რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.
| | წლიური ანგარიში
წლიური ანგარიში
|
|
წლიური ანგარიში წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ აუცილებელ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია კომპანიის მიერ წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის და ძირითადი მიმართულებების მოკლე ანგარიში. იგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:
? მონაცემები კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესახებ
? ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მისი მიღწევები ბაზარზე, მისი
სოციალური როლის და საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ და სხვა.
თუ წლიური ანგარიშის პირველი ნაწილის მომზადებაზე პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური დირექტორი, მაშინ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოდ, მეორე ნაწილის მომზადებაზე და გაფორმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება PR სპეციალისტს, თუ ასეთი შტატი არსებობს კომპანიაში.
წლიური ანგარიშის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა:
? კომპანიის აქციონერები
? კომპანიის პარტნიორები და კლიენტები
? ინვესტორები
? კომპანიის თანამშრომლები
? მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
კარგად მომზადებული წლიური ანგარიში პასუხს უნდა სცემდეს ყველა ზემოთჩამოთვლილ სამიზნე აუდიტორიის კითხვებს და მათთვის ღირებულ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს კომპანიის მიღწევების და საქმიანობის შესახებ ბოლო წლის განმავლობაში. რათქმაუნდა მის მომზადებაში ჩართულია ბევრი ადამიანი, თუმცა ყველა მათგანს კოორდინაციას უნდა უწევდეს PR სპეციალისტი. როგორც წესი, წლიური ანგარიშის მომზადების დროს
ჩართულია კომპანიის შემდეგი პირები:
? კომპანიის გენერალური დირექტორი (პრეზიდენტი)
? ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი (მთავარი ბუღალტერი)
? დამოუკიდებელი აუდიტორები
? PR განყოფილების თანამშრომლები და სპეციალისტები, კადრების განყოფილება, გაყიდვების განყოფილება და სხვა.
? ფოტოგრაფები
? მხატვრები
? დიზაინერები
წლიურ ანგარიშზე მუშაობა იწყება მაშინვე, როდესაც პირველად წარდგება წინა წლის წლიური ანგარიში ფართო საზოგადოებისათვის. მასზე მუშაობის დროის განაწილება შესაძლებელია ასე დაიყოს:
1-3 კვირა ეთმობა მიზნების ჩამოყალიბებას, წლიური ანგარიშის სტრუქტურის და დიზაინის შემუშავებას და ყველა იმ ადამიანთან კონტაქტის დამყარებას, ვინც შეიძლება შემოგთავაზოთ ახალი იდეები წლიური ანგარიშისათვის.
4-7 კვირა - ფოტოების მომზადება წლიური ანგარიშისათვის, ილუსტრაციების და ძირითადი ტექსტების მომზადება, რომელიც უნდა შევიდეს ამ გამოცემაში.
8-10 კვირა - ფინანსური ინფორმაციის დამუშავება, გრაფიკების და დიაგრამების შედგენა და პირველი შაბლონის მომზადება
მე-11 კვირას იბეჭდება გამზადებული წლიური ანგარიში
დიდი კომპანიების წლიური ანგარიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი სტრუქტურით:
? შესავალი წერილი კომპანიის დირექტორისაგან;
? მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მისი საქმიანობის სფეროები, საკუთრებაში არსებული საწარმოების ან წარმომადგენლობების (ფილიალების) შესახებ, მისი ადგილი ბაზარზე და ა.შ.;
? ინფორმაცია აქციონერებისადმი, რომელშიც აღწერილია კომპანიის მიღწევების შესახებ და სამომავლო პერსპექტივები;
? ინფორმაცია კომპანიის სოციალური როლის შესახებ (რა გააკეთა კომპანიამ თანამშრომლების პირობების გასაუმჯობესებლად, რა ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები დააფინანსა წლის განმავლობაში და ა.შ.);
? ფინანსური ინფორმაცია
წლიური ანგარიშების გამოყენების პრაქტიკა დამახასიათებელია არამარტო კომერციული ორგანიზაციებისათვის, არამედ საქველმოქმედო ფონდებისათვის, ასოციაციებისათვის, პროფესიული კავშირებისათვის და დონორი ორგანიზაციებისათვის. ანუ წლიური ანგარიში წარმოადგენს ერთგვარ დოკუმენტს, სადაც მოცემულია ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის და მისი მიღწევების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, ანუ იგი არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. მაგალითად, დონორი ორგანიზაციების წლიურ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები დააფინანსეს და რა ბიუჯეტით, ანუ დონორი ორგანიზაცია ერთგვარად წარმოგვიდგენს მისი ბიუჯეტის ხარჯვის გამჭირვალეობას.
დღეისათვის საქართველოში წლიური ანგარიშების მომზადების კულტურა განვითარებულია უფრო ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში და დონორ ორგანიზაციებში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იგი ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს მსხვილი გადამამუშავებელი კომპანიების ცხოვრებაშიც. რადგანაც კომპანიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ კომპანიის აქციონერები, კომპანიის პარტნიორები და კლიენტები, ინვესტორები, კომპანიის თანამშრომლები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ამიტომ მათთან ურთიერთობისას სასურველია გამოვიყენოთ წლიური ანგარიში, როგორც ერთ-ერთი PR ინსტრუმენტი ამ სამიზნე ჯგუფებთან ურთიერთობისას.
|
|
|
|
| |
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
|