მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR უმაღლეს სასწავლებლებში
PR უმაღლეს სასწავლებლებში
  
PR პროგრამები უმაღლეს განათლებაში ძირითადად გათვლილია შემდეგი სამიზნე ჯგუფებისათვის:

სტუდენტები: სტუდენტები წარმოადგენენ უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიზნობრივ აუდიტორიას, რომლებიც ასევე არიან საზოგადოებრივი აზრის მთავარი გამომხატველები: დასაწყისში როგორც სტუდენტი, მოგვიანებით - კურსდამთავრებული. სტუდენტური აზრი და მათი ქცევა დიდ როლს თამაშობს პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის შექმნის პროცესში რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სასარგებლოდ. ამიტომ დიდი როლი უნდა დაეთმოს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის თავისუფალი ურთიერთობების დამკვიდრებას. ასეთი ურთიერთობები განაპირობებს სტუდენტის სიმპატიების გარღმავებას ადმინისტრაციის და მისი ლექტორების მიმართ, რომლებიც ამავე დროს არიან სტუდენტების მრჩევლები სხვადასხვა ცხოვრებისეულ და პროფესიულ საკითხებში, ხოლო ასეთი დამოკიდებულება და ურთიერთობის სტილი უბიძგებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს გახდეს მისი უნივერსიტეტის გულმხურვალე გულშემატკივარი.

პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობა და სხვა თანამშრომლები: პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობა და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლები წარმოადგენენ უნივერსიტეტის მთავარ შიდა მიზნობრივ აუდიტორიას, რადგანაც ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ საგანმანათლებლო პროცესში და უნივერსიტეტის მართვაში.

კურსდამთავრებულები: კურსდამთავრებულთა ფულადი შემოწირულობები და მათი დახმარების მზაობა სხვადასხვა საკითხებში არის უმაღლესი განათლების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წყარო. ევროპასა და აშშ-ში საკმაოდ გავრცელებულია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბები და ასოციაციები (ინგლისურად: Alumni clubs). კურსდამთავრებულთა ასოციაციების ძირითადი მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს - ორგანიზებული ძალებით ხელი შეუწყონ ალმა მატერ - ს და მის შემდგომ განვითარებას.

საზოგადოებრივი ჯგუფები და ბიზნეს ორგანიზაციები: ამ დროს PR - ის ძირითად მიზანია დაანახოს საზოგადოებრივ ჯგუფებს და ბიზნეს ორგანიზაციებს უნივერსიტეტის მნიშვნელობა როგორც კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ადგილის, სადაც უამრავი სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი, რაც უთუოდ ორივე მხარისათვის სასარგებლო და მომგებიანი იქნება. ასევე გავრცელებულია ბიზნესმენების მხრიდან უნივერსიტეტების დახმარება სხვადასხვა მატერიალური და ფინანსური სახით. ბევრ ჩვენთაგანს გაგვიგია სახელობითი სტიპენდიების შესახებაც, რომლებსაც ესა თუ ის ბიზნეს ორგანიზაცია ან ბიზნესმენი აწესებს წარმატებული სტუდენტებისათვის.

მთავრობა: ურთიერთგაგების ჩამოყალიბება და დახმარების მიღება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისაგან წარმოადგენს საუნივერსიტეტო PR სტრატეგიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. ამიტომ აუცილებელია, რომ უნივერსიტეტს ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი, რომლის საქმიანობაც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების და კონკრეტულად მისი უნივერსიტეტის ლობირებაზე და მთავრობასთან ანგარიშვალდებულებაზე.

მასმედია: საუნივერსიტეტო PR-ის ერთ-ერთი მიზანია, მასმედიასთან ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი და მიაწოდოს მასალა საინტერესო საუნივერსიტეტო მიღწევების, გამოგონებების, სტუდენტური ინიციატივების და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ, რომელმაც შეიძლება დადებითი და პოზიტიური როლი ითამაშოს უნივერსიტეტის იმიჯის ფორმირებაზე.

მშობლები: მათი დაინტერესება უნივერსიტეტის განვითარებაში ლოგიკურია, ამიტომ საკმაოდ რეალურია, რომ მათ შექმნან მხარდამჭერთა ეფექტური ჯგუფი.
მოკლედ რომ ვთქვათ, უნივერსიტეტებში PR -ის მიზანია: შექმნას და შეინარჩუნოს ურთიერთსასარგებლო კავშირები ყველა იმ აუდიტორიასთან, რომელიც დაინტერესებულია უმაღლესი განათლებით.

უნივერსიტეტის რექტორის როლი:უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს ლიდერი და არა ფაკულტეტის, თანამშრომლების და სტუდენტების "ბოსი". რექტორი თავისი ფუნქციის უკეთ შესრულების მიზნით ეფექტურად უნდა იყენებდეს ურთიერთობების და მედიატორის უნარ-ჩვევებს. რექტორი - ეს არის უნივერსიტეტის სახე, მისი ინდივიდუალურობით და მომხიბვლელობით. ძლიერი რექტორი - ეს არის პრესტიჟის, სტატუსის და ნდობის სიმბოლო საზოგადოებაში. ახალი საკომუნიკაციო საზოგადოების არსებობა ავალდებულებს უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს უფრო მეტი დრო დაუთმონ საზოგადოებასთან ურთიერთობას და საკომუნიკაციო სტრატეგიების განხორციელებას, ვიდრე მხოლოდ ადმინისტრაციულ საკითხებს.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.