მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


პრესპაკეტი (Press Kit)
პრესპაკეტი (Press Kit)
  
პრესპაკეტი წარმოადგენს PR-ის ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტს, რადგან მასში თავმოყრილია რამოდენიმე სახის PR საბაზო დოკუმენტები და იგი ხშირად გამოიყენება პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, გამოფენების, აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრების და სხვადასხვა სპეციალური ღონისძიებების დროს. პრესპაკეტის ძირითადი ამოცანაა - მასმედიას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიების და მასში მონაწილე ყველა ძირითადი მოქმედი პიროვნების შესახებ.
პრესპაკეტის შემადგენლობაში შეიძლება ვიხილოთ:
? პრესრელიზი;
? საინფორმაციო წერილი;
? ორგანიზაციის ბროშურა;
? ორგანიზაციის წლიური ანგარიში;
? ბიოგრაფიები ფოტო მასალით

არსებობს უფრო დეტალური პრესპაკეტები, რომლის შემადგენლობაში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მასალებისა შეიძლება ვიხილოთ:
? ღონისძიების პროგრამა;
? საპატიო სტუმართა სია;
? განცხადება პრესისათვის;
? ამონაწერები გაზეთიდან;
? ინტერვიუები მთავარ მოქმედ პირებთან;

პრესპაკეტის შემადგენლობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ღონისძიების ტიპზე, რისთვისაც იგი იქმნება. თუ ლაპარაკი მიდის გამოფენაზე ან რომელიმე სპეციალურ ღონისძიებაზე, მაშინ აუცილებელი პრესპაკეტში მოთავსედეს ღონისძიების პროგრამა და ძირითადი დასათვალიერებელი ობიექტების ნუსხა-გზამკვლევი. იმ შემთხვევაში, თუ პრესპაკეტი უნდა დარიგდეს კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, მაშინ პრესპაკეტის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს მოთავსებული კომპანიის წლიური ანგარიში. თუ პრესპაკეტი განკუთვნილია პრესკონფერენციაზე გასავრცელებლად, მაშინ მასში უნდა შედიოდეს:
? პრესრელიზი;
? საინფორმაციო/განმარტებითი წერილი, რომელიც ეხება პრესკონფერენციის თემას;
? ფაქტები და მონაცემები პრესკონფერენციის თემის ირგვლივ;
? განცხადებები პრესისათვის (პრესკონფერენციაზე ძირითად გამომსვლელთა ტექსტები);
? ფოტო და სხვა ვიზუალური მასალა პრესკონფერენციის თემის ირგვლივ;
? პრესკონფერენციაში ძირითად მონაწილეთა მოკლე ბიოგრაფიები და ფოტოსურათები.

პრესპაკეტის მომზადების დროს აუცილებელია ყურადგღება გამახვილდეს მის გაფორმებაზე. არსებობს პრესპაკეტის გაფორმების ორი ყველაზე გავრცელებული ფორმა:

1. ერთ საქაღალდეში ყველა საჭირო მასალის თავმოყრა;
2. ყველა მასალის ერთ "ბროშურა-წიგნად" გამოცემა.

პირველი მეთოდის გამოყენების უპირატესობა არის ის, რომ საქაღალდეში ყოველთვის შესაძლებელია ჩაიდოს უკვე არსებული საინფორმაციო მასალები (მაგ. ბროშურები, წლიური ანგარიშები და სხვა). ასეთი ტიპის გაფორმება დამახასიათებელია კომპანიის აქციონერთა შეკრებების, გამოფენების და პრეზენტაციების დროს. თუ ლაპარაკი მიდის პრესკონფერენციაზე ან სპეციალურად მოწყობილ აქციაზე, მაშინ უფრო გავრცელებული ფორმაა, გაფორმების მეორე მეთოდის გამოყენება. "ბროშურა-წიგნის" გამოყენების უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ კარგადგაფორმებული პრესპაკეტის შენახვა და იგი შესაძლებელია ნებისმიერ დროს გახდეს კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების და თვით კომპანიიის შესახებ ძირითადი ინფორმაციის წყარო. ხოლო საქაღალდეს გამოყენების დროს შესაძლებელია რომელიმე საბაზო დოკუმენტების და მასალების დაკარგვა.

მიუხედავად პრესპაკეტის გაფორმებისა, ყოველთვის პირველხარისხოვანია ინფორმაცია და მისი მიწოდების ფორმა.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.