მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


პრეზენტაცია
პრეზენტაცია
  
პრეზენტაცია, ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის სპეციალური ღონისძიებები წარმოადგენს PR-ის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომლის მიზანია, კონკრეტული სუბიექტის ან მისი მომსახურების/პროდუქციის წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის. დღეისათვის პრეზენტაცია საკმაოდ გავრცელებული საკომუნიკაციო ფორმაა, რომელსაც ხშირად მიმართავენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფიზიკური პირები და სხვა. პრეზენტაციის დროს, მოქმედ პირებად შეიძლება ჩავთვალოთ იმ ორგანიზაციაის ან სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც გამოდიან საზოგადოებასთან ურთიერთობის დასამყარებლად, ანუ პრეზენტაციის ორგანიზატორები. პრეზენტაციის მოქმედ პირებად ასევე ითვლებიან პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები (აქ იგულისხმება ჟურნალისტები, კოლეგები, მეგობრები და ყველა ის მოწვეული სტუმარი, ვისთვისაც კეთდება პრეზენტაცია), PR სპეციალისტები, ვისაც უშუალოდ ეველებათ პრეზენტაციის ჩატარება და ტექნიკური პერსონალი, ვინც უზრუნველყოფს პრეზენტაციას ხარისხიანი ტექნიკური მომსახურებით. როგორც ჩანს, პრეზენტაციის შემადგენელი ნაწილია ეს ოთხი ჯგუფი, რომლის გარეშეც, პრეზენტაცია იქნება არაეფექტური. პრეზენტაციის საფუძველია რომელიმე სუბიექტის დაბადება საზოგადოებრივ ურთიერთობებში. PR სუბიექტი შეიძლება იყოს კერძო კომპანია, საწარმო, ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა (განყოფილება, დეპარტამენტი, სამინისტრო), საგანმანათლებლო დაწესებულება, ახალი პროდუქტი/მომსახურება და სხვა. პრეზენტაციის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს რომელიმე კერძო სტრუქტურის ან სახელმწიფო დაწესებულების მიღწევების ან რეალური შედეგების წარმოჩენა (აქ იგულისხმება, ახალი სამოქმედო პროგრამები, ახალი კანონები, ახალი წიგნის გამოცემა, პრემიერა თეატრში, ინვესტორის შემოსვლა საქართველოში და სხვა).

პრეზენტაცია, როგორც ყოველთვის კეთდება მოზრდილ დარბაზში, რომელიც აღჭურვილია ყველა ტექნიკური შესაძლებლობით. (მაგ. ინტერნეტის ხაზი, მიკროფონები, სკამები, განათება და სხვა). დღეისათვის თბილისში პრეზენტაციები ეწყობა სასტუმრო მეტეხი პალასის დარბაზში, მოსწავლე ახალგაზრდობის სარკეებიან დარბაზში, სასტუმრო მარიოტ თბილიში და სხვა, თუმცა ორგანიზატორებმა პრეზენტაცია შეიძლება მოაწყონ მათ ოფისებში და საწარმოებში, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. დღესდღეობით პრეზენტაციების დროს ხშირად იყენებენ ვიზუალურ საშუალებებს, კერძოდ: პროექტორები, სლაიდები და ვიდეო ჩვენებები. გამომდინარე აქედან, სასურველია, რომ ორგანიზატორებმა გაითვალისწინონ ყველა ნიუანსი დარბაზის ქირაობის და მოწყობის დროს, რომ შემდგომში არ შეიქმნას რაიმე პრობლემა.

პრეზენტაციის გეგმაში, აუცილებლად ნათლად ჩამოყალიბებული უნდა იყოს ღონისძიების მიზნები და მისი განრიგი, დამსწრე აუდიტორიის მახასიათებლები და პოტენციურ სტუმართა სია, PR მიმართვის კონცეფცია/მონახაზი, პრესრელიზის თემატიკა, ვიზუალური მასალების ნუსხა, რომლის გამოყენებასაც აპირებთ და პრეზენტაციის სცენარი. სცენარი უნდა შედგებოდეს პრეზენტაციის ძირითადი მოვლენების აღწერით და მისი ჩატარების სტრუქტურით - სტუმრების და ჟურნალისტების რეგისტრაცია, საინფორმაციო პაკეტების დარიგება, (თუა შესაძლებელი), პრეზენტაციის გახსნა, წამყვანის შესავალი სიტყვა, PR მიმართვის (ძირითადი ინფორმაციის) წარმოთქმა, სხვა გამოსვლები, კითხვებზე პასუხის გაცემა, დახურვა და არაფორმალური ურთიერთობა (აქ იგულისხმება ალაფურშეტი, დეგუსტაცია, გამოფენის დათვალიერება, ვიდეო ჩვენება და სხვა).

