მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR განყოფილების, როგორც ორგანიზაციული ერთეულის სტრუქტურა და მისი ამოცანები
PR განყოფილების, როგორც ორგანიზაციული ერთეულის სტრუქტურა და მისი ამოცანები
  
ყველა ორგანიზაციას აქვს საქმიანობის განსხვავებული სპეციფიკა, გამომდინარე აქედან განსხვავდება მათი PR განყოფილების ამოცანები და ფუნქციებიც. მიუხედავად ამ სხვაობების, ქვემოთ მოცემულია იმ ამოცანათა და ფუნქციათა ჩამონათვალი, რომელსაც უნდა ასრულებდეს კომპანიის/ორგანიზაციის PR განყოფილება:
? შიდაორგანიზაციული ურთიერთობების ჩამოყალიბება თანამშრომლებს შორის, რომელიც გამყარებული იქნება შიდაორგანიზაციული ბიულეტენის გამოშვებით, თანამშრომლების სისტემატიური შეხვედრების ორგანიზებით და კომპანიის წარმატებების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თანამშრომლებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის ჩამოყალიბებით, მათი წახალისების სისტემის შემოღებით და სხვა;
? მასმედიასთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, პრესის მონიტორინგი, პრესრელიზების და სხვადასხვა მასალების მომზადება მასმედიისათვის, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების და სხვა ღონისძიებების მოწყობა-ორგანიზება;
? სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის იმ სტრუქტურებთან ურთიერთობები, რომლებიც რამენაირი ფორმით დაკავშირებულნი არიან კომპანიის/ორგანიზაციის საქმიანობასთან;
? ამჟამინდელ და პოტენციურ ინვესტორებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება და მათი ინფორმირებულობა კომპანიის/ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
? კომპანიის/ორგანიზაციის ამჟამინდელ კლიენტებთან-მომხმარებლებთან მუდმივი ურთიერთობა და კონტაქტი, ახალი კლიენტების მოზიდვა;
? საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობა, წლიური ანგარიშების, ბროშურების, საგაზეთო სტატიების, რეკლამების, ვიდეო-როლიკების და კომპანიის შესახებ სიუჟეტების მეშვეობით;
? ურთიერთობების შენარჩუნება სპეციალურ ჯგუფებთან - მომწოდებლები, სტუდენტები, არასამთავრობო-არამომგებიანი ორგანიზაციები, კონკურენტები;
? კორპორაციულ სტილზე მუშაობა და კომპანიის ფოტო-ვიდეო არქივის შექმნა;
? საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მეშვეობით, კომპანიის/ორგანიზაციის Pღ პროგრამის/სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება;
? სხვადასხვა სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება: ღია კარის დღეები საწარმოებში, კომპანიის/ორგანიზაციის დაბადების დღის იუბილეს აღნიშვნა, გამოფენების ორგანიზება, საიუბილეო ვახშამი, პიკნიკების ორგანიზება, ახალი ფილიალის გახსნა და უამრავი სხვა;
? კონსულტაციების გაცემა კომპანიის/ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის იმ საკითხებში, რომელიც ეხება საზოგადოებასთან ურთიერთობებს.

რათქმაუნდა ამით არ ამოიწურება PR განყოფილების ამოცანები და ფუნქციები, თუმცა, ეს ჩამონათვალი ნათლად წარმოაჩენს იმ მიმართულებებს, რაზეც უნდა მიმართული იყოს PR განყოფილების ძალისხმევა. იმისათვის, რომ PR განყოფილების სტრუქტურა უფრო ვიზუალურად და შინაარსობრივად აღქმადი იყოს, ქვემოთ იხილეთ ანალოგიური განყოფილებების სტრუქტურები. გაითვალისწინეთ, რომ სტრუქტურის შექმნის დროს აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას კომპანიის/ორგანიზაციის საქმიანობის სფერო და გამომდინარე აქედან, შეიქმნას PR განყოფილების ოპტიმალური ვარიანტი. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს PR განყოფილების ერთადერთი სტრუქტურა, ის კომანიის მისიიდან გამომდინარეობს და იქმნება თქვენივე მეშვეობით:

PR განყოფილების საქმიანობიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ მისი ხელმძღვანელი ექვემდებარებოდეს მხოლოდ კომპანიის/ორგანიზაციის უმაღლეს პირს, რადგან კომპანიის სტრატეგია და სამომავლო გეგმები მუშავდება მხოლოდ უმაღლესი რგოლის დირექტორების მიერ. ასევე აუცილებელია, რომ PR განყოფილების ხელმძღვანელი შედიოდეს კომპანიის მართველობის უმაღლეს რგოლში და წარმოადგენდეს კომპანიის დირექტორის მოადგილეს საზოგადოებასთან ურთიერთობების დარგში. ანუ ამ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი არა მარტო კარგად უნდა იცნობდეს ორგანიზაციას და მის თანამშრომლებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, არამედ საფუძვლიანი და ამომწურავი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. PR განყოფილების ხელმძღვანელი აბსოლიტური ნდობით უნდა სარგებლობდეს დირექტორთან, კომპანიის ხელმძღვანელი რგოლის პირებთან და თანამშრომლებთან. ამიტომ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, კომანიის მენეჯმენტს მართებს კარგად შეისწავლოს მომავალი PR განყოფილების ხელმძღვანელის უნარ-ჩვევბი და შესაძლებლობები, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ მომავალი მენეჯერი ადვილად შესძლებს გაართვას თავი ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია კომპანიისათვის.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.