მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სპეციალური ღონისძიებები, PR აქციები და მათი ორგანიზება
სპეციალური ღონისძიებები, PR აქციები და მათი ორგანიზება
  
ანალიტიკური მუშაობის დამთავრების და სიტუაციის დაზუსტების შემდეგ, მას შემდეგ რაც დამტკიცდება სტრატეგიული გეგმა, სადაც ფორმურილებული იქნება მიზნები და შერჩეული იქნება კომუნიკაციის საშუალება, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს PR პროგრამა, სწორედ ამ დროს დგება მომენტი, როცა აუცილებელია პრაქტიკულ მოქმედებებზე გადასვა, რომელიც მიმართული იქნება ამ პროგრამის განხორციელებისათვის. სწორედ მაშინ იბადება კითხვები: ვინ, როგორ და სად უნდა შეასრულოს ეს ღონისძიება? კონკრეტულად როგორ უნდა ვეკონტაქტოდ საზოგადოებას, რათა ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ორგანიზაციის მიმართ. ასეთი ტიპის ღონისძიებებს შეიძლება ვუწოდოთ PR აქციები.

PR აქცია უნდა იყოს სოციალურად ღირსშესანიშნავი მოვლენა ან მოქმედება, რომელსაც იყენებს ორგანიზაცია, PR კონსულტანტის ან სპეციალისტის რჩევის საფუძველზე. ასეთი ტიპის აქციების თემა შეიძლება იყოს ცვლილება ან რაიმე სიახლე პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიმე პროდუქტისა ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა.

თავისი არსებობის მანძილზე, PR - ის სისტემამ დააგროვა უამრავი გამოცდილება სხვადასხვა აქციებისა და მოვლენების გამოყენებისა, რომელიც საბოლოოდ მიმართულია კეთილსასურველი ურთიერთობების დამყარებისათვის, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ორგანიზაციას შორის. კერძოდ, თავისი პროგრამის განხორციელების დროს, PR სპეციალისტები ფართოდ გამოიყენებენ სოციალური მოვლენების შექმნის მეთოდებს. ისინი, განსახორციელებელ პროგრამაში დებენ ასეთი ტიპის ღონისძიებების შექმნას და განხორციელებას, რათა მოხდეს ახალი ამბის ინიცირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობა ვერ ქმნის სათანადო რაოდენობის ახალ ინფორმაციას. ამისათვის, PR პროგრამები უნდა იყოს ორიენტირებული სხვადასხვა ღონისძიებებზე. ცენტრალურმა ღონისძიებამ (მოვლენამ), პროგრამა შეიძლება უფრო საინტერესო და ეფექტური გახადოს, რომელიც პრესის ყურადღებას დაიმსახურებს. იმისათვის, რომ საზოგადოებას უფრო მკვეთრად მოხვდეს თვალში ორგანიზაციის იმიჯი, ამისათვის ეს ღონისძიება უნდა იყოს არსებითი, სერიოზული და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი ტიპის ღონისძიებები თავისი ეფექტურობის პიკს აღწევენ მაშინ, როდესაც ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ბევრი ადამიანი და ამ ღონისძიებას ამშვენებს ერთი ცნობილი (პოპულარული) პიროვნება. დღეისათვის სპონტანური ინფორმაცია უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას ისეთ საზოგადოებაში, სადაც საკმაოდ გაზრდილია ინფორმაციის ათვისების და გამოყენების მოთხოვნა. გამომდინარე აქედან კეთდება დასკვნა: თუ ახალი ამბები არ გყოფნის, ის უნდა შექმნა. ამერიკელი ისტორიკოსი და სოციოლოგი ასეთი ტიპის ღონისძიებებს "ფსევდოღონისძიებებს" უწოდებს და გვთავაზობს მის განმარტებებს იმ უპირატესობებზე, რომელიც გააჩნია "ფსევდოღონისძიებებს" სპონტანურ ღონისძიებებზე:
- ფსევდოღონისძიებები უფრო დრამატიზებულია.
- ისინი ჩქარა ვრცელდება და ცოცხლად (სწრაფად) გამახსოვრდებათ
- ასეთი ღონისძიების განმეორება შესაძლებელია, სადაც უკვე გაზიარებული იქნება პირველი ღონისძიებიდან მიღებული გამოცდილება
- ასეთი ტიპის ღონისძიებები უფრო დამაჯერებელია
- ასეთი ღონისძიებები უფრო სოციალურია, მასზე ბევრს ლაპარაკობენ. მათი განხორციელება ხდება ჩვენი დაკმაყოფილებისათვის
- ასეთი ღონისძიებები ხდება სახალხო მსჯელობის საგანი, მითუმეტეს თუ კი მოწვეულია გამოჩენილი პიროვნებები და სხვა.

