მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


მუშაობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, როგორც PR შემადგენელი ნაწილი
მუშაობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, როგორც PR შემადგენელი ნაწილი
  
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (ტელევიზიები, გაზეთები, ელექტრონული მედია, ჟურნალები, რადიო და სხვა) და მათთან მუშაობის თავისებურებების კარგი ცოდნა PR სპეციალისტის საქმიანობის აუცილებელი წინაპირობაა. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და პრესასთან წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ და არა ერთადერთ აუცილებელ შემადგენელ ნაწილს.

ყველა PR სპეციალისტი, რომელიც ამავდროულად ვალდებულია პრესასთან ურთიერთობაზე უნდა ეცადოს - დაამყაროს და შეინარჩუნოს კეთილსასურველი ურთიერთობები, ნდობა და პატივისცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან. იმისათვის, რომ PR სპეციალისტმა ეფექტურად შეასრულოს მისი, როგორც ორგანიზაციასა და მასმედიას შორის შუამავლის როლი, უნდა სარგებლობდეს ნდობით, როგორც საკუთარ ორგანიზაციაში, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც. ამიტომაა, რომ ნდობა და პატივისცემა, ისევე როგორც ყველგან, წარმოადგენს ორგანიზაციასა და მასმედიას შორის კარგი ურთიერთობების აუცილებელ წინაპირობას.

პრესასთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია ორი აუცილებელი ფაქტორი: შესაფერისი მომენტის შერჩევა ინფორმაციის გაცემისას/გამოქვეყნებისას და მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა.

PR სპეციალისტი ან ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია პრესასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობაზე არ არის სავალდებულო იყოს ჟურნალისტი. დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთი დიდი გაზეთის რედაქტორის აზრით პრესასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პიროვნება ვალდებულია ახალი ამბების მოწოდებაზე, ხოლო ჟურნალისტი ვალდებულია მასალის მომზადებაზე. ანუ PR სპეციალისტი ქმნის ახალ ამბავს, ხოლო ჟურნალისტი ახალ ამბავს, როგორც საინფორმაციო პროდუქტს გადასცემს საზოგადოებას.

სასურველია ჟურნალისტებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება. მათთან ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გაქვთ სენსაციური ინფორმაცია ან რაიმე კორპორატიული ინფორმაციის გავრცელებას აპირებთ.

დაიმახსოვრეთ! ურთიერთპატივისცემა და ნდობა ორგანიზაციასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის წარმოადგენს კარგი ურთიერთობების აუცილებელ წინაპირობას.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.