პრეზენტაციის წამყვანი, თვალ-ყურს ადევნებს სცენარით გათვალისწინებული პროგრამის და რეგლამენტის დაცვას, რათა ღონისძიებამ არ მიიღოს არასასურველი სახე. პრეზენტაციის მოწყობისას აუცილებლად გაითვალისწინეთ დარბაზის ვიზუალური გაფორმება ფერებით და სხვადასხვა მასალებით. დაიმახსოვრეთ, რომ პრეზენტაციაზე ყველა მოწვეულ სტუმარს შთაბეჭდილება თქვენს ორგანიზაციაზე სწორედ ამ პრეზენტაციის შემდეგ შეექმნებათ, თუ მანამდე არ იცნობენ თქვენს საქმიანობას, ამიტომ ყველა ნიუანსი მათთან ურთიერთობაში გათვლილი უნდა იყოს.

პრეზენტაციის ორგანიზების დროს, ერთი კვირით ადრე დაამზადეთ ის პაკეტები, რომლებიც უნდა დაურიგდეთ მასმედიის წარმომადგენლებს, სადაც შეიძლება შევიდეს გამომომსვლელთა ტექსტები, პრესრელიზი, ფოტო მასალა და პრეზენტაციის დღის წესრიგი. რამოდენიმე დღით ადრე შეატყობინეთ მასმედიის საშუალებებს პრეზენტაციის შესახებ და გაუგზავნეთ მათ მოსაწვევი. გასინჯეთ, მუშაობს თუ არა პრეზენტაციის დარბაზში ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება. ასევე ერთი კვირით ადრე შეადგინეთ ყველა პოტენციური სტუმრის საბოლოო სია და დაუგზავნეთ მათ მოსაწვევები. სტუმრებისათვის მოამზადეთ ცალკე პაკეტი, სადაც მოთავსებული იქნება ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ (აქ შეიძლება შევიდეს თქვენი ორგანიზაციის წლიური ანგარიში, ბროშურები და სვადასხვა აქსესუარები ორგანიზაციის ლოგოთი). ასევე ერთი კვირით ადრე გააკეთეთ დარბაზის დიზაინის მონახაზი, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოს, ან სხვა სახის საფირმო ნიშნის ადგილი. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და მიყევით მათ თანმიმდევრულად.

პრეზენტაციის მოწყობამდე, ერთი დღით ადრე საბოლოოდ მოუყარეთ თავი ყველა ინფორმაციას, რომელიც უნდა დარიგდეს პრეზენტაციის დროს. გადაამოწმეთ დარბაზი და გააკეთეთ მოკლე პრეზენტაციის სიმულაცია, რაც უთუოდ წაგადგებათ მომდევნო დღისათვის. დადგით სარეგისტრაციო მაგიდა და გამოყავით ადგილი პრესისათვის, შეამოწმეთ ყველა ტექნიკური საშუალება. ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს მუშაობას და მათ მზაობას მეორე დღისათვის. დარწმუნდით, რომ მომსახურე პერსონალმა იცის ყველაფერი ზედმიწევნით. გადაინახეთ რამოდენიმე საინფორმაციო პაკეტი მასმედიის იმ წარმომადგენლებისათბის, ვინც ვერ შეძლებს პრეზენტაციაზე მოსვლას.

პრეზენტაციის დღეს შეხვდით პრესის წარმომადგენლებს და სტუმრებს თავაზიანად. შეეცადეთ გამოყოთ რამოდენიმე ადამიანი, ვისაც ექნება ურთიერთობა პრესასთან და დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეძლებენ დამაჯერებელი პასუხის გაცემას. ყველა მოწვეულ ადამიანს დაურიგეთ საინფორმაციო კომპლექტი. კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ტექნიკური საშუალებები. სასურველი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ყველა მოწვეულ სტუმარს დაურიგდეს სამკერდე ნიშანი, რაც სტუმრებს ერთმანეთში ურთიერთობას გაუადვილებს.

მთავარი მომხსენებლის შემდეგ, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სტუმრებთან კითხვა-პასუხის ტიპის საუბარი. ღონისძიების ეს ნაწილი უნდა იყოს დროში მინიმალური, თუ პრეზენტაციის შემდგე დაგეგმილია რაიმე არაფორმალური ურთიერთობა (იგულისხმება ალაფურშეტი და სხვა სახის სუფრები).

პრეზენტაციის სცენარში, ვიდეოსაშუალებების (სქემები, დიაგრამები, გრაფიკები, ლოზუნგები, კლიპები, ვიდეორგოლიკები) ჩართვა საკმაოდ დიდ ეფექტს მოახდენს, თუ ეს გათვლილი იქნება მიზანმიმართულად. ამასთანავე სასურველია ერთი რომელიმე საშუალების გამოყენება და არა ყველა ვიდეო თუ სხვა ვიზუალური მასალის.

პრეზენტაცია, სასურველია აღწეროთ ვიდეო ფირზე, და გადაიღოთ ბევრი სურათი. ამით თქვენ ფაქტიურად საფუძველს უყრით თქვენი ორგანიზაციის ისტორიას და ვიზუალური მასალების არქივს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგადგებად სხვადასხვა მიზნებისთვის.

იმ მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებიც არ დაესწრებიან თქვენს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას, გადაუგზავნეთ პრესრელიზი და ყველა გამომსვლელის მოხსებენის მოკლე დაიჯესტი და ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენს ორგანიზაციას.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.