მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


PR არასამთავრობო ორგანიზაციებში
PR არასამთავრობო ორგანიზაციებში
  
დღესღდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს ათასობით არამომგებიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მაგალითისათვის აშშ-ში, დღესდღეობით დაახლოებით 800 000 საზოგადოებრივი, არამომგებიანი და 400 000 პროფესიული ასოციაცია მოქმედებს, რომელთა უმრავლესობა შეიქმნა 90 წლების ბოლოს. საქართველოში კი დღესდღეობით დარეგისტრირებულია დაახლოებით 3000-ზე მეტი არამომგებიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომელთა რიცხვი დღითი-დღე იზრდება (ჩვენთან უფრო გავრცელებული ტერმინია არასამთავრობო ორგანიზაცია NGO, Non govermental Organization). არაკომერციული ორგანიზაციის განმარტებაში ნათქვამია: "საზოგადოება დელეგირებას (გადასცემს) უკეთებს მის გარკვეულ ფუნქციებს კერძო საზოგადოებრივ ჯგუფებს, ამ ფუნქციების შესასრულებლად". ასეთი ტიპის ორგანიზაციები ასრულებენ ისეთ სასიცოცხლო ფუნქციას საზოგადოებისათვის, როგორიცაა სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული, სამოქალაქო, ეკონომიკური და სხვა. ერთი სიტყვით, არაკომერციულმა სექტორმა თავის თავზე აიღო იმ ფუნქციის შესრულება საზოგადოებისათვის, რომლებიც მიუწვდომელი იქნა ორი სხვა სექტორისათვის - ესენია კომერციული ორგანიზაციები და სამთავრობო სტრუქტურები. აქედან მოდის ტერმინი მესამე სექტორიც.


საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოირჩევა ხუთი ნიშან-თვისებით:

1. ორგანიზებული (ორგანიზაციული) თვისება: იგულისხმება, რომ ორგანიზაციას ჰყავს მუდმივმოქმედი თანამშრომლების შტატი, ხელმძღვანელობა, წევრები და რეგულარულად აწყობს შეხვედრებს, ან ახასიათებს სტაბილური საქმიანობის სხვა თვისებები.

2. დამოუკიდებლობა: არაკომერციული ორგანიზაციები, წესდების მიხედვით მოქმედებენ სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად, ისინი არ კონტროლირდებიან და არ ექვემდებარებიან სახელმწიფოს, მაშინაც კი თუ ისინი იღებენ რაიმე სუბსიდიებს თუ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან.

3. არაკომერციული საქმიანობა: ასეთი ტიპის ორგანიზაციებს არ მოაქვთ მოგება არაკომერციული, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამფუძნებლებისათვის და ხელმძღვანელებისათვის, ანუ შემოსავალი არ ნაწილდება მათ შორის და ხმარდება მხოლოდ ამ ორგანიზაციის მიზნებს. დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს შორის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია. სწორედ აქედან მოდის ტერმინი "არაკომერციული ორგანიზაციები.

4. თვითმმართველობა: არაკომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელობა ხორციელდება თვითმმართველობის პრინციპზე. ისინი თვითონ აკონტროლებენ თავიაანთ საქმიანობას და თვითონ ირჩევენ მუშაობის მეთოდებს. არაკომერციულ ორგანიზაციებს გააჩნიათ საკუთარი მართველობა და ქმნიან ისეთ პირობებს, რომ ჩართონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი თავიაანთ საქმიანობაში. ასეთი თვისებებიდან გამომდინარე, არაკომერციული ორგანიზაციები იწოდებიან ასევე "დამოუკიდებელ სექტორად".

5. მოხალისეობა: ორგანიზაციის მართველობაში, ისევე როგორც მის საქმიანობაში მონაწილეობა უნდა იყოს არაიძულებითი და მოხალისეობრივი.

PR-ის მიზნები არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებში წარმოადგენს შემდეგს:

1. გაზარდოს ორგანიზაციის მისიის პოპულარობა საზოგადოებაში.

2. შეიმუშავოს და განავითაროს ის საკომუნიკაციო არხები მათ მიმართ, ვისაც ემსახურება აღნიშნული ორგანიზაცია.

3. შექმნას და შეინარჩუნოს კეთილსასურველი კლიმატი ინვესტიციების, გრანტების და შემოწირულობების მოსაზიდად.

4. შესაძლებლობა შექმნას და შეინარჩუნოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური კლიმატი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ორგანიზაციის მისიის რეალიზებას.

