარებელი
? მტკიცე ხასიათი
? ყველა დეტალის მიმართ საგანგებო ყურადღების მიქცევა
? მიდრეკილება ხანგრძლივ და დამოუკიდებელ შემოქმედებით მუშაობაში
? ოპტიმიზმი
? იუმორის გრძნობა
? მოქნილობა და უნარი ერთდროულად იქონიოს საქმე სხვადასხვა პრობლემისადმი.

ამ თვისებების გარდა აუცილებელია კარგი წერის ცოდნა და რედაქტირება, ოპტიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე, სასიამოვნო ხმა, ორატორული ხელოვნება და პრეზენტაბელური გარეგნობა






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.