მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


პრესკონფერენცია
პრესკონფერენცია
  
პრესკონფერენცია წარმოადგენს პრესისათვის ინფორმაციის გადაცემის ყველაზე ეფექტურ მეთოდს თუ მას გონივრულად დავგეგმავთ და განვახორციელებთ. პრესკონფერენციების მოწყობა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ მისი მოწყობისას დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პრესისათვის რაღაც სათქმელი გაქვთ. თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია რაღაც მოვლენის შესახებ გავრცელდეს პრესრელიზის მეშვეობით, ანუ ეს ინფორმაცია არ არის ისეთი აქტუალური, მაშინ არ ღირს პრესკონფერენციის მოწყობა. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ სცალიათ პრესკონფერენციებისათვის, რომლებიც ახალი ამბებისათვის თემებს არ იძლევა. პრესკონფერენციის მოწყობისას ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ ძირითად ფაქტორებზე:

პრესკონფერენციის ჩატარების ადგილის შერჩევა: ადგილი ადვილად მისასვლელი და ვიზუალურად მიმზიდველი უნდა იყოს. რადგანაც პრესკონფერენციაზე მოვლენ ელექტრონული მედიის წარმომადგენლები. დარწმუნდით, რომ ელექტროძაბვა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ელექტროობასთან, აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
პრესკონფერენციის მოწყობის დროის საკითხის გადაწყვეტა: დილა, ჩვეულებრივ ყველაზე მოსახერხებელი დროა პრესკონფერენციის ჩატარებისათვის (სავარაუდოდ 11:00-11:30 ან 13:00-14:00 საათი). სასურველია გაითვალისწინოთ, ხომ არ ემთხვევა პრესკონფერენციის დღე და დრო რომელიმე სხვა მნიშვნელოვან მოვლენას ან ანალოგიური თემატიკის პრესკონფერენციას. თუ გაიგეთ, რომ რომელიმე სხვა ორგანიზაცია იმ დღეს ტრადიციულად აწყობს ღონისძიებას, თქვენი პრესკონფერენცია სხვა დღისათვის გადაიტანეთ. გაითვალისწინეთ ასევე, თუ როდის გამოდის ესა თუ ის გაზეთი. თუ თქვენი ინფორმაციის მიწოდებას აზრი ეკარგება, ანუ აღარ იქნება აქტუალური ერთი კვირის შემდეგ, ამ შემთხვევაში ნუ მოიწვევთ ისეთი ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელს, რომლის გაზეთიც გამოდის თვეში (ან კვარტალში) ერთხელ.

შეადგინეთ მოსაწვევი პირების სია: პრესკონფერენციაზე უნდა მიიწვიოთ ისინიც, (თქვენი ნების შემთხვევაში) ვინც ეხმარება თქვენს ორგანიზაციას, აგრეთვე სახელგანთქმული ადამიანები, რომელთა საშუალებით მოიზიდავთ მასმედიის წამრმომადგენლებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ პრესკონფერენცია ეწყობა მხოლოდ პრესის წარმომადგენლებისთვის.
როგორც წესი, პრესკონფერენციაზე მოსაწვევი წერილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეგზავნებათ ერთი კვირით ადრე. მასში აუცილებელია მკაფიოდ მიანიშნოთ თემა, ადგილი, რიცხვი და პრესკონფერენციის დრო. ასევე მოსაწვევში შეიძლება იყოს თქვენი (ორგანიზაციის) თხოვნა მასმედიის მიმართ, დაგიდასტურონ მათი წარმომადგენლის მონაწილეობა თქვენს მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაში. ეს უფრო გაგიადვილებთ, როგორც ორგანიზატორებს იცოდეთ, თუ რამდენი ჟურნალისტი დაესწრება თქვენს პრესკონფერენციას და რამდენ კაცზე მოაწყოთ ფურშეტი. (თუ პრესკონფერენციის ბოლოს დაგეგმავთ პატარა ფურშეტის მოწყობას, ამის თაობაზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსაწვევში, რათა ჟურნელისტს შეეძლოს თავისი დღის დაგეგმვა). გაითვალისწინეთ, რომ თუ პრესკონფერენცია სასწრაფოა, მაშინ შესაძლებელია ტელეფონით მიიპატიჟოთ მას მედიის წარმომადგენლები.