5. შექმნას ინფორმაციის გავრცელების და მოტივირების (წახალისების) მექანაიზმი თანამშრომლებისათვის (აქ შედიან ორგანიზაციის თანამშრომლები, მოხალისეები და გამგეობა) ორგანიზაციის შიგნით, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის უწყვეტ და პროდუქტიულ მუშაობას.

თითოეული არამომგებიანი ორგანიზაციის საქმიანობა თავისთავად წარმოადგენს ყოველდღიურ პრაქტიკას საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ამის მიზეზი ისაა, რომ უმეტესობა არამომგებიან ორგანიზაციებში მუშაობს მოხალისედ, ანუ ისინი თავის საქმიანობაში არ იღებენ არანაირ ანაზღაურებას. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის შენარჩუნებულ იქნას დადებითი განწყობა და ინტერესი მაღალ დონეზე ორგანიზაციის საქმიანობის და მისი მიზნების მიმართ. ასეთი ტიპის საქმიანობა, რომელიც მიმართულია დადებითი შიდაორგანიზაციული ურთიერთობების დასამყარებლად და შესანარჩუნებლად, ხელს უწყობს თანამშრომლებს დაინახონ და სწორად შეაფასონ ორგანიზაციის სტრატეგია და ხელმძღვანელობის საქმიანობის ეფექტურობა, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს თანამშრომლების მოტივაციის ზრდას და მათი საქმიანობის და ფუნქციის უფრო ეფექტურად შესრულოებას. ამისათვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ არც ერთი წუთი არ უნდა მოადუნოს ყურადღება და მის ყოველდღიურ საქმიანობაში შექმნას ისეთი ტიპის საკომუნიკაციო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების უკეთ ინფორმირებულებას ორგანიზაციის საქმიანობის, მისი პრიორიტეტების და განსახორციელებელი პროექტების შესახებ. ამ დროს თანამშრომლები თავს გრძნობენ ორგანიზაციის წევრად და ყოველთვის დაინტერესებულნი იქნებიან მის წარმატებაში.

არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სფეროში, PR პროგრამის შემუშავების დროს იყენებენ სხვადასხვა მიდგომებს, მაგრამ მთავარი თითოეული მათგანისათვის არის ის, რომ გააცნონ საზოგადოებას მათი ორგანიზაციის მომსახურება და მოიპოვონ ნდობა საზოგადოებაში, რადგანაც საზოგადოების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული თითოეული არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობა.
მიუხედავათ იმისა, რომ უმეტესობა არაკომერციულ ორგანიზაციებს გააჩნიათ ერთნაირი მისია, ისინი მაინც განსხვავდებიან PR-ის გამოყენებით და ტაქტიკური მოქმედებებით. მიუხედავად ამ სამოქმედო სტრატეგიის და ტაქტიკის განსხვავებებისა, მთავარი მაინც არაკომერციული ორგანიზაციისათვის არის ის, რომ მკაფიოდ დაანახოს ყველას, რომ ორგანიზაცია იმსახურებს თანადგომას და ის ასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც ვერ ან არ ასრულებს სახელმწიფო სათანადო დონეზე და რომ ეს ფუნქცია არ ხორციელდება სხვა ორგანოების მხრიდანაც.

PR საქმიანობა არაკომერციულ სტრუქტურებში გვთავაზობს მომსახურების და მიდგომების ფართო სპექტრს. არსებობენ ისეთი ორგანიზაციები, სადაც PR-ის განხორციელება დამოკიდებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე. ასევე არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც თავიაანთ სტრუქტურებში შექმნილი აქვთ დამოუკიდებელი PR განყოფილებები, რომლებიც მოქმედებენ არა ქაოტურად და დაუგეგმავად, არამედ გააზრებული და წინასწარ დაგეგმილი საკომუნიკაციო სტრატეგიით და საჭირო ბიუჯეტით. როდესაც არაკომერციული, საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეიმუშავებს და დაამტკიცებს PR-ის პროგრესულ პროგრამას, მეორე ნაბიჯად რჩება ამ პროგრამის განხორციელება მთელს ორგანიზაციაში. თუ ორგანიზაციას გააჩნია ფილიალები და ამისათვის შესაძლებლობებიც არსებობს სასურველია რომ ახალი შემუშავებული PR პროგრამის გაცნობა მოხდეს ფილიალების თანამშრომლებისათვისაც.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.