PR - ის პრაქტიკაში ხშირად გამოყენებულ აქციებს და სპეციალურ ღონისძიებებს შეიძლება მივაკუთნოთ:
- სპეციალური დღეები, საღამოები და კვირეულები;
- სავაჭრო შოუ, ექსპოზიციები, გამოფენები, გამოფენა-გაყიდვები და ფესტივალები;
- შეხვედრები, სემინარები, მრგვალი მაგიდები, კონფერენციები და ყრილობები;
- სიმპოზიუმები, კონგრესები;
- იუბილე, ღირსშესანიშნავი თარიღები;
- სპეციალური ჯილდოები, მისალმებები;
- ღია კარის დღეები, ექსკურსიები საწარმოებში, შეხვედრები ვეტერანებთან;
- მიტინგები, სახალხო დებატები, თემატური საღამოები;
- კოლექტიური ვახშამი, სადილები, ბანკეტები და ფურშეტები;
- ვიქტორინები
- სილამაზის კონკურსები;
- ისეთი ღონისძიებები საზოგადოებისთვის, რომელიც დაფინანსებულია სპონსორების მიერ;
- პრემიები სპონსორისაგან, სახელობითი პრემიები, შემოწირულობები;
- ფონდების შექმნა;
- მიღებები, პრეზენტაციები;
- კონცერტები და ტეატრალური ტურნე;
- ვიზიტები;
- პიკნიკები, ბუნებაში გასვლები;
- სხვადასხვა ტიპის და საქონლის გამოფენები;
- ახალი ნაგებობების გახსნის ცერემონიალი, ან მშენებლობის დასაწყისში პირველი აგურის ჩაგდება ფუნდამენტში;
- პროდუქციის დემონსტრირება, მოძრავი სამარშუტო და საავტომობილო რეკლამა
- შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან
- სოციოლოგიური კვლევები;
- ფესტივალის გახსნის ცერემონიალი;
- ახალი პოლიტიკური კურსის გაცხადება
- შეტყობინება, პრესკონფერენცია, რაიმე საინტერესო ამბის შესახებ;
- კონცერტები, ოლიმპიადები, ცეკვის საღამოები;
- კინოფესტივალები, კინოფილმების ჩვენება, მოდის ჩვენება;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ტურისტული მოგზაურობები, თხილამურებით სიარული, მოყვარულთა ტიპის შეჯიბრებები;
- გამოჩენილ სპორცმენებთან შეხვედრები;
- მუზეუმების, გამოფენების კოლექტიური დათვალიერება;
- ავტოგრაფების დარიგების ცერემონიალი გამოჩენილი ადამიანებისაგან;
- გამოჩენილი ხალხის ტანსაცმლის აუქციონები;
- ქუჩები და პარკების დასუფთავების აქციის მოწყობა;
- ხეების დარგვის ღონისძიება;
- დეპუტატებთან შეხვედრა;
- სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები;
- ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნა;

ცხადია, რომ ეს არის არასრული ჩამონათვალი PR ღონისძიებებისა. მთლიანობაში ასეთი ტიპის ღონისძიებები დიდ შანსს იძლევა, მოხდეს პრესის მხრიდან ყურადღების მიპყრობა. თუ ასეთი ღონისძიების მაშტაბები, ღონისძიების შინაარსი და დამსწრე მოპატიჟებული საზოგადოების შემადგენლობა ისეთია, რომ ძალაუნებურად იმსახურებენ გამოვიდნენ ახალი ამბის მაპროვოცირებლები, მაშინ ჩათვალეთ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებას მასმედია, ყურადღების გარეშე, უბრალოდ არ დატოვებს. ამ დროს მასმედია ამ ღონისძიებას აშუქებს რეპორტაჟის სახით, სადაც გამოყენებულია ფოტომასალები, პრესრელიზებიდან ამოკითხული ინფორმაცია სადაც უსათუოდ ნახსენები იქნება ამ ღონისძიების ორგანიზატორები და სხვა. ასეთი ღონისძიების სასურველი გაშუქება კი წინაპირობაა PR პროგრამის რეალიზების.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.