თუ პრესკონფერენცია დაგეგმილია 11 საათზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი მოწვეული სტუმრები გამოჩნდებიან 15-20 წუთით ადრე. თუ ამ დროს პრესკონფერენციის ოთახი (დარბაზი) მოწყობილი ჯერ არ არის, ეს ცუდ შთაბეჭდილებას დატოვებს მოწვეულ სტუმრებს შორის. შესასვლელში ყოველთვის, როგორც წესი იდგმება ერთი ან ორი მაგიდა ჟურნალისტების და სხვა სტუმრების რეგისტრაციისათვის. აქვე მათ ურიგდებათ პრესრელიზი და ყველა საჭირო ინფორმაცია პრესკონფერენციის თემის შესახებ (ამ პაკეტში შეიძლება შედიოდეს ორგანიზაციის ბუკლეტი, წლიური ანგარიში, საფირმო საქაღალდეები, პლაკატები და სხვა). კარგი იქნება თუ გამონახავთ პიროვნებას, რომელიც პრესის წარმომადგენლებს დაეხმარება პრესკონფერენციის დროს. ამ პიროვნების მოვალეობა იქნება მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია პრესკონფერენციის თემის ირგვლივ საინფორმაციო საშუალების ყველა წარმომადგენელს. თუ ჟურნალისტთა შორის არის ისეთი, რომლისთვისაც მანმადე გაგიგზავნიათ მასალა, ან გისაუბრიათ ტელეფონით მასთან, გაიცანით და გააცანით თქვენი კოლეგები. ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროთ და ეს ურთიერთობა გააგრძელოთ.

მომხსენებლები სასურველია იჯდნენ ამაღლებულ-თვალსაჩინო ადგილას, თუმცა ეს არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას. მათ წინ აუცილებლად უნდა იდოს გარკვევით და საკმაოდ დიდი ასოებით დაბეჭდილი მათი ვინაობა, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ მიმართონ სახელებით სურვილის შემთხვევაში. სასურველია ეს სახელები იყოს გაკეთებული დიდი შრიფტით, რათა ადვილად ხდებოდეს წაკითხვა უკანა რიგებიდანაც. ასევე სასურველია პრესკონფერენციის ორგანიზატორებს ეკეთოთ სამკერდე ნიშნები (ბაჯი) მათი სახელებით.

პრესკონფერენციას აქვს შემდეგნაირი სტრუქტურა:
? გახსნა, ორგანიზატორების გაცნობა
? წამყვანი შესავალი სიტყვა
? ძირითადი გამოსვლა თემის ირგვლივ
? შეკითხვები და პასუხები
? დახურვა
? არაოფიციალური ნაწილი. აქ შედის სლაიდების, ვიდეორგოლების ან კლიპების ჩვენება.

პრესკონფერნციის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი იწყებს ძირითადი მომხსენებლის გაცნობას ჟურნალისტებისათვის. იგი ასევე აწესებს რეგლამენტს და პრესკონფერენციის მსვლელობისას თვალყურს ადევნებს მის მკაცრ დაცვას და შესრულებას. იგი გამოდის პრესკონფერენციის წამყვანის ამპლუაში. გამომსვლელები უნდა იყვნენ ლაკონურები, რომ ჟურნალისტებს მეტი დრო დარჩეს შეკითხვებისათვის.

თუ პრესკონფერენციის დაწყება დაგეგმილია 11 საათზე, ის უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 5-10 წუთი დაგვიანებით. ამის მიზეზი ხშირად არის ჟურნალისტების დაგვიანება რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. ძირითადი მოხსენება უნდა იყოს მოკლე და ინფორმაციული. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები ინტერესდებიან ფოტოებით, რომელიც ასახავს პრესკონფერენციის მიმდინარეობას ან ორგანიზაციის საქმიანობას, რათა მათი საგაზეთო სტატია უფრო მდიდარი და მიმზიდველი გამოვიდეს. ამიტომ ორგანიზატორებმა ეს ტენდენცია უნდა გაითვალისწინონ და პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ უზრუნველყონ ისინი სურათებით სპეციალურ კონვერტში.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი არ დაესწრო პრესკონფერენციას, ორგანიზატორები პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ შეკრიბავენ პრესკონფერენციის დროს გამოსვლების შინაარს და მისცემენ მას ელექტრონულ სახეს (იგულისხმება ტექსტის კომპიუტერული ვერსიის შექმნა). ამის შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის დაგზავნა იმ ჟურნალ-გაზეთებში და საინფორმაციო სააგენტოებში, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილი პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციის დღეს, თქვენ, როგორც ორგანიზატორი უნდა მიხვიდეთ ადრე, რათა მოაგვაროთ წვრილმანი პრობლემები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას უკანასკნელ წუთებში. შეამოწმეთ მიკროფონები (თუ ეს დიდი აუდიტორიაა) და დარწმუნიდთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ეცადეთ, რომ პრესკონფერენცია დროულად ან ყველაზე მეტი 10 წუთი დაგვიანებით დაიწყოთ.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.