მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR კამპანია და მისი შემადგენელი ნაწილები
PR კამპანია და მისი შემადგენელი ნაწილები
  
კამპანია, ეს არის კოორდინირებული, მიზანმიმართული, ხანგრძლივი ღონისძიება, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის კონკრეტული მიზნის მიღწევას.
სპეციალისტები გამოყოფენ 6 ტიპის PR კამპანიას, იმის მიხედვით, თუ რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მას. მაგალითად: კამპანია საზოგადოებას აცნობს ინფორმაციას რაიმე სიახლის შესახებ, ან ახსენებს საზოგადოებას საკუთარ თავს და ა.შ.

ჩვეულებრივი PR კამპანია შედგება ოთხი ძირითადი საფეხურისაგან:
1. ანალიზი
2. დაგეგმვა
3. განხორციელება
4. შეფასება

პირველ საფეხურზე უნდა განისაზღვროს პრობლემა. პრობლემის განსაზღვრა ადვილი არ არის. ამისათვის საჭიროა სამი საფეხურის გავლა:
1. ინფორმაციის მოპოვება
2. ინფორმაციის დახარისხება
3. ინფორმაციის შეფასება

კარგი დაგეგმვისათვის საჭიროა სანდო და დიდი ინფორმაცია. ამისათვის საჭიროა გამოკვლევების საფუძველზე მონაცემთა დამუშავება. შიდა კომუნიკაცია რომ გაუმჯობესდეს, საჭიროა განისაზღვროს შემდეგი შეკითხვები: რა ინფორმაცია ესაჭიროება კონკრეტულ ჯგუფს? რა სახის კომუნიკაცია არის მათთვის ყველაზე ეფექტური? რა სახის კომუნიკაციაზე აქვს მას მოთხოვნილება და როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა?
შემდეგი საფეხურია დაგეგმვა. კამპანიის ამ საფეხურმა უნდა გვიპასუხოს შემდეგ შეკითხვებზე:
1. რა მიზანი აქვს ჩვენს პროგრამას?
2. ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია?
3. რას გვსურს მივაღწიოთ თითოეული ტიპის აუდიტორიასთან?

კამპანიის შემდეგ ეტაპზე ხდება დასახული გეგმის განხორციელება. ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ჩატარებული კამპანიის შეფასება. რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩატარებულ კამპანიას და როგორ აისახა ეს ორგანიზაციის საქმიანობაზე.
ძირითადად PR კამპანიას სპეციალიზირებული PR სააგენტოები ახორციელებენ ხოლმე და ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ბოლო დროს ორგანიზაციები საკუთარი ძალებით ცდილობენ ხოლმე PR კამპანიების ჩატარებას.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.