მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


შედარება PR კონსულტანტებსა და საშტატო PR პერსონალს შორის
შედარება PR კონსულტანტებსა და საშტატო PR პერსონალს შორის
  
ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს PR კონსულტანტების გამოყენების უპირატესობებს:

- კერძო საკონსულტაციო ფირმების წარმომადგენლებს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევთ ხალხის სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობა და სხვადასხვა სიტუაციებში კონსულტაციების გაცემა. გამომდინარე აქედან მათ დაგროვილი აქვთ უდიდესი გამოცდილება. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას საკონსულტაციო ფირმის ყველა თანამშრომლის მოსაზრება და გამოცდილება სტრატეგიის შემუშავების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების დროს.
- საკონსულტაციო ფირმის ხელმძღვანელობა არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში და შეუძლია ობიექტური რჩევის მიცემა. როგორც ყოველთვის, დამოუკიდებელ მოწვეულ კონსულტანტს უფრო ყურადღებით უსმენენ, ვიდრე ორგანიზაციის საშტატო PR სპეციალისტს.
- თუ ორგანიზაციას არ აკმაყოფილებს საკონსულტაციო ფირმის მომსახურება და შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მას დაუყოვნებლივ შეუძლია შეაჩეროს მასთან კონტრაქტი.

ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს PR კონსულტანტების გამოყენების ნაკლოვანებებს:

- გარეშე ფირმას (ამ შემთხვევაში PR საკონსულტაციო ფირმა), შეიძლება არ ქონდეს სრული ინფორმაცია ორგანიზაციის პოლიტიკაზე და მიმდინარე საქმიანობაზე, რის გაცნობასაც მოწვეულმა კონსულტანტმა შეიძლება დიდი დრო მოანდომოს.
- არამუდმივი/არათანმიმდევრული მომსახურება, რადგან ხშირ შემთხვევებში საკონსულტაციო ფირმების თანამშრომლები დაკავებულები არიან სხვა მიმდინარე დაკვეთებით.
- მასმედიის მხრიდან შეკითხვის დასმისას, საჭირო ხდება ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან პასუხის გაცემა, რაც ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს მომსახურების ოპერატიულობაზე. (შეუძლებელია ყოველთვის დაუკავშირდე თანამდებობის პირს მისი დატვირთული საქმიანობიდან გამომდინარე).

PR განყოფილების უპირატსობანი ორგანიზაციის სტრუქტურაში:

- PR - ის საშტატო თანამშრომლები გრძნობენ და იცნობენ ორგანიზაციის მიზნებს და დაინტერესებული არიან მის გუნდურ წარმატებაში.
- მათ, ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ითანამშრომლონ მასმედიასთან.
- ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და კომპანიის თანამშრომლების კარგი ცოდნა
- მათ შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ ორგანიზაციის შიგნით სასურველი კლიმატის ჩამოყალიბების საქმეში და სხვა.

PR განყოფილების ნაკლოვანებები ორგანიზაციის სტრუქტურაში:

- PR განყოფილების თანამშრომლებს, შეიძლება დაკარგული ჰქონდეთ სიტუაციების ობიექტური შეფასება და მათი აღქმა.
- PR განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც მიეკუთვნებიან ორგანიზაციის ხელმძღვანელ გუნდს, შეიძლება აღმოჩნდნენ ხელმძღვანელობის სრული გავლენის ქვეშ და გადაიქცნენ მათ "რუპორად".